Monday, May 29, 2023

შემაჯამებელი კომპლექსური ღონისძიება "საქართველო და ევროკავშირი" სსიპ ქ. ბათუმის №25 საჯარო სკოლაში. მასწავლებელი: ნუნუ ცეცხლაძე

 


შემაჯამებელი კომპლექსური ღონისძიება "საქართველო და ევროკავშირი"

სსიპ ქ. ბათუმის №25 საჯარო სკოლაში

მასწავლებელი: ნუნუ ცეცხლაძე


2023 წლის 29 მაისს, სსიპ ქ. ბათუმის № 25 საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელის, ქალბატონი ნუნუ ცეცხლაძის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასწავლო - შემაჯამებელი ღონისძიება თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

ღონისძიება კომპლექსური შინაარსის გახლდათ, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის შექმნის მიზეზების და სადღეისოდ არსებული გამოწვევების, თითოეული წევრი ქვეყნის თავისებურების, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიისა და პერსპექტივის შესახებ. შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გამოიყენეს მულტიმედია რესურსები. 

ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვესწრებოდი როგორც მოწვეული სტუმარი. 

ვულოცავ მორიგ წარმატებას ქალბატონ ნუნუს და მის საოცრად მოტივირებულ, აქტიურ, დამოუკიდებელ, შრომისმოყვარე მოსწავლეებს და ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს.

მიხარია რომ ჩვენი მეგობარი 25 - ე საჯარო სკოლა შემოგვიერთდა პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" ფარგლებში. 













ანა ანუშიძე
29.05.2023





Thursday, May 25, 2023

ჩემი პრაქტიკანტების შემაჯამებელი ღონისძიება

 


ჩემი პრაქტიკანტების შემაჯამებელი ღონისძიება 


დღეს, ჩემი პრაქტიკანტებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, მათ შემაჯამებელი ღონისძიება განახორციელეს სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში და ჩემგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში თითოეულმა, შემაჯამებელ ღონისძიებამდე, სამი გაკვეთილი დაგეგმა და განახორციელა, დაუმოგობრდნენ ჩემს მოსწავლეებს და მიიღეს საჭირო მრავალფეროვანი გამოცდილება, რასაც მჯერა ეფექტიანად გამოიყენებენ.

წარმატებები მომავალ მასწავლებლებს! 








ანა ანუშიძე

25.05.2023














ეროვნული კონფერენცია - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება

 


ეროვნულ კონფერენციაზე
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება

გიზიარებთ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) - ს მიერ 2023 წელს ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაზე, ჩემს მიერ წარდგენილ და გაზიარებულ რესურსებს. 

ვიდეო გზამკვლევები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების და დანერგვის მიზნით

      გზამკვლევი კომპლექსური დავალების ბარათის განხორციელების ეტაპების შესახებ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=14s

      2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია - ჩემი პრეზენტაციის ნაწილი. იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=poX8gVzuk_U

      მე - 5 კლასი, თემა: დედამიწის სტრუქტურა იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=o8XJgHL3Oz4

 

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თემა: აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში

      კვლევის საჯარო პრეზენტაცია. იხ. ბმული: https://www.youtube.com/watch?v=Z4oZ69rC424&t=28s

 

სკოლის საჭიროების კვლევა, თემა: ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პოზიტიური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები

      კვლევის საჯარო პრეზენტაცია იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=iys4CKNwG3M&t=9s

 

ვიდეო ლექციების კურსი „სწავლების და განვითარების თეორიები“ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთის

      ვიდეო ლექციების კურსი სრულად იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/07/blog-post_20.html   

 

სტატიები ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით ზოგადო განათლების სფეროში არსებული გამოწვევების და მათი დაძლევის გზების შესახებ.

