Friday, March 29, 2024




სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზენტაცია

ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 29 მარტს მოხდა სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსებასთან დაკავშირებული ღონისძიება. 

სასკოლო საზოგადოების და მოწვეული სტუმრების წინაშე წარვადგინეთ სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის უფლება - მოვალეობები, დებულება, მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები.

პრეზენტაცია წარადგინა, აღნიშნული იდეის და დოკუმენტების ავტორმა  ანა ანუშიძემ.

სკოლაში განხორციელებულ ფუნდამენტურ კვლევებზე და სკოლის მრავალწლიან გამოცდილებაზე მოხსენება წარადგინა სკოლის პრორექტორმა ქ-მა პირიმზე რურუამ. 

ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, ისტორიის მასწავლებელმა ბ-მა ზვიად ჩხენკელმა.

ასევე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ საკოლო საზოგადოების წევრები: მშობლები და მოსწავლეები.

განსაკუთრებული მადლობა მობრძანებულ სტუმრებს:

საქართველოს სახალხო დამცველის, რეგიონულ რწმუნებულს აჭარაში ბ-ნ გიორგი ჩარკვიანს 

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ცოტნე ანანიძეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსს ბ-ნ ბაკურ ბოლქვაძეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის საფინანსო უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების უფროსს ბ-ნ დავით ბერიძეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსს ქ-ნ ნაირა აბულაძეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის სპეციალისტს ქ-ნ ნონა ტაკიძეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის სპეციალისტს ქ-ნ ნატო აბუსელიძეს






















ანა ანუშიძე
29 მარტი, 2024 წ.











































 

Sunday, March 10, 2024

საერთაშორისო გამოცდილების ეროვნულ დონეზე მორგების და განვითარების 7 ნაბიჯი


საერთაშორისო გამოცდილების ეროვნულ დონეზე მორგების და განვითარების 7 ნაბიჯი

საერთაშორისო გამოცდილების წარმატებული ურთიერთგაზიარების პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯების თანმიმდევრული გადადგმა:

ინფორმაციის სრულყოფილად  გაცნობა, რაც გულისხმობს ახალი მეთოდის თუ აქტივობის მიზნების, გამოყენების ინსტრუქციების, მიღებული უკუკავშირების, დასკვნების, ძლიერი და სუსტი მხარეების სიღრმისეულ გაცნობას და გაზიარებას კოლეგებისთვის რათა ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილება თუ რამდენად რელევანტურია ესა თუ ის მეთოდი/აქტივობა ეროვნულ დონეზე, დანერგვისთვის, ჩვენი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, საგნობრივი მიზნების მიღწევისთვის და რამდენად შეესაბამება ჩვენი სკოლის ფილოსოფიას. შემდეგ უკვე ვსაზღვრავთ როგორ, რომელ საგანში, რომელ საფეხურზე, რომელი მიზნის/მიზნების მიღწევისთვის გამოვიყენოთ კონკრეტული მეთოდი/აქტივობა. გამოყენების შემდეგ ასევე ერთობლივად, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, ვაფასებთ გამოყენებული მეთოდის/აქტივობის ეფექტიანობის ხარისხს, ვადგენთ როგორ შეგვიძლია მისში ცვლილების შეტანა ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობების, საჭიროებების, ინტერესების შესაბამისად. ამის შემდეგ, კვლავ ვახდენთ ასევე წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ჩვენს მიერ გარდაქმნილი მეთოდის/აქტივობის გამოყენების პროცესზე დაკვირვებას და პროცესის შეფასებას რათა მივიღოთ გადაწყვეტილება გამოვიყენოთ თუ არა ან/და როგორი ფორმით და რომელი მიზნების მიღწევისთვის გამოვიყენოთ კონკრეტული მეთოდი/აქტივობა კონკრეტულ საგანში, საფეხურზე. 

სწორედ ამის შემდეგ ხდება შესაბამისი მეთოდის ან/და აქტივობის გამოყენება ჩვენს სკოლაში სწავლა - სწავლების პროცესში და იწყება საკუთარი, ახალი, უნიკალური პრაქტიკის შექმნა, რასაც თან ახლავს ახალი სასწავლო რესურსების შექმნა, რომლის გაზიარებაც, თავის მხრივ, შეგვიძლია რეგიონულ, ეროვნულ და ზეეროვნულ დონეებზე. 






