Tuesday, February 28, 2023

სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში"

 

სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში

„მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“

პროექტი მიზნად ისახავს სკოლაში „ევროპის კაბინეტის“ დაფუძნებას, რომელიც იმუშავებს სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვადასხვა სასკოლო საზოგადოებების ეტაპობრივად ჩართვით, გააფართოვებს სამიზნე აუდიტორიას.

„ევროპის კაბინეტის“ მუშაობის შედეგად, მოხდება მიზნობრივი აუდიტორიისთვის, მარტივად და ეფექტიანად იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარება საკუთარი დასკვნების გამოტანაში, თუ რა კონკრეტულ სიკეთეს მიიღებს საქართველო, ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად სხვადასხვა სფეროში.

პროექტის ფარგლებში მოხდება ევროინტეგრაციის წარმატებული მაგალითების გაცნობა. ჩატარდება ინტერაქციული ლექციები, მოდელირებები, დისკუსიები. გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება - განხილვა, შეიქმნება სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროდუქტები, რომლებიც გასაჯაროვდება და გაზიარდება ეროვნულ დონეზე.

„ევროპის კაბინეტის“ სამუშაო გეგმა ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

ა) ევროკავშრის, როგორც ორგანიზაციის მიზნებისა და პრიორიტეტების გაცნობა.

ბ) ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზნებისა და პრიორიტეტების გაცნობა.

გ) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შინაარსის (ძირითადი მიმართულების) გაცნობა.

დ) მითები და რეალობა ეროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ე) საქართველოსთვის ევროკავშირში სრულყოფილი ინტეგრაციის სიკეთეების შესახებ, ფაქტების დონეზე, ინფორმაციის და თვალსაჩინოების მაქსიმალურად პოპულარული გზით მიწოდება მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

ვ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული გზა - დოკუმენტური ფილმების, ფაქტების, მიმდინარე სიახლეების გაცნობა (Country profiles).

ზ) მიმდინარე სიახლეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. თითოეული მიმართულების ფარგლებში გამართული აქტივობების შედეგად შეიქმნება სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროდუქტები (მაგ: ბუკლეტი, ტრიპლექსი, პოდკასტი).

აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტი გრძელვადიანია და ყოველ ახალ სასწავლო სემესტრში სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს შესთავაზებს ჩვენს სკოლებს.

მიმდინარე სემესტრში დაგეგმილია ათი აქტივობა და ერთი შემაჯამებელი ღონისძიება.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს,  PH International - ს, USAID - ს „სკოლა  - ბიზნესის ფორუმის“ ორგანიზებისთვის, სწორედ ამ პლატფორმაზე მოხდა პროექტის წარდგენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებისთვის სპონსორი კომპანიის დაინტერესება და შესაბამისად, მადლობა სასტუმრო ჰილტონს, პროექტის სრული დაფინანსებისთვის.


პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი

ანა ანუშიძე


Friday, February 24, 2023

მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია - ანა ანუშიძე

 

მასწავლებლის პორტფოლიოს საჯარო პრეზენტაცია

მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაციის ფარგლებში ნაჩვენები და განხილული იქნება:

·        მასწავლებლის პორტფოლიოს მიზნები;

·        მასწავლებლის პორტფპოლიოს შემადგენელი ნაწილები:

Ø პროფესიული განვითარების გეგმა;

 

Ø ჩატარებული და დაგეგმილი ღია და შემაჯამებელი გაკვეთილების გეგმები და რეფლექსიები;

 

Ø მრავალფეროვანი და აქტიტური სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენების ამსახველი მასალა, შესაბამისი შეფასების რუბრიკები და მათი განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუქციები;

 

Ø სასკოლო სასწავლო გეგმები, თემატური მატრიცები, კომპლექსური დავალების ბარათები, კომპლექსური დავალების ბარათები მშობლებისთვის, განმავითარებელი შეფასების რუბრიკები, შეფასების შენახვის ფორმები;

 

Ø  კომპლექსური დავალების ბარათების, მშობლებისთვის განკუთვნილი კომპლექსური დავალების ბარათების, თემატური მატრიცების, შეფასების რუბრიკების, სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნის და განხორციელება - გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუქციები;

 

Ø შემაჯამებელი დავალების ფორმები, შეფასების რუბრიკები და შემაჯამებელი დავალების ანალიზის ფორმები;

 

Ø დაგეგმილი და განხორციელებული სასწავლო პროექტები (საგნობრივი და ინტეგრირებული);