 

      „მშობლის როლი სწავლა - სწავლების პროცესში“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/03/

      სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში, როგორ შევქმნათ პოზიტიური სასკოლო კულტურა?“ იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post.html

      განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html

      როგორ ვითანამშრომლოთ ეფექტიანად“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post.html

      როგორ განვივითაროთ ახსნის უნარი, მარტივი სავარჯიშოები“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_24.html

      რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_28.html

      რატომ არის მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანი, როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ მიზნობრივი საუბრები“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/11/blog-post_29.html

      განმავითარებელი შეფასება“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html

      თამაშით სწავლების მნიშვნელობა, მაგალითები პრაქტიკიდან“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2022/03/blog-post_19.html

       „10 მთავარი გამოწვევა სკოლებისთვის მთელს მსოფლიოში“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2022/02/10.html

 

ვებინარების და სამუშაო შეხვედრების კვირეული სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთის.

      „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გაცნობა“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY&t=42s

      „15 საერთო საკლასო აქტივობა, რომლის განხორციელებაც 5 წუთამდე დროით

      მონაკვეთში შეგვიძლია და დაგვეხმარება შუალედური და გრძელვადიანი მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=1hgTNoe3Vcg&t=797s  

      ხუთი ციფრული საგანმანათლებლო პროდუქტი, შუალედური და გრძელვადიანი სასწავლო მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=7ysP_2FvKHA&t=32s

      დემოკრატიული კულტურა - ჩვენი საერთო საზრუნავი“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=V8oVIiD6OkE&t=238s  

      კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, კვლევითი ნაშრომის შექმნა და წარდგენა“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=bKFsEVrhJ1g&t=35s

 

სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“

      ჩვენი პროექტის და პირველი შემაჯამებელი ღონისძიების შესახებ იხ. ბმული: https://www.youtube.com/watch?v=J-JRLSzftVk&t=1s

საგანმანათლებლო გვერდი სოც. ქსელში „განათლებისთვის“

      არაკომერციული საგანმანათლებლო პლატფორმა „განათლებისთვის“

იხ. ბმული: https://www.facebook.com/profile.php?id=100076256886108

      ჩვენი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგადი განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების, ინტერესთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობისთვის თანამედროვე პლატფორმის შეთავაზება. ჩვენი პრიორიტეტებია:

(ა) სასკოლო კულტურის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

(ბ) სასკოლო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობითი კავშრების დამყარება.

(გ) ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში წარმატებული პრაქტიკების გაზიარება.

(დ) რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით ზოგადი განათლების სფეროში არსებული სიახლეების გაზიარება. ჩვენთან თანამშრომლობისთვის და თქვენი პრაქტიკის გაზიარებისთვის დაგვიკავშრდით. იმისთვის, რომ ჩვენს პლატფორმაზე გამოქვეყნდეს თქვენი: (ა)აქტივობა (ბ)სასწავლო რესურსი (გ)სტატია (დ)ინტერვიუ (ე) ინიციატივა უნდა აკმაყოფილებდეს ორ მთავარ კრიტერიუმს:

1) შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

2) ემსახურებოდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას. წარმატებული და ეფექტიანი სწავლა სწავლების პროცესი ყველა სკოლას!


მადლობა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, ეროვნული კონფერენციის ორგანიზებისა და თითოეული მასწავლებლის მხარდაჭერისთვის! #სპმთპ

ანა ანუშიძე
25.05.2023






"მეცნიერება" სასწავლო პროექტი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვივს

 




ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ უჩვეულო აქტივობების მოფიქრება და მათში მონაწილეობის მიღება. ამჯერად გადაწყვიტეს მეცნიერების შესახებ გაეგოთ  მეტი, თავადაც მოერგოთ მეცნიერის მანტია და ცოდნა უკვე სხვა თანატოლებისთვის გაეზიარებინათ.

იმისთვის რომ თითოეული მეცნიერის გამოგონების/წვლილის მნიშვნელობა ნათელი და გასაგები ყოფილიყო თითოეული მოსწავლისთვის, რა თქმა უნდა, დიდი დრო და შრომა დაგვჭირდა. თუმცა ერთი დიდი დღესასწაული  იყო მანტიების მორგების და ვიდეო - რგოლების ჩაწერის პროცესი. ახლა "პატარა - მეცნიერები" მოუთმენლად ელიან როდის ნახავენ მათ მიერ შექმნილ რესურსებს მთელი მსოფლიოს პატარები. 

