სამეცნიერო კვლევითი პროექტი "ევროკავშირი დღეს"
პროექტის ავტორი - საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, ანა ანუშიძე
პროექტის სრული ვერსიის სანახავად იხ. ბმული:
file:///C:/Users/user/Downloads/97235532.pdf
მინდა გაგიზიაროთ პროექტი, რომლის წერაც ჯერ კიდევ 2022 წელს დავიწყე და დავასრულე 2023 წლის პირველ კვირაში. ის განკუთვნილია ნებისმიერი უსდ - სთვის და გულისხმობს მრავალფეროვანი სამეცნიერო - კვლევითი აქტივობების განხორციელებას;
✅ინტერაქციული ლექციების წარმართვას მრავალფეროვანი და აქტიური აქტივობების გამოყენებით.
✅ევროპული საბჭოს და ევროკავშირის საბჭოს მოდელირებას.
✅მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი ციფრული სასწავლო რესურსების შექმნა-გამოფენას.
✅პერიოდული ციფრული გამოცემის "ევროკავშირი დღეს" წარმოებას.
✅ერთკვირიანი "საზაფხულო სკოლის" ორგანიზებას.
✅საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას.
✅სამეცნიერო სტატიების მომზადებას და საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენას.
✅სახელმძღვანელოს "სწავლა - სწავლების აქტიური და მრავალფეროვანი მეთოდები უსდ - ს პირველი და მეორე საფეხურისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში" მომზადებას.
✅შემაჯამებელ ღონისძიებას.
განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ პროექტი ითვალისწინებს განხორციელების პროცესში უსდ - ს სამეცნიერო პერსონალთან ერთად, სხვადასხვა ფაკულტეტის,საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ჩართვას.
ნამდვილად ღირდა, ჩემი რამდენიმეთვიანი მუშაობა, მათ შორის საახალწლო დღეებშიც, ამ პროექტის დაწერისთვის, მასში მთელი ჩემი პროფესიული გული და სული ჩავაქსოვე და გავითვალისწინე მთელი ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები.
სწორედ პროექტის მაღალი აკადემიური და ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე ვასაჯაროებ მას და ყველა დაინტერესებულ პირს ვაძლევ უფლებას გამოიყენოს და განახორციელოს.
შეკითხვებისთვის/კონსულტაციისთვის და პროექტის თქვენი სასწავლო დაწესებულებისთვის ადაპტირებისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ჩემი უკუკავშირი.
წარმატებები ყველას ვინც კეთილსინდისიერად სწავლობს და ასწავლის!
ანა ანუშიძე
13 იანვარი, 2023 წელი