 

Ø განხორციელებული კვლევები:

v პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა;

v სკოლის საჭიროების კვლევა;

Ø ჩემი თანაავტორობით შექმნილი გრიფირებული სახელმძღვანელო;

 

Ø ჩემი შექმნილი დამატებითი სახელმძღვანელოები;

 

Ø მატერიალური და ციფრული ფორმატის სასწავლო რესურსები;

 

Ø ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი მატერიალური და ციფრული ფორმატის სასწავლო რესურსები;

 

Ø საგანმანათლებლო თემატიკაზე შექმნილი და გამოქვეყნებული სტატიები;

 

Ø დაგეგმილი და განხორციელებული სასწავლო ტრენინგები: მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის;

 

Ø ვიდეო კურსები: მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის;

 

Ø სასწავლო რესურსების გაზიარების მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგი;

 

Ø საგანმანათლებლო სტატიების ბლოგი;

 

Ø ჩემს მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის ამსახველი მასალების და ინსტრუქციების გაზიარების მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო გვერდი Facebook - ზე;

 

Ø სხვადასხვა სკოლის და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების გაზიარების მიმზნით შექმნილი საგანმანათლებლო გვერდი Facebook - ზე;

 

Ø საგანმანათლებლო ვიდეო რესურსების გაზიარების მიზნით შექმნილი Youtube არხები;

 

Ø განხორციელებულ და მიმდინარე სწავლა - სწავლების პროცესთან დაკავშირებული რეფლექსიები (თვითრეფლექსია, რეფლექსია კოლეგების, დირექციის, მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან). 


Ø სხვა დოკუმენტები, რომლებიც ასახავს პედაგოგიურ საქმიანობას და მიღწევებს;


პრეზენტაციაზე დასწრებისთვის გამოიყენეთ ბმული

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fteams.microsoft.com%2Fl%2Fmeetup-join%2F19%253adbc2c5063fd840488f310e764dc0b616%2540thread.tacv2%2F1677180630785%3Fcontext%3D%257B%2522Tid%2522%253A%252261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%2522%252C%2522Oid%2522%253A%2522dea851e4-a9cd-4ce8-8b1a-b52c57b28a9e%2522%257D%26fbclid%3DIwAR2e7wHVj4C8w-kJ1oB7aEfAIki7Wx9F1_hvstoECvJC8ULQ4-ZBB3gJ7mQ&h=AT3leroKlcj0JMg7kijcEDWflMqbGK_udwY7LiBei25qMK12drmw3LNf_oobXneulW8kLRTIN23Mi-VJNO0huKNvjczBnfqnPDkv9iyms0En1KHNOqH3LARtARmHBj6hPi7z4A 


Friday, February 17, 2023

სკოლის საჭიროების კვლევის პრეზენტაცია - ანა ანუშიძე

 


სკოლის საჭიროების კვლევის საჯარო პრეზენტაცია

ანოტაცია

სკოლის საჭიროების კვლევის დოკუმენტი მოიცავს ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სკოლის კულტურის და სასწავლო გარემოს  ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდების და აქტივობების ეფექტიანობის დასადგენად, 2020 – 2021 სასწავლო წლის მანძილზე   ჩატარებულული კვლევის აღწერას, მიღებული შედეგების გაანალიზება - განზოგადებას, შემუშავებულ სტრატეგიას და დასკვნებს. 

ამასთან სკოლის საჭიროებების კვლევა წარმოადგენს 2019 – 2020 სასწავლო წლის მანძილზე ჩემს მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ლოგიკურ გაგრძელებას.

იქედან გამომდინარე, რომ კვლევის მიზანია აჩვენოს სწავლა  - სწავლების ყოველდღიური პროცესის ეფექტიანობის ზრდაზე პოზიტიური გავლენის მქონე სკოლის კულტურის და სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის სჭირო მეთოდები და აქტივობები, კვლევა განკუთვნილია როგორც სამიზნე აუდიტორიისთვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, კლასის ხელმძღვანელები და მშობლები), ისე განათლების სფეროში მოღვაწე და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის. 

შესავალი

კვლევის მიზანია დაადგინოს თუ რა მიმართულებით არის ეფექტიანი სკოლის კულტურის[1] და სასწავლო გარემოს[2] ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდების და აქტივობების გამოყენება ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესში.

ამ მიზნით 2020 – 2021 სასწავლო წელი დავგეგმე ისე, რომ ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ჩამერთო სკოლის კულტურის და სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები.