მადლობა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, ეროვნული კონფერენციის ორგანიზებისა და თითოეული მასწავლებლის მხარდაჭერისთვის! #სპმთპ

იხ. ბმული: 

https://www.youtube.com/watch?v=deE4Fod4eZE&list=PLi0mHdHYgKI5J-Ijv8alTz3fzqBBBG4Q6 

ანა ანუშიძე

25.05.2023

Tuesday, May 23, 2023

76 - ე სასწავლო - კვლევითი კონფერენცია

 


ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეების დიდი წარმატება 
76 - ე სასწავლო - კვლევით კონფერენციაზე

🏫📚 2023 წლის 20 მაისს ქ. თბილისში ჩატრდა თბილისის მერიის, ეროვნული სასახლის და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 76-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია.
📖👭👬 ტრადიციულად, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში, წარადგინეს და დაიცვეს ნაშრომები, უპასუხეს შეკითხვებს.
📚💻კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 11 მოსწავლის 9 ნაშრომი:

🎓 სალომე თანდილავა - " მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინატიტუციების მშენებლობა, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიღწევის საფუძველი", ხელმძღვანელი ანა ანუშიძე (სამოქალაქო განათლების სექცია);

🎓 ანა გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ჯელია - „მათემატიკური ალბათობა და გენეტიკა“, ხელმძღვანელი ნატალია კალანდაძე (მათემატიკის სექცია);

🎓 სანდრო კალანდაძე - „ბოროტება, რომელიც არასოდეს სრულდება!“ - ხელმძღვანელი პირიმზე რურუა (ისტორიის სექცია);

🎓 ნუცა ნიკოლაიშვილი- „თაფლი-ფალსიფიცირებული თუ ნატურალური“, ხელმძღვანელი ნონა აბაშიძე (ქიმიის სექცია);
🎓 ლიკა ჯოხაძე, ნატალი თედორაძე - „გრამატიკული ნორმების დარღვევა თანამედროვე ქართული პრესის ენასა და ზეპირსიტყვიერებაში“, ხელმძღვანელი თამარ ლომთაძე (ქართული ენა და ლიტერატურა);
🎓 ანანო ფუტკარაძე - "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კომპლექსური ამოცანების ამოხსნისას", ხელმძღვანელი კახი კახიძე (მათემატიკის სექცია);
🎓 ანა ონიაშვილი -" რა ვიცით შოკოლადის შესახებ", ხელმძღვანელი ირინა ვიდულინა (ქიმიის სექცია);
🎓 ნატალი თედორაძე - „არჩევნები, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი“, ხელმძღვანელი ლევან სამსონია (სამოქალაქო განათლების სექცია);
🎓 დათა ურუშაძე, ნინი თურმანიძე-„ჭკვიანი სახლი და ენერგო ეფექტურობა“, ხელმძღვანელი ინგა მართალიშვილი (ეკოლოგიის სექცია) .
🌐🌞🎉 სიამაყით და სიხარულით გვსურს გაცნობოთ, რომ ოთხი ნაშრომი დაჯილდოვდა პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით:

მათემატიკის სექციაში I ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 ანა გოგიჩაიშვილს და ალექსანდრე ჯელიას - „მათემატიკური ალბათობა და გენეტიკა“, ხელმძღვანელი ნატალია კალანდაძე (მათემატიკის სექცია);

ქიმიის სექციაში I ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 ნუცა ნიკოლაიშვილს - „თაფლი-ფალსიფიცირებული თუ ნატურალური“, ხელმძღვანელი ნონა აბაშიძე (ქიმიის სექცია);

სამოქალაქო განათლების სექციაში II ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 სალომე თანდილავას - " მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინატიტუციების მშენებლობა, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიღწევის საფუძველი", ხელმძღვანელი ანა ანუშიძე (სამოქალაქო განათლების სექცია);

ისტორიის სექციაში II ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 სანდრო კალანდაძეს - „ბოროტება, რომელიც არასოდეს სრულდება!“ - ხელმძღვანელი პირიმზე რურუა (ისტორიის სექცია);

🌐🎉🏫👭👬 ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელებს ამ დიდ წარმატებას!








ანა ანუშიძე
23.05.2023



















ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...