Tuesday, July 20, 2021

ფაქტოგრაფები

 


ფაქტოგრაფები

ფაქტოგრაფები არის თვალსაჩინოება, რომელიც სხვადასხვა დიზაინის გრაფიკული გამოსახულების, სურათის, ცხრილის ერთობლივი გამოყენებით აღწერს ფაქტებს მათი ანალიზის, განზოგადების ან მხატვრული გააზრების გარეშე. 

ფაქტოგრაფები, ისევე როგორც ინფოგრაფიკები და გრაფიკული ორგანიზატორები მოქნილია სწავლა - სწავლების პროცესში გამოყენებისთვის, შეგვიძლია დავამზადოთ ელექტრონულად ან ხელით, შეგვიძლია დავამზადოთ თავად და გამოვიყენოთ როგორც რესურსი - თვალსაჩინოება ან როგორც ერთ - ერთი აქტივობა, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები/სტუდენტები შეასრულებენ და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა დიზაინის მქონე ფაქტოგრაფების რამდენიმე მაგალითს, რომელიც სხვადასხვა სასწავლო პროცესის, პროექტის, ტრენინგის თუ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში შევქმენი.








ანა ანუშიძე

17 ივლისი, 2021 წელი



Thursday, July 15, 2021

ინფოგრაფიკები

 


როგორ გამოვიყენოთ ინფოგრაფიკები ეფექტიანად 

ინფოგრაფიკი არის თვალსაჩინოება, რომელიც სხვადასხვა დიზაინის გრაფიკული გამოსახულების, სურათის, ცხრილის ერთობლივი გამოყენებით აჩვენებს სხვადასხვა სირთულის და შინაარსის პრობლემის, საკითხის, წესის და კანონის არსს.  

ინფოგრაფიკები, ისევე როგორც გრაფიკული ორგანიზატორები მოქნილია სწავლა - სწავლების პროცესში გამოყენებისთვის, შეგვიძლია დავამზადოთ ელექტრონულად ან ხელით, შეგვიძლია დავამზადოთ თავად და გამოვიყენოთ როგორც რესურსი - თვალსაჩინოება ან როგორც ერთ - ერთი აქტივობა, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები/სტუდენტები შეასრულებენ და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა დიზაინის მქონე ინფოგრაფიკის რამდენიმე მაგალითს, რომელიც სხვადასხვა სასწავლო პროცესის, პროექტის, ტრენინგის თუ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში შევქმენი:


















 








ანა ანუშიძე
15 ივლისი, 2021 წელი

Tuesday, July 13, 2021

სწავლების და განვითარების თეორიები

 

სწავლების და განვითარების თეორიები

სწავლების და განვითარების თეორიები - ფანჯრები, რომლებიც გვაჩვენებს გზებს თუ როგორ მივიღოთ და გადავცეთ განათლება განვითარებისთვის.

ასეთი უამრავი ფანჯარაა, მაგრამ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ თეორიებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ სწავლა - სწავლების პროცესში. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ თეორიებში გარკვევა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ცოდნა მხოლოდ მასწავლებლებისა  და ლექტორებისთვის არ არის საკმარისი, ის ნამდვილად უნდა იცოდეს თითოეულმა საკუთარი განვითარების პროცესის ეფექტიანად ორგანიზებისთვის.

მაშ ასე, ქვემოთ მოცემული თითოეული ვიდეო ლექციით გაეცნობით  თითოეული თეორიის  ძირითად პოსტულატებს და პრაქტიკულ რჩევებს სწავლა - სწავლების პროცესში გამოყენებისთვის.


ü  კონსტრუქტივიზმი, ძირითადი პრინციპები 

https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8 

ü  ალბერტ ბანდურას სოციალური დასწავლის თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=yimyAZh5QXU 

ü  ჯერომ ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=yaztSz6vhaQ 

ü  ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=3ZAWnVf16hQ 

ü  ბენჯამენ ბლუმის განათლების მიზნების ტაქსონომია 

https://www.youtube.com/watch?v=KJTsDQ1d7ZI 

ü  ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული განვითარების თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=LcJ93Vcm6vo 

ü  დევიდ პერკინსის "პანდორას კითხვები" და „თეორია ერთი“ 

https://www.youtube.com/watch?v=iZ48PLeAIjs 

ü  კარლ როჯერსი და აბრაამ მასლოუ, ჰუმანისტური თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=jZukyr1snKo

ü  ბერას ფ. სკინერი, ბიჰევიორიზმი 

https://www.youtube.com/watch?v=cNuPO78T4Is

ü  ლორენს კოლბერგის მორალური განვითარების თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=HX2qyAsKQDI 

ü  დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=mk844ooUcpc

ü  ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია 

https://www.youtube.com/watch?v=tuKwImxTwmE

ü  მეტაკოგნიცია 

https://www.youtube.com/watch?v=mPPZGLa0K6Y 

ü   ჯონ დიუის სკოლა - ლაბორატორია და პროგრესული განათლების პრინციპები 

https://www.youtube.com/watch?v=Ivr-hdpgJso 

ü  მარია მონტესორის სკოლა და სწავლების მეთოდები 

https://www.youtube.com/watch?v=uT96khh26mQ 


ანა ანუშიძე
13 ივლისი, 2021 წელი

გრაფიკული ორგანიზატორები

 


როგორ გამოვიყენოთ გრაფიკული ორგანიზატორები ეფექტიანად

გრაფიკული ორგანიზატორი არის თვალსაჩინოება, რომელიც სხვადასხვა დიზაინის გრაფიკული გამოსახულების გამოყენებით აჩვენებს კონკრეტული პრობლემის ან საკითხის არსს, აზროვნების პროცესს, არგუმენტებს და დასკვნებს.  

