ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს
იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა და ჩვენი სკოლის პირველმა არჩეულმა ბავშვთა ომბუდსმენმა, გეოგრაფიის, მათემატიკის, ქართული ენის, ინგლისური ენის, რუსული ენის, ბუნებისმეტყველების, სამოქალაქო განათლების მენტორმა მასწავლებელმა ანა ანუშიძემ სასკოლო საზოგადოების და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგინა სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის უფლება - მოვალეობები, დებულება, მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები.
ღონისძიებაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მშობლები და მოსწავლეები, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები და მშობელთა კომიტეტის წევრები.