კვლევის პროცესში გამოვიყენე შემდეგი სწავლა - სწავლების მეთოდები:

ა) ტრადიციული და ეფექტიანი მეთოდები: გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, წყაროების ანალიზი, დისკუსია, დებატები, როლური თამაშები, ჯგუფებში და წყვილებში მუშაობა, მონაცემთა დამუშავება, პლაკატების შექმნა, სხვადასხვა ტიპის ტესტები და სავარჯიშოები, ფაზლები, კროსვორდები, ამოცანები დილემური სიტუაციების შესახებ, პრეზენტაციები, მოხსსენებები, ტრენინგები მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროექტები, ინტეგრირებული სასწავლო პროექტები, ფილმების ჩვენება - განხილვა, სასკოლო კონფერენციები, გასვლითი გაკვეთილები.



[1] ყოველდღიური სწავლა - სწავლები პროცესის ეფექტიანად წარმართვის აუცილებელია სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება რომლის საფუძველსაც წარმოადგენს: ურთიერთპატივისცემა, შემწყნარებლობა, თანასწორობა, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემო, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო ჩართულობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტოლერანტობა, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიურობა, უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრება, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინიციატივების წახალისება

[2] ყოველდღიური სწავლა - სწავლები პროცესის ეფექტიანად წარმართვის საჭიროა აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და აფექტური თვალსაზრისით უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა.  

 ბ) ციფრული ინსტრუმენტები, როგორც ახალი და ეფექტიანი მეთოდები: Pressbook, Edmodo, Kahoot, Plickers, Padlet, Power Point Presentation, Screen Recorder.

გ) დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესში აქტიური და ეფექტიანი გზები/პლატფორმები: Teams, Feedc, Zoom, Youtube - არხი, საგანმანათლებლო ბლოგი, ტელე - სკოლის გაკვეთილები, ჩემს მიერ შექმნილი ვიდეო გაკვეთილები და დავალებები, სხვადასხვა ტიპის მრავალჯერადად გამოყენებადი ელექტრონული რესურსები, Facebook საგანმანათლებლო გვერდი.

კვლევის პროცესში გამოვიყენე სწავლა - სწავლების შემდეგი აქტივობები: კლასში მიღებული ქცევის სტანდარტის შემუშავება; საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათით დაბადების დღის მილოცვა; კლასის ლოგოს შექმნა; მიღწევების გაზიარების დღე; გამოწვევებზე საუბრის დღე; მშობლის ინფორმირების დღე; სასწავლო ტრენინგები მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის; კლასის/სკოლის მოვლა - პატრონობის დღე; მოსწავლის / მშობლის / მასწავლებლის / კლასის ხელმძღვანელის / მანდატურის / დირექციის დღე; პროფესიის გაცნობის დღე; საერთაშორისო მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა; ქართველი საზოგადო მოღვაწეების       პუბლიცისტური წერილების გაცნობის და დისკუსიის დღეები;  საინფორმაციო კამპანიის დღე; სასწავლო - საგანმანათლებლო ფილმების ჩვენება - განხილვა; ინტელექტუალური კონკურსი; სპორტული შეჯიბრი; სასწავლო რესურსის შექმნის და გამოფენის დღე; მსოფლიოს ხალხთა კულტურის გაცნობის დღე; ხელნაკეთი ნივთების დამზადება - გამოფენის დღე; ცხობის დღე; საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელების დღე.

კვლევის პროცესის კონტროლის და მიღწევების სწორად გაზომვა - გაანალიზების მიზნით კვლევის პროცესში ვაკვირდებოდი შემდეგ ცვლადებს:

I ცვლადი: ცოდნის გაღრმავების, ჭეშმარიტი სწავლის პროცესი ჩემს მოსწავლეებში, რაც გულისხმობს: ფიქრს მაღალ დონეზე; ღრმა ცოდნას; არსობრივი საუბრების წარმართვას; მიწოდებულ სასწავლო მასალას, შესრულებულ დავალებებსა და რეალურ სამყაროს შორის კავშირის დანახვასა და გამოყენებას.

