Friday, June 14, 2024

სსიპ ქ. ბათუმის № 2 საჯარო სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის წლიური ანგარიში




              სსიპ ქ. ბათუმის № 2 საჯარო სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის წლიური ანგარიში


სასწავლო წლის ბოლო დღეს, ჩვენს სკოლაში, სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიშის ფარგლებში შეჯამდა გაწეული სამუშაობი, შექმნილი რესურსები, დანერგილი სიახლეები: საუკეთესო პრაქტიკა საკლასო გარემოს გაჯანსაღებისთვის, წერილი ჩემი სკოლის ბავშვთა ომბუდსმენს. ასევე აღინიშნა აქტუალური საკითხები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, ანგარიშის საპრეზენტაციო მასალა.




აქვე გიზიარებთ ანგარიში პრეზენტაციის ამსახველ ფოტო მასალას.




















14 ივნისი, 2024 წ.





























Thursday, June 13, 2024

წერილი სკოლის ბავშთა ომბუდსმენს

 


წერილი სკოლის ბავშვთა ომბუდსმენს

სსიპ ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლო კვირას მიწერეს წერილი სკოლის ბავშვთა ომბუდსმენს, სადაც ჩაწერეს:

მიმდინარე სასწავლო წელს მომხდარი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ამბები და სურვილები მომავალი სასწავლო წლისთვის.

წერილები მოათავსეს ჩვენს სკოლაში დამონტაჟებულ წერილების ყუთში.

მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულიწერილების ყუთით სარგებლობა მომავალი სასწავლო წლიდან შეეძლება სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს. ყუთი ყოველკვირეულად გაიხსნება და სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი მათ გულდასმით  შეისწავლის.




ანა ანუშიძე
14 ივნისი 2024 წ.












Saturday, June 8, 2024

გზამკვლევი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის

 


რა უნდა იცოდნენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, რომ გაზიარებული პასუხისმგებლობით შეძლონ ეფექტიანი და პოზიტიური წვლილის შეტანა 
სასწავლო პროგრამების განვითარების პროცესში 

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, პირველი და მეორე საფეხურის სასწავლო პროგრამების მიზნები:

1. ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება.

2. პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

3. სტუდენტების და ფართო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი, მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება, რაც გულისხმობს: პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარ - ჩვევების განვითარებას, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

4. სახელმწიფოს განვითარების და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის სათანადო პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

უსდ - ების პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები:

1. საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიზნებთან და სწავლა - სწავლების შედეგებთან.

2. სწავლა - სწავლების მეთოდოლოგიის, ორგანიზების, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა.

3. სტუდენტების მიღწევების გაუმჯობესება და მათთან ინდივიდუალური მუშაობა.

4. სწავლა - სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა.

5. სწავლა - სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობების განვითარება.

უსდ - ის, პირველი საფეხურის, ანუ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი მართვის თავისებურებები ეროვნული კვალიფიკაციის ჩარცოს მე - 6 დონის პროზმაში: 

ა) სტუდენტებისთვის სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ფართო (სრული ზოგადი განათლების შემდგომი) ცოდნის აგებაში მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.

ბ) სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელი შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაჭრისთვის. კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის/ნაშრომის განხორციელება წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად. სფეროსთვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე გამოყენებული მონაცემების ან/და სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი უახლესი მეთოდის გამოყენებით. სათანადო დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამის სოციალურ, სამეცნიერო ან/და ეთიკურ საკითხებს. იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან კომუნიკაცია კონტექსტისთვის შესაბამისი ფორმით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

გ) კომპლექსურ, არაპროგნოზირებად სასწავლო ან/და სამუშაო გარემოში განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა და მასზე პასუხისმგებლობის აღება. საკუთარი საქმიანობის ეთიკის პრინციპების დაცვით განხორციელება. საკუთარი და სხვების უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვის და განხორციელების ხელშეწყობა. საკუთარი შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით განხორციელება.

უსდ - ის, მეორე საფეხურის, ანუ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი მართვის თავისებურებები ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოდან მე - 7 დონის პრიზმაში:

ა) სტუდენტების მხარდაჭერა სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნის აგებასა და მის კრიტიკულ გააზრებაში, რაც მოიცავს სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ზოგიერთ უახლეს მიღწევებს და ქმნის საფუძველს ინოვაციებისათვის, ახალი, ორიგინალური იდეების განვითარებისთვის.

ბ) უცნობ ან მულტიდისციპლინურ გარენოში რთული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება ან/და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. რთული ან არასრული ინფორმაციის (მათ შორის უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, შეფასება და დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები. საკუთარი დასკვნების, არგუმენტების და კვლევების შედეგების წარდგენა, როგორც აკადემიური ასევე პროფესიული საზოგადოებისთვის აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

გ) კომპლექსური არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით. პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა. სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება. საკუთარი სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა. 

იხ. სრული ინფორმაცია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ ბმულზე https://eqe.ge/ka/page/parent/581/umaghlesi-ganatlebis-khariskhis-uzrunvelqofa 

ანა ანუშიძე

9 ივნისი, 2024 წ.






Thursday, June 6, 2024


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიპატარა უფლისწული

დღეს, მასწავლებელს, მთელი სერიოზულობით, მოუწია იმის მტკიცება რომ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ - ს სწავლება სასიკეთო საქმეა და არა საზიანო.

ეს ქეისი უნდა ისწავლებოდეს, როგორც ერთ - ერთი უმძიმესი შემთხვევა.

რით დავეხმაროთ ბავშვს?

6 ივნისი, 2024 წ.

ანა ანუშიძე


 

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...