სასკოლო კულტურის როლი
სწავლა - სწავლების პროცესში
როგორ შევქმნათ პოზიტიური
სასკოლო კულტურა?
სკოლა, საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს უნდა
პასუხობდეს. სკოლა უნდა ზრუნავდეს თითოეული მოსწავლის ღირსეულ, პასუხისმგებლიან, თანამედროვე,
კონკურენტუნარიან, შემოქმედებით, სათანადო ზოგადი განათლებით და შესაბამისი უნარებით
აღჭურვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. მაგრამ
ამ მიზნის მიღწევისთვის გამართულ სასწავლო პროგრამებთან, მრავალფეროვან და ეფექტიან
სასწავლო რესურსებთან, მოსწავლეთა საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებულ და თაანმედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ
სასწავლო ინფრასტრუქტურასთან ერთად აუცილებელია საერთო მიზნის მიღწევისთვის მოტივირებული
სასკოლო საზოგადოება. სასკოლო საზოგადოება, რომელის თითოეულ წევრს გააზრებული აქვს,
ესმის და კეთილსინდისიერად შეაქვს საკუთარი წვლილი, სკოლის მიზნების მიღწევის, გამოწვევების
დაძლევის და განვითარების საქმეში. სწორედ ასეთი სასკოლო საზოგადოება შეგვიძლია მოვიაზროთ
იმ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას პოზიტიური, ურთიერთპატივისცემაზე და თანამშრომლობაზე
დაფუძნებული სასკოლო კულტურა.
იმისთვის რომ ნათლად გამოვკვეთოთ სასკოლო კულტურის როლი
სწავლა - სწავლების პროცესში რამდენიმე ფუნდამენტურ შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი.
პირველ რიგში რა
არის სასკოლო კულტურა? ეს არის სკოლის ყოველდღიური ცხოვრების წესი. იმ რწმენის,
აღქმების, ურთიერთობების, დამოკიდებულებების, დაწერილი და დაუწერელი წესების ერთობლიობა,
რომლებიც ძერწავს და გავლენას ახდენს სკოლის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო
ყველა ასსპექტზე.
როგორი მახასიათებლებით
გამოირჩევა პოზიტიური სასკოლო კულტურა? მყარი ღირებულებების სისტემით, ქცევის მდგრადი წესებით,
ურთიერთპატივისცემით, ურთიეთდახმარებაზე ორიენტირებულობით, ნდობით, გამოცდილებისა და
ხედვების გაზიარების ჩვევით, ერთმანეთის წარმატების საერთო წარმატებად აღქმის უნარით,
გამოწვევების დაძლევაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილით, შედეგზე ორიენტირებული
შეთანხმებული და თანმიმდევრული ქმედებებით, პოზიტიური კომუნიკაციით.
როგორია პოზიტირი სასკოლო
კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში? პირველი ეფექტი პოზიტიური სასკოლო კულტურისა არის სასკოლო
საზოგადოების თითოეულ წევრში სიმშვიდის, სტაბილურობის, დაცულობის განცდა. სასკოლო საზოგადოების
წევრები რწმუნდებიან რომ , ერთი მხრივ, მათი
შრომა, მონდომება, ინიციატივიანობა, კეთილსინდისიერება, თანამშრომლობისთვის
მზაობა, წარმატება სათანადოდ იქნება მიღებული და ღქმული სკოლის საზოგადოების დანარჩენი
წევრების მიერ, ხოლო, მეორე მხრივ, ნებისმიერი სირთულე და გამოწვევა დაძლევადია სკოლის
საზოგადოების დანარჩენი წევრების მხარდაჭერით და თანამშრომლობით.
დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც სკოლაში სწავლობს ან მუშაობს,
ასეთ სტაბილურ, ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში მაღალი მოტივაციითა და ეფექტიანობით შეძლებს
საკუთარი თავის განვითარებას, მრავალფეროვანი
და სარგებლის მომტანი პროექტებისა და ინისციატივების განხორციელებას, სხვადსხვა ფორმისა
და შინაარსის რესურსების შექმნას, ამ გზით მთლიანად სკოლის და ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას.
პოზიტიურ სასკოლო კულტურას შეუძლია განვითარებაზე ორიენტირებული
სტაბილური და ჯაბსაღი გარემოს შექმნა სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის,
ამიტომ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის
ინტერესებშია მისი შენება და დაცვა.
