ვისწავლოთ კითხვა
სასწავლო რესურსი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის
პირველი კლასი ყველა
მოსწავლის სასწავლო ცხოვრებაში დიდი გამოწვევაა, რაც იწყება სასკოლო საზოგადოების გაცნობით,
მასთან ადაპტაციით და გრძელდება სხვადასხვა საგნის ფარგლებში, ახალი თეორიული ცოდნისა
და პრაქტიკული უნარის დასწავლით.
ამ გზაზე, დიდი
მნიშვნელობა აქვს რამდენად სხარტად, ეფექტიანად და გრძელვადიანად დაისწავლიან მოსწავლეები
მშობლიური ენის თითოეული ასოს კითხვას და წერას.
სწორედ ამ მიზნით,
გთავაზობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სახელმძღვანელოს მიხედვით მომზადებულ სასწავლო
რესურსს, რომელიც ნათლად დაანახებს და დაეხმარება პირველი კლასის მოსწავლეს მარცვლების
ამოკითხვასა და მარცვლების გაერთიანებით სიტყვების აწყობაში.
ქვემოთ წარმოდგენილია
სასწავლო რესურსი, შვიდ ნაწილად:
მოცემული რესურსი,
შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჩვეულებრივი, ისე დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესში,
როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი გამოჭრილი/დასკანერებული ფორმით.
ანა ანუშიძე
9 ნოემბერი,
2021 წელი.
No comments:
Post a Comment