სასარგებლო ბმულები: 

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თემა: აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში    კვლევის საჯარო პრეზენტაცია. იხ. ბმული: https://www.youtube.com/watch?v=Z4oZ69rC424&t=28s
 

 სკოლის საჭიროების კვლევა, თემა: ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პოზიტიური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები  კვლევის საჯარო პრეზენტაცია იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=iys4CKNwG3M&t=9s

ვიდეო ლექციების კურსი „სწავლების და განვითარების თეორიები“ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთის       ვიდეო ლექციების კურსი სრულად იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/07/blog-post_20.html
   
სტატიები ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით ზოგადო განათლების სფეროში არსებული გამოწვევების და მათი დაძლევის გზების შესახებ.
„მშობლის როლი სწავლა - სწავლების პროცესში“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/03/

„სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში, როგორ შევქმნათ პოზიტიური სასკოლო კულტურა?“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post.html

„განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html

„როგორ ვითანამშრომლოთ ეფექტიანად“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post.html

„როგორ განვივითაროთ ახსნის უნარი, მარტივი სავარჯიშოები“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_24.html

„რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_28.html

„რატომ არის მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანი, როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ მიზნობრივი საუბრები“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/11/blog-post_29.html

  „განმავითარებელი შეფასება“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html

„თამაშით სწავლების მნიშვნელობა, მაგალითები პრაქტიკიდან“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2022/03/blog-post_19.html

„10 მთავარი გამოწვევა სკოლებისთვის მთელს მსოფლიოში“ იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2022/02/10.html

ვებინარების და სამუშაო შეხვედრების კვირეული სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთის.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გაცნობა“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY&t=42s

„15 საერთო საკლასო აქტივობა, რომლის განხორციელებაც 5 წუთამდე დროით მონაკვეთში შეგვიძლია და დაგვეხმარება შუალედური და გრძელვადიანი მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=1hgTNoe3Vcg&t=797s 
 
„ხუთი ციფრული საგანმანათლებლო პროდუქტი, შუალედური და გრძელვადიანი სასწავლო მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=7ysP_2FvKHA&t=32s

„დემოკრატიული კულტურა - ჩვენი საერთო საზრუნავი“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=V8oVIiD6OkE&t=238s  

 „კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, კვლევითი ნაშრომის შექმნა და წარდგენა“ იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=bKFsEVrhJ1g&t=35s 

დანართები:








ანა ანუშიძე
11 მარტი 2024 წ.





































Thursday, March 7, 2024

გეოგრაფიის II კვირეული და ახალი სასწავლო რესურსები

 


გეოგრაფიის II კვირეული და ახალი სასწავლო რესურსები

ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გეოგრაფიის II კვირეული ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მე - 7, მე - 10 და მე - 11 კლასის მოსწავლეებმა.

მე - 2 კვირეული მიეძღვნა კლიმატური სარტლებისა და ბუნებრივი ზონების საკითხს.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს:

რა არის კლიმატი და რომელია კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები?

რა არის კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია?

რა განსხვავებაა ძირითად და გარდამავალ კლიმატურ სარტყლებს შორის?

რა არის სიმაღლებრივი/ვერტიკალური ზონალობა და რისი შედეგია ის?

რომელი ბუნებრივი ზონებია გავრცელებული დედამიწაზე? რა თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული მათგანი?

რა არის ამ თავისებურებების გამომწვევი მიზეზები?

როგორია საქართველოს კლიმატური დარაიონება კიოპენის კლასიფიკაციიის თანახმად?

როგორია კლიმატური რაიონების ძირითადი კლიმატური მახასიათებლები და გავრცელების არეალები?

კვირეულის ფარგლებში შექიმნა სასწავლო რესურსი „ბუნებრივი ზონების ძირითადი მახასიათებლები“ და მოსწავლეების მიერ დამოუკიდებლად შექმნილი „გეოგრაფიული ამოცანების კრებული“.


























ანა ანუშიძე
7 მარტი, 2024 წ.
























 





















სასწავლო პროექტი დაწყებით კლასებში - საკლასო გარემოსა და კულტურის განვითარებისთვის მშობლების ჩართულობით

სასწავლო პროექტი დაწყებით კლასებში - საკლასო გარემოსა და კულტურის განვითარებისთვის მშობლების ჩართულობით