როგორ შევქმნათ პოზიტიური
სასკოლო კულტურა? მთავარი გამოწვევა არის იმის გააზრება, რომ სასკოლო
კულტურა იქმნება სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის მიერ სკოლის დირექტორის ლიდერობით
და პირადი მაგალითით. პოზიტიური სასკოლო კულტურის შექმნისთვის აუცილებელი ამ წინაპირობის
გააზრების შემდეგ, საჭიროა უკვე არსებული კულტურის - ანუ სკოლის ყოველდღიური ცხოვრების
წესის ობიექტური შეფასება. როგორ შევაფასოთ
სკოლის კულტურა? დავაკვირდეთ და გულწრფელად ვუპასუხოთ რამდენიმე საკვანძო შეკითხვას:
v როგორ მიმდინარეობს სწავლა - სწავლების პროცესი?
v რა მთავარი გამოწვევებია ყოველდღიური სწავლა - სწავლების
პროცესის მიმდინარეობის დროს?
v როგორია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება?
v რამდენად არიან მოსწავლეები ჩართულები ყოველდღიურ სწავლა
- სწავლების პროცესში?
v რამდენად არიან ჩართულები მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში?
v რამდენად ხშირად იმართება სკოლაში სხვადასხვა ტიპის
მოტივაციის ასამაღლებელი და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პოზიტიური გარემოს შენარჩუებაზე
ორიენტირებული აქტივობები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მანდატურებისთვის,
მშობლებისთვის?
v რამდენად არის სასკოლო საზოგადოება ჩართული თემის/საზოგადოების
საჭირობების კვლევისა და მოგვარების პროცესში სხვადასხვა აქტივობების გზით?
v რამდენად არიან ჩართულები მშობლები სასკოლო ცხოვრებაში?
v როგორია მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი დისციპლინური დარღვევების
ხასიათი?
v როგორ ახერხებს სკოლა დისციპლინური დარღვევების პრევენციას
და მოგვარებას?
v როგორია სკოლის საორგანიზაციო კულტურა?
v რამდენად ეფექტიანად ხდება სიახლეების დანერგვა?
v როგორ ხდება გამოწვევების დაძლევა?
v რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს სასკოლო სივრცეში
სკოლის საზოგადოების წევრები?
v როგორ ხდება სასკოლო საზოგადოებაში ახალი წევრების მიღება?
v როგორ ზრუნავს სკოლა მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების
დაკმაყოფილებაზე და განვითარებაზე?
v რამდენად ხშირად უზიარებენ მასწავლებლები ერთმანეთს
გამოცდილებას, ხედვებს, იდეებს?
v როგორ ხდება სკოლის საზოგადოების თითოეული წევრის მიერ
მიღწეული წარმატების აღნიშვნა?
v რა რიტუალები, ღირსშესანიშნავი დღეები და ტრადიციული
აქტივობები აქვს სკოლას?
v როგორ თანამშრომლობენ სწავლა - სწავლების მიზნების მიღწევისთვის
მშობლები და მასწავლებლები?
v როგორი საკლასო გარემოა თითოეულ კლასში?
v რამდენად მეგობრულია ურთიერთობი პარალელური კლასების
მოსწავლეებს შორის?
v რამდენად მეგობრულია ურთიერთობები სხვადასხვა საფეხურზე
მყოფ მოსწავლეებს შორის?
v რამდენად ეფექტიანად მუშაობს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა?
v როგორია ძალადობის რისკები სკოლაში?
v რას აკეთებს სკოლის საზოგადოება ძალადობისა და მავნე
ჩვევების პრევენციის მიზნით?
v როგორ და რა სიხშირით ახდენს სკოლა სასკოლო გარემოს
ფიზიკური, აკადემიური, აფექტური და სოციალური სიჯანსაღის პარამეტრების დიაგნოსტირებას?
v რამდენად არის კმაყოფილი მასწავლებელი იმ ძირითადი და
დამატებითი სამუშაოებით რომელსაც ასრულებს სკოლაში?
v რამდენად ითვალისწინებს სკოლა მოსწავლეების, მასწავლებლებისა
და მშობლების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს, იდეებს, რჩევებს, პრეტენზიებს, ინიციატივებს?
v არის სკოლაში ლიდერთა გუნდი, რომელიც თავისი ძირითადი
სასკოლო საქმიანობის პარალელურად ჩართულია სასწავლო გარემოს სიჯანსაღისა და სასკოლო
კულტურის პოზიტიურობის კვლევის საქმეში?
მას შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოთვლილ შკითხვებზე გვექნება
პასუხები, შევძლებთ განვსაზღვროთ როგორია ჩვენი სასკოლო კულტურა, განვსაზღვროთ რისი
მიღწევა გვინდა, რა დროით მონაკეთში, დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები მიზნის მიღწევისთვის
და ინდიკატორები რომლებიც საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ მიღებული ზომების ეფექტიანობის
ხარისხი. რა თქმა უნდა, მთელს ამ რთულ და
შრომატევად პროცესში ჩართული უნდა იყოს სკოლის საზოგადოების ყველა წევრი, რომელსაც
ხელმძღვანელობს სკოლის ლიდერი - დირექტორი საკუთარი პირადი მაგალითით.
სასკოლო კულტურა არის რწმენა, აღქმა, ურთიერთობები,
დამოკიდებულებები, დაწერილი და დაუწერელი წესები, რომლებიც ძერწავს და გავლენას ახდენს
სკოლის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ასსპექტზე. სწორედ ამიტომ, წარმატებული
მოსწავლეებისთვის, წარმატებული მასწავლებლებისთვის, წარმატებული დირექტორებისთვის და
წარმატებული საზოგადოებისთვის გვჭრდება პოზიტიური სასკოლო კულტურა.
ანა ანუშიძე
15 აპრილი 2021 წ.
No comments:
Post a Comment