სკოლის საჭიროების კვლევის საჯარო პრეზენტაცია
სკოლის საჭიროების კვლევის დოკუმენტი მოიცავს ყოველდღიური სწავლა -
სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სკოლის კულტურის და სასწავლო
გარემოს ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული
მეთოდების და აქტივობების ეფექტიანობის დასადგენად, 2020 – 2021 სასწავლო წლის
მანძილზე ჩატარებულული კვლევის აღწერას,
მიღებული შედეგების გაანალიზება - განზოგადებას, შემუშავებულ სტრატეგიას და დასკვნებს.
ამასთან სკოლის საჭიროებების კვლევა წარმოადგენს 2019 – 2020 სასწავლო
წლის მანძილზე ჩემს მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ლოგიკურ
გაგრძელებას.
იქედან გამომდინარე, რომ კვლევის მიზანია აჩვენოს სწავლა - სწავლების ყოველდღიური პროცესის ეფექტიანობის
ზრდაზე პოზიტიური გავლენის მქონე სკოლის კულტურის და სასწავლო გარემოს
ფორმირებისთვის სჭირო მეთოდები და აქტივობები, კვლევა განკუთვნილია როგორც სამიზნე
აუდიტორიისთვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, კლასის ხელმძღვანელები და მშობლები),
ისე განათლების სფეროში მოღვაწე და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და ფართო
აუდიტორიისთვის.
შესავალი
კვლევის მიზანია დაადგინოს თუ რა მიმართულებით არის ეფექტიანი სკოლის
კულტურის[1] და
სასწავლო გარემოს[2]
ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდების და აქტივობების გამოყენება
ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესში.
ამ მიზნით 2020 – 2021 სასწავლო წელი დავგეგმე ისე, რომ ყოველდღიურ
სწავლა - სწავლების პროცესში, რომელშიც
აქტიურად მონაწილეობდნენ გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების საბაზო და საშუალო
საფეხურის მოსწავლეები, ჩამერთო სკოლის კულტურის და სასწავლო გარემოს
ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები.
კვლევის
პროცესში გამოვიყენე შემდეგი სწავლა - სწავლების მეთოდები:
ა) ტრადიციული
და ეფექტიანი მეთოდები: გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, წყაროების
ანალიზი, დისკუსია, დებატები, როლური თამაშები, ჯგუფებში და წყვილებში მუშაობა,
მონაცემთა დამუშავება, პლაკატების შექმნა, სხვადასხვა ტიპის ტესტები და
სავარჯიშოები, ფაზლები, კროსვორდები, ამოცანები დილემური სიტუაციების შესახებ,
პრეზენტაციები, მოხსსენებები, ტრენინგები მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროექტები, ინტეგრირებული
სასწავლო პროექტები, ფილმების ჩვენება - განხილვა, სