Sunday, July 2, 2023

ეროვნული კონფერენცია დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება

 


ეროვნული კონფერენცია
დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში 
და მიღწეული შედეგების გაზიარება

2023 წლის 1 ივლისის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით გაიმართა მასწავლებლეთა ეროვნული კონფერენცია "დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება".

კონფერენცია გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელიც სპმთპ - მა 2017 წელს დაიწყო დანიის მასწავლებელთა პროფკავშირებთან ერთად. 

როგორც პროექტის მონაწილემ, მინდა აღვნიშნო რომ ამ ხნის მანძილზე სპმთპ - ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქართველი პედაგოგები გავეცანით დანიურ საგანმანათლებლო სისტემას და გავიზიარეთ ათეულობით ახალი მეთოდი და აქტივობა, რომლებსაც ეფექტიანად იყენებენ ჩვენი დანიელი კოლეგები. შემდეგ კი მოვსინჯეთ მათი გამოყენება ჩვენს სასკოლო სივრცეებში ჩვენი მოსწავლეების აკადემიური და პიროვნული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერისთვის, ამასთან აქტიურად ვცდილობდით ყოველივე გაგვეზიარებინა ჩვენი კოლეგებისთვის რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ამჯერად, უკვე ეროვნულ დოენზე წარვადგინეთ ჩვენი გამოცდილება თუ როგორ მოვახერხეთ და რა შედეგები მივიღეთ სხვადასხვა, დანიური რეალობისთვის ჩვეული, საგანმანათლებლო მეთოდებისა და აქტივობების, ჩვენს ქართულ რეალობაზე ადაპტირების გზით.  

მქონდა პატივი, ჩემს კოლეგებთან ერთად: ეკატერინე ჭელიძე, ჯაბა ლაბაძე, ცარო ხარძიანის, ნონა მიქავას, ნათია გაბროშვილის, ნინო ეფხოშვილის, ლიკა ჩხაიძის, დიანა ნემსიწვერიძის, ლეილა მეტრეველის, თინათინ ბედოშვილის, მურად ემინოვის, გიული ბერიძის, ქეთი ჩანქსელიანის, აზნივ კირაკოსიანის, ნანა გულუა, მთელი საქართველოდან ჩვენი 350-ზე მეტი კოლეგისთვის გამეზიარებინა თუ როგორ მოვახერხე დანიური სწავლების მეთოდოლოგიის და საგანმანათლებლო აქტივობების ადაპტირება და დანერგვა ჩვენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

აქვე გიზიარებთ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების თემებს:
"ტარსიას" ფაზლები, როგორც სასწავლო რესურსი;
"ფლუმის" მოდელები - წერითი დავალება და უკუკავშირი;
თემატური ბარათები - სწავლების ეფექტური ინსტრუმენტი;
დანიური საგანმანათლებლო აქტივობები, მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად;
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები;
პრეზენტაცია - "ჩემი თვალით დანახული დანიური საგანმანათლებლო სისტემა";
პრეზენტაცია - "სკოლის დემოკრატიული მართვა"'

კონფერენციის დასასრულს, საზეიმოდ მოეწერა ხელი საგნობრივი მუმართულებებით საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია რადგან ეს არის კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა, სადაც ჩვენ მასწავლებლები გავაზიარებთ, გავიზიარებთ და ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ახალ საგანმანათლებლო რესურსებს ჩვენი მოსწავლეების პიროვნული და აკადემიური ზრდის და ერთმანეთის პროფესიული მხარდაჭერისა და წინსვლისთვის.

ეროვნული კონფერენცია გაიმართა პროექტის ფარგლებში "სკოლისა და სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარება საქართველოში სპმთპ - თან თანამშრომლობით".

მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, მის პრეზიდენტს, ქ - ნ მაია კობახიძეს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც შეაქვს თითოეული მასწავლებლის და მთლიანად ქართული საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერისა და განვითარების საქმეში.

ანა ანუშიძე
2 ივლისის, 2023 წ.

ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...