II ცვლადი:  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ეთიკის, მეწარმეობის, ინიციატივების გამოვლენის და საქმედ ქცევის, დროსა და სივრცეში ორიენტირების, კვლევის, სწავლის სწავლის, დამოუკიდებლად საქმიანობის, პასუხისმგებლიანობის, ისტ - ის გამოყენების უნარების  დასწავლის, განვითარების და პრაქტიკაში გამოყენების პროცესი ჩემს მოსწავლეებში;

III ცვლადი: საკლასო და სასკოლო აქტივობების დროს მოსწავლეთა მოტივაციის, ჩართულობის და ჩართვის ხარისხის დინამიკა;

IV ცვლადი: საშინაო და საკლასო დავალებების შესრულების მოტივაციის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის დინამიკა;

V ცვლადი: შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის და შესრულების ხარისხის დინამიკა;

VI ცვლადი: მშობლების, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორების დამოკიდებულებები, მხარდაჭერა და ჩართულობა ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში;

            აქვე აღვნიშნავ, რომ სწავლა - სწავლების პროცესში ვიყენებდი, როგორც წესი,  შემდეგ მეთოდიკურ მიდგომებს: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვა; თანასწორუფლებიანობა; სიღრმისეული სწავლა; მოტივაციის გაზრდა; დისციპლინა; მოსწავლის ჩართულობა.

            რაც შეეხება საგანმანათლებლო პრინციპებს, ის სრულად არის თანხვედრაში კონსტრუქტივისტულ თეორიასთან და შემდეგგვარია: მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურება; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაშენებით; ცოდნათა ურთიერთკავშირი და ორგანიზება; სწავლის სტრატეგიების დაუფლება და სწავლის სწავლა; დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნების აგება და კავშირი გამიზნულ, მიწოდებულ და ათვისებულ ცოდნასა და უნარებს შორის.

მოლოდინი კვლევის დაწყებამდე, ეფუძნებოდა 2013 – 2020 სასწავლო წლებში ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას როგორც უნივერსიტეტში ისე საჯარო სკოლაში მუშაობიდან გამომდინარე. შესაბამისად მოველოდი, რომ ჩემი სწავლა - სწავლების სტრატეგიის ეფექტიანობა დადასტურდებოდა კვლევის შედეგად.

რაც შეეხება სტრატეგიას, ჩემი სწავლა - სწავლების სტრატეგიის ცენტრალური მიზანია „არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე“ და (ა) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების[1] (ბ) საბაზო საფეხურის სტანდარტის[2] (გ) საშუალო საფეხურის სტანდარტის[3] (დ) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით 2018 – 2024 - განსაზღვრული სტანდარტის[4] დაკმაყოფილება. ამისთვის მოვახდინე რესურსების მობილიზება და დავისახე ამოცანები, რომლების შესრულებაც დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. კვლევის პროცესში გამოვყავი ექვსი ამოცანა და წარმოვადგინე ცვლადების სახით.  აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად კი გამოვიყენე აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდები ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, რომლებიც ავარჩიე და შევიმუშავე კონსტრუქტივისტული თეორიის ჭრილში.



 

[1] ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო, ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელსაც განვითარებული აქვს გონებრივი და ფიზიკური უნარები,  საჭირო ცოდნა, სამოქალაქო ცნობიერება, მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

[2] მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნა, ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა. დამოუკიდებლად სწავლის, შრომის უნარების განვითარება და აქტიურ მოქალაქედ ფორმირება.

[3] სიღრმისეული სწავლით სისტემური ცოდნისაგება. მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, მიღწეული წარმატებების გამოყენებისა და ახალი მატერიალური, ინტელექტუალური სულიერი ღირებულებების შექმნის უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება.

[4]ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018 – 2024  http://ncp.ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis

 კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა

შესავალი-------------------------------------------------------------------------------------- 4

I თავი: საკვლევი თემის მნიშვნელობის მიმოხილვა-----------------------------------  7

II თავი: ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------------------------ 9

III თავი: კვლევის მეთოდები ------------------------------------------------------------- 14

IV თავი: თეორია---------------------------------------------------------------------------- 14

V თავი: კვლევის პროცესი----------------------------------------------------------------- 27

VI თავი: კვლევის შედეგები და მონაცემთა ანალიზი---------------------------------- 53

VII თავი: სტრატეგია------------------------------------------------------------------------56

დასკვნა----------------------------------------------------------------------------------------58

გამოყენებული ლიტერატურის სია--------------------------------------------------------62


პრეზენტაციაზე დასწრებისთვის გამოიყენეთ ბმული
https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3adbc2c5063fd840488f310e764dc0b616%40thread.tacv2/1676628599062?context=%7b%22Tid%22%3a%2261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%22%2c%22Oid%22%3a%22dea851e4-a9cd-4ce8-8b1a-b52c57b28a9e%22%7d


Tuesday, February 14, 2023

 

8 ამოცანა

მათემატიკის

დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის

რესურსი განკუთვნილია როგორც საკლასო, ისე შინ სწავლების პროცესისთვის. თითოეული ტიპის ამოცანას თან ახლავს დეტალური მსჯელობა, თუ როგორ უნდა ამოიხსნას ის. 


