სწავლა - სწავლების ფორმები
სწავლა-სწავლების
პროცესი მოიაზრებს მოსწავლის აკადემიურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ, ფიზიკურ გავითარებას. შესაბამისად, მოსწავლეს განათლებულ პიროვნებად აყალიბებს:
სკოლა, ცხოვრებისეული გამოცდილება, სკოლის მიღმა განხოციელებული სწავლა - განვითარებაზე
ორიენტურებული აქტივობები. შესაბამისად, გვაქვს სამი ძირითადი ფორმის სწავლება: ფორმალური განათლება (Formal Education) შინ სწავლება (Informal Education) და არაფორმალური განათლება (Non-formal Education).
ფორმალური
განათლება - გულისხმობს სწავლას წინასწარ
განსაზღვრული პროგრამით და შესაბამისი კურიკულუმით. ფორმალური სწავლება სრულად სტრუქტურირებულია,
ხორციელდება სასწავლო დაწესებულებაში, საკლასო სივრცეში, შესაბამისი კვალიფიკაციის
მქონე მასწავლებლების მიერ, შესაბამისად ამ ფორმის განათლების მიღებისთვის, იმ ქვეყნებში,
სადაც სწავლის საფასური სრულად ან ნაწილობრივ არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, მისი
გადახდა უნდა უზრუნველყოს მშობელმა ან მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა. ფორმალური სწავლა - სწავლების პროცესში აქტიურად
გამოიყენება: ციფრული ინსტრუმენტები, კლასგარეშე აქტივობები, შეჯიბრებები, სხვადასხვა
ფორმატის და მიზნის გამოცდები. ფორმალური განათლების
უპირატესობად შეგვიძლია აღვნიშნოთ: საერთო მიზნების მიღწევისთვის ნაცადი ხერხების გამოყენება,
მოსწავლეების ინტეგრირება სოციუმში და შესბამისი სოციალური უნარების სწავლა - განვითარება.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთო მიზნებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე ნაკლებად
ხდება თითოეული მოსწავლის ინტერესის გათვალისწინება სწავლა - სწავლების პროცესში, სწავლა
ფასიანია (კერძო სკოლებში და იქ სადაც სახელმწიფო არ ან ნაწილობრივ აფინანსებს მოსწავლის
სწავლა - სწავლების პროცესს) და სამწუხაროდ ხშირია სოციალური ერთობისთვის დამახასიათებელი
საფრთხეები: ბულინგი, მობინგი.
შინ
სწავლება - მიზნად ისახავს მოსწავლისთვის
ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას, რაზეც ძირითადად მშობლები ზრუნავენ. ამ ტიპის
განათლება არ არის დამოკიდებული სახელმძღვანელოების გამოყენებასა და თეორიული ცოდნის
მიღებაზე, ის მოიცავს მაგალითად ისეთი უნარების დასწავლა - განვითარებას, როგორიც არის:
მანქანის მართვა, კერძის მომზადება, კერვა, სხვადასხვა ტიპის ხელსაქმე, ცხოველების/ფრინველების
მოვლა, შინამეურნეობის გაძღოლა და ა.შ. შინ სწავლების - მთავარი მახასიათებელია:
მეგობრულ გარემოში გამოცდილების გაზიარებით უნარების სწავლა, ცოდნის მიღება და ამ გზით
ზრდასრული ცხოვრებისთვის მომზადება. უნდა აღვნიშნოთ, რომ შინ სწავლება გამოირჩევა ბუნებრიობით
და ცოდნა-უნარების მრავალფეროვანი წყაროებიდან მიღება-გადაცემით. შინ სწავლებას აქვს
უარყოფითი მხარეც: არ ხდება პროფესიონალი მასწავლებლის მიერ სწავლა - სწავლების პროცესის
წარმართვა და შესაძლოა აუცილებლად შესასწავლი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხების
გამოტოვება, რამაც სამომავლოდ უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის განვითარებაზე და სოციალურ
ინტეგრაციაზე. ამასთან, შინ სწავლების დროს არ არის გათვალისწინებული მოსწავლის თანატოლებთან
ურთიერთობები და ეს ართულებს სოციალური უნარების დასწავლა და ასაკის შესაბამისი გამოცდილების
მიღებას.
არაფორმალური
განათლება - არაფორმალური განათლება, გულისხმობს კონკრეტული უნარების
განითარებაზე ორიენტირებული კურსებით სწავლებას. ზრდასრული ცხოვრებისთვის საჭირო უნარების
სწრაფად და ეფექტიანად ათვისებაზე ორიენტირებული კურსების გავლას აქვს წინაპირობა,
კერძოდ მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს ძირითადი საბაზო ფორმალური საგანმანათლებლო
პროგრამა. ჩვენს ქართულ რეალობაში ის შეგვიძლია შევადაროთ პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულბებს, სადაც სწავლის გაგრძელების მსურველებს უნდა ჰქონდეთ მიღებული საბაზო
განათლება სკოლაში.
22
თებერვალი, 2022 წელი
ანა
ანუშიძე