გრაფიკული ორგანიზატორები მოქნილია სწავლა - სწავლების პროცესში გამოყენებისთვის, შეგვიძლია დავამზადოთ ელექტრონულად ან ხელით, შეგვიძლია დავამზადოთ თავად და გამოვიყენოთ როგორც რესურსი - თვალსაჩინოება ან როგორც ერთ - ერთი აქტივობა, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები/სტუდენტები შეასრულებენ და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.

მაშ ასე ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც სხვადასხვა სასწავლო პროცესის, პროექტის, ტრენინგის თუ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში შევქმენი: 


































ანა ანუშიძე

13 ივლისი, 2021 წელი









სამოქალაქო განათლება

 


სამოქალაქო განათლება

სამოქალაქო განათლება არის ის განათლება, რომელიც ადამიანებს აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, საზოგადოებად რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე და საკუთარ ქვეყანაზე.

სამოქალაქო განათლება არის: მოქალაქეობის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საზოგადოების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, ეფექტიანი კომუნიკაციის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, საბაზრო ეკონომიკის და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

სამოქალაქო განათლებაა საძირკველი თანამედროვე საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. სამოქალაქო განათლების მიღება ღრმა ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს და ეტაპობრივად ავითარებდეს ბავშვის მოქალაქეობრივ ცნობიერებას. სწორედ იმიტომ, რომ სამოქალაქო განათლება არის ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოების და სახელმწიფოებრიობის არსებობის საფუძველი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად აუცილებელია არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების გამოყენება და მიზნობრივი, გამოწვევების დაძლევაზე ორიენტირებული პროექტების და ცალკეული აქტივობების განხორციელება.

დღეს ძალიან ნათლად წერია, რომ ზოგადი განათლების მიზანია სათანადო ცოდნით, გონებრივი და ფიზიკური უნარებით აღჭურვილი, სამოქალაქო ცნობიერების მქონე თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელსაც სრულად აქვს გააზრებული ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო, ლიბერალურ - დემოკრატიული ღირებულებები და მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია აღზარდოს წიგნიერი, ეთიკური, პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, დროსა და სივრცეში ორიენტირების, მეწარმეობის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის, სწავლის სწავლის, დამოუკიდებლად საქმიანობის, ინიციატივების გამოვლენის და საქმედ ქცევის უნარები.

საგნობრივი სტანდარტი - სამოქალაქო განათლებაში, ანუ ის რაც სიღრმისეულად უნდა გაიაზროს ყველა მოსწავლემ სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში განხორციელებული სწავლა - სწავლების პროცესის შედეგად არის:

Ø  საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია);

Ø  საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;

Ø  საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;

Ø  დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.

Ø  მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;

Ø  მომავალი პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გააზრება;

Ø  ასაკის შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების (მაგ., პირადი ფინანსების დაგეგმვა და პასუხისმგებლობით განკარგვა) გამოვლენა.

Ø  სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;

Ø  საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება;

Ø  მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება;

Ø  ცხოვრებისეულ და საგანგებო (ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება;

Ø  სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა (ინფორმაციის მოპოვება, ლობირება, ადვოკატირება, ადვოკატირების გზით ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი);

Ø  საკუთარი გადაწყვეტილებების/ შეხედულებების უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების კონვენცია) საფუძველზე დასაბუთება.

ამ მიზნების მიღწევაში ჩვენ სამოქალაქო განათლების სწავლა - სწავლების ხარისხის განვითარება დაგვეხმარება. ჩვენ გვჭირდება მაღალი ხარისხის, შედეგის დადგომაზე ორიენტირებული საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო  მუშაობა.

 

ანა ანუშიძე

12 ივლისი, 2021 წელი


წინსვლა

 


წინსვლა

სტანდარტის მიმართ ყოველთვის არაერთგვაროვანი განწყობები და დამოკიდებულებებია. ერთი მხრივ სტანდარტის არსებობა განიხილება ხარისხის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ერთ - ერთ ინსტრუმენტად, მეორე მხრივ, კი მკაცრ ჩარჩოდ, ყალიბად, რომელიც უკეთესი ალტერნატივების შექმნას და განითარების პროცესს აფერხებს. რეალურ ცხოვრებაში, სხვადსხვა სფეროში არსებობს როგორც ხარისხის შენარჩუნება-განვითარებაზე ორიენტირებული, ისე  განვითარების შემზღუდველ ჩარჩოდ ქცეული სტანდარტები.

