აღზარდეთ საკუთარი თავი
დაიწყეთ ნათელი აზროვნებით
უპირველესად გაიაზრეთ რომ საკუთარი თავი თავადაც უნდა აღზარდოთ და თქვენ სააზროვნო უნარებზე და მათ განვითარებაზე პასუხისმგებლობა, ზრდასრულ ასაკში მხოლოდ თქვენ გეკისრებათ.
სამწუხაროდ, როდესაც ადამიანს ბავშვობიდან დოგმატური ფრაზები თუ ქცევის პატერნები, აზროვნების ვიწრო და უხეში ჩარჩოები დაუნახავს, გაუგია და აუთვისებია იქ უპოვნია მოჩვენებითი სიმშვიდეც. ჰგონია, ეს არის ჩემი ცხოვრების ყალიბი და, თუ აზროვნების ამ წეს-ჩვეულებით ვივლი, მაგარი ბიჭი/გოგონა ვყოფილვარო.
ასეთი საფუძვლით და რწმენა-წარმოდგენებით გაზრდილი უკვე ზრდასრულ ასაკში თუ მიხვდება, რომ არტახებგადაჭერილმა აზროვნებამ ვერ აპოვნინა სიკეთე. მაგრამ, სხვაგვარად აზროვნება მისთვის უცხოა და რთული, ამიტომ ჰგონია რომ ვერც ვერასოდეს შეძლებს.
თუ სასწაული მოხდა და მის ცხოვრებაში სინათლის სხივი გამოჩნდა, იმ ერთადერთ სინათლის სხივსაც იშორებს, რომელიც სასწაულად მიუცია ღმერთს მისი შველა - ხსნის გასაღებად.
მეხსიერებაში ჩარჩენილი დოგმები სტანჯავს ადამიანის გონებას და გულს, ვეღარ არჩევს ნათელს ბნელისგან, წრფელს ყალბისგან, სპობს საკუთარ მომავალს და ეს ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.
ნათელი და დამოუკიდებელი აზროვნება ქმნის ძლიერ პიროვნებას, ეს ყველაზე
მნიშვნელოვანია რაც ადამიანმა უნდა შეძლოს, რადგან როგორი პროფესიონალიც არ უნდა გახდეს,
შრომისმოყვარე, წარმატებული, მთავრი მაინც ნათლად და დამოუკიდებლად აზროვნება და შესაბამისი
გადაწყვეტილებების მიღებაა რადგან, საკუთარი და სხვისი ღირსების კეთილგონიერად დანახვა
და დაფასება ადამიანის კეთილდღეობის და ბედნიერების გასაღებია.