მოცემული რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ, ისე დისტანციურ ფორმატში სწავლა - სწავლების პროცესში. ასევე, შესაძლებელია მისი, როგორც მრავალჯერადი თვალსაჩინოების ბარათების გამოყენება.
ანა ანუშიძე,
15 თებერვალი, 2023 წ.











Sunday, February 12, 2023

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია - ანა ანუშიძე



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საჯარო პრეზენტაცია

ანოტაცია

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დოკუმენტი მოიცავს ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენების ეფექტიანობის დასადგენად, 2019 – 2020 სასწავლო წლის მანძილზე ჩატარებულული კვლევის აღწერას, მიღებული შედეგების გაანალიზება - განზოგადებას, შემუშავებულ სტრატეგიას და დასკვნებს. იქედან გამომდინარე, რომ კვლევის მიზანია აჩვენოს სწავლა - სწავლების აქტიური და მრავალფეროვანი მეთოდების ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში გამოყენების ეფექტიანობა, სწავლა - სწავლების პროცესი კი ნებისმიერი სფეროს და პიროვნების განვითარების განუყოფელი ნაწილია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევა განკუთვნილია როგორც სამიზნე აუდიტორიისთვის (მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები) ისე განათლების სფეროში მოღვაწე და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის. 

შესავალი

კვლევის მიზანია დაადგინოს თუ რა მიმართულებით არის ეფექტიანი სწავლა - სწავლების აქტიური და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში. ამ მიზნით 2019 – 2020 სასწავლო წელი დავგეგმე ისე, რომ ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ გეოგრაფიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ჩამერთო აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების შემდეგი მეთოდები: 

ა) ტრადიციული და ეფექტიანი მეთოდები: გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, წყაროების ანალიზი, დისკუსია, დებატები, როლური თამაშები, ჯგუფებში და წყვილებში მუშაობა, მონაცემთა დამუშავება, პლაკატების შექმნა, სხვადასხვა ტიპის ტესტები და სავარჯიშოები, ფაზლები, კროსვორდები, ამოცანები დილემური სიტუაციების შესახებ, პრეზენტაციები, მოხსსენებები, ტრენინგები მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროექტები, ინტეგრირებული სასწავლო პროექტები, ფილმების ჩვენება - განხილვა, სასკოლო კონფერენციები, გასვლითი გაკვეთილები. 

ბ) ციფრული ინსტრუმენტები, როგორც ახალი და ეფექტიანი მეთოდები: Pressbook, Edmodo, Kahoot, Plickers, Padlet, Power Point Presentation, Screen Recorder. 

გ) დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესში აქტიური და ეფექტიანი გზები/პლატფორმები: Teams, Feedc, Zoom, Youtube - არხი, საგანმანათლებლო ბლოგი, ტელე - სკოლის გაკვეთილები, ჩემს მიერ შექმნილი ვიდეო გაკვეთილები და დავალებები, სხვადასხვა ტიპის მრავალჯერადად გამოყენებადი ელექტრონული რესურსები, Facebook საგანმანათლებლო გვერდი. 

 კვლევის პროცესის კონტროლის და მიღწევების სწორად გაზომვა - გაანალიზების მიზნით კვლევის პროცესში ვაკვირდებოდი შემდეგ ცვლადებს: 

 I ცვლადი: ცოდნის გაღრმავების, ჭეშმარიტი სწავლის პროცესი ჩემს მოსწავლეებში, რაც გულისხმობს: ფიქრს მაღალ დონეზე; ღრმა ცოდნას; არსობრივი საუბრების 5 წარმართვას; მიწოდებულ სასწავლო მასალას, შესრულებულ დავალებებსა და რეალურ სამყაროს შორის კავშირის დანახვასა და გამოყენებას. 

II ცვლადი: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ეთიკის, მეწარმეობის, ინიციატივების გამოვლენის და საქმედ ქცევის, დროსა და სივრცეში ორიენტირების, კვლევის, სწავლის სწავლის, დამოუკიდებლად საქმიანობის, პასუხისმგებლიანობის, ისტ - ის გამოყენების უნარების დასწავლის, განვითარების და პრაქტიკაში გამოყენების პროცესი ჩემს მოსწავლეებში; 

III ცვლადი: საკლასო აქტივობების დროს მოსწავლეთა მოტივაციის, ჩართულობის და ჩართვის ხარისხის დინამიკა; 

IV ცვლადი: საშინაო დავალებების შესრულების მოტივაციის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის დინამიკა; 

V ცვლადი: შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის და შესრულების ხარისხის დინამიკა; 

VI ცვლადი: მშობლების, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორების დამოკიდებულებები, მხარდაჭერა და ჩართულობა ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში; აქვე აღვნიშნავ, რომ სწავლა - სწავლების პროცესში ვიყენებდი, როგორც წესი, შემდეგ მეთოდიკურ მიდგომებს: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვა; თანასწორუფლებიანობა; სიღრმისეული სწავლა; მოტივაციის გაზრდა; დისციპლინა; მოსწავლის ჩართულობა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პრინციპებს, ის სრულად არის თანხვედრაში კონსტრუქტივისტულ თეორიასთან და შემდეგგვარია: მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურება; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაშენებით; ცოდნათა ურთიერთკავშირი და ორგანიზება; სწავლის სტრატეგიების დაუფლება და სწავლის სწავლა; დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნების 6 აგება და კავშირი გამიზნულ, მიწოდებულ და ათვისებულ ცოდნასა და უნარებს შორის. მოლოდინი კვლევის დაწყებამდე, ეფუძნებოდა 2013 – 2019 სასწავლო წლებში ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას როგორც უნივერსიტეტში ისე საჯარო სკოლაში მუშაობიდან გამომდინარე. შესაბამისად მოველოდი, რომ ჩემი სწავლა - სწავლების სტრატეგიის ეფექტიანობა დადასტურდებოდა კვლევის შედეგად. 

რაც შეეხება სტრატეგიას, ჩემი სწავლა - სწავლების სტრატეგიის ცენტრალური მიზანია „არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე“ და (ა) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების1 (ბ) საბაზო საფეხურის სტანდარტის2 (გ) საშუალო საფეხურის სტანდარტის3 (დ) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით 2018 – 2024 - განსაზღვრული სტანდარტის4 დაკმაყოფილება. ამისთვის მოვახდინე რესურსების მობილიზება და დავისახე ამოცანები, რომლების შესრულებაც დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. კვლევის პროცესში გამოვყავი ექვსი ამოცანა და წარმოვადგინე ცვლადების სახით. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად კი გამოვიყენე აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდები ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, რომლებიც ავარჩიე და შევიმუშავე კონსტრუქტივისტული თეორიის ჭრილში.

კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა:

შესავალი--------------------------------------------------------------- 4 

I თავი: საკვლევი თემის მნიშვნელობის მიმოხილვა------ 7 

II თავი: ლიტერატურის მიმოხილვა--------------------------- 9 

III თავი: კვლევის მეთოდები ----------------------------------- 14 

IV თავი: თეორია--------------------------------------------------- 14 

V თავი: კვლევის პროცესი--------------------------------------- 27 

VI თავი: კვლევის შედეგები და მონაცემთა ანალიზი--- 53 

VII თავი: სტრატეგია----------------------------------------------56 

დასკვნა---------------------------------------------------------------58 

გამოყენებული ლიტერატურის სია---------------------------62 

კვლევის პრეზენტაციაზე დასასწრებად და ჩართვისთვის გამოიყენეთ ბმული: https://teams.microsoft.com/dl/launcher/launcher.html?url=%2F_%23%2Fl%2Fmeetup-join%2F19%3Adbc2c5063fd840488f310e764dc0b616%40thread.tacv2%2F1676217153877%3Fcontext%3D%257B%2522Tid%2522%253A%252261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%2522%252C%2522Oid%2522%253A%2522dea851e4-a9cd-4ce8-8b1a-b52c57b28a9e%2522%257D%26fbclid%3DIwAR2JMmEtpCDB41USAhC5bXZaQJoZiWbrLdG8atc6mwFMqi9HZsoHdCUE0ZY%26anon%3Dtrue&type=meetup-join&deeplinkId=2f2a87fb-bb26-49de-98c2-d83a8c71c1d3&directDl=true&msLaunch=true&enableMobilePage=true&suppressPrompt=true 

ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...