შეიძლება სტანდარტი ხელს უწყობდეს სფეროს განვითარებას?

შეიძლება, თუ თავად სტანდარტებიც ვითარდებიან, იცვლებიან და ერგებიან თანამედროვე გამოწვევებს. არ უნდა მოვერიდოთ, პირიქით ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ ახალი და უკეთესი ალტერნატივების შემუშავებას, ამ გზით სტანდარტები მუდმივად მზარდი, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული იქნება. ამგვარი სტანდარტები დაგვეხმარება განვითარებაში.

რა უშლის ხელს ცვლილებებს?

თანამედროვე მსოფლიოში სადაც, სწრაფი ტემპით ვითარდება ყველა სფერო, გარემოსთან ადაპტირება ერთ - ერთი მნიშვნელვანი უნარია.  ჩვენ უნდა განვივითაროთ ადაპტირების და ცვლილებების განხორციელების უნარები ჩვენივე წინსვლისთვის. იმისთვის რომ ცვლილებებმა სფეროს განვითარებას შეუწყოს ხელი მათი დაგეგმვის, გაცნობის, განხორციელების, ეტაპობრივი და საბოლოო შედეგების შეფასების, და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა - განხორციელების გზაზე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

განვითარების მომტანი ცვლილება გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

ü  ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებებს და წინ უძღვოდეს განვითარების პროცეს.

ü  ეფუძნებოდეს უკვე არსებული პრაქტიკის და გამოცდილების მოკვლევის და გააზრების შედეგად გამოტანილ დასკვნებს.

ü  ეფუძნებოდეს თანამედროვე გამოწვევების და სფეროში წარმატებული სხვადასხვა ქცეყნების პრაქტიკების მოკვლევის და გააზრების შედეგად გამოტანილ დასკვნებს.

ü  ცვლილების დაგეგმვა უნდა მოხდეს დარგის ექსპერტების და საკითხით დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით.

ü  ცვლილებების განხორციელების ტემპი უნდა დაეფუძნოს იმ შესაძლებლობებს, უნარებს და გამოცდილებას რომლებიც აქვს მათ ვინც უშუალოდ უნდა ჩაერთოს და განახორციელოს ცვლილება.

ü  აუცილებელია მკაფიო, სიცოცხლისუნარიანი და მიღწევადი  მიზანი და მიზნის მიღწევის ასეთივე მკაფიო და ნათელი გზა.  ამ გზაზე მაქსიმალური და მაღალკვალიფიციური  მხარდაჭერა, მონიტორინგის მოქნილი მექანიზმი და ვალიდური ინდიკატორები პროგრესის მართვისთვის.

როგორი ქმედებები და განწყობები უშლის ხელს ცვლილებების აღსრულებას?

Ø  „პოზიტიური“ - როდესაც მიესალმებიან ცვლილებებს, მაგრამ არ ერთვებიან და არ ახორციელებენ მათ.

Ø  „უნიკალური“ - განწყობა, რომლის მიხედვითაც არასდროს არავითარი ცვლილება არ არის კარგი.

Ø  „ყველაზე ბოლო ვიქნები“ - განწყობა, რომლის მიხედვითაც ჯერ სხვებმა, ყველა დანარჩენმა უნდა განახორციელოს ცვლილება და ბოლოს, თუ სხვა გზა აღარ იქნება თავადაც ჩაერთვება პროცესში.

Ø  „მეტი დრო მჭირდება შესწავლისთვის“ - თითქოს რაციონალური „საპატიო და ანგარიშგასაწევი“ საბაბი ცვლილების განხორციელებისგან თავის არიდების მიზნით.

Ø  „ცვლილების განხორციელება გამოიწვევს დამატებით ხარჯებს“ - კიდევ ერთი თითქოს მზრუნველი პოზიცია, ცვლილებების განხორციელებისგან თავის არიდების გამართლებისთვის.

Ø  „ინკრემენტული პოზიცია“ - როდესაც მხოლოდ ის ცვლილებებია მისაღები რომლებიც ყველა იმ კომპონენტს შეიცავს რაც წინა ცვლილებებში იყო გათვალისწინებული.

სტანდარტები ყველა სფეროში საჭიროებს განვითარებას, იმისთვის რომ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ და წინსვლის საშუალებები მოიტანონ. ცვლილებები აუცილებელია და მიუხედავად იმისა, რომ, ზემოთ ჩამოთვლილი ბარიერებად ქცეული განწყობების გადალახვა ერთი შეხედვითაც ჩანს რომ საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა, მაინც არსებობს გზა, რაც გულისხმობს საზოგადოების და პირველ რიგში კონკრეტულ სფეროში მოღვაწე და სფეროთი დაინტერესებული მხარეების გაერთიანებას რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ცვლილებების განხორციელებისთვის რაც შედეგად მოიტანს განვითარებას.

ანა ანუშიძე

11 ივლისი, 2021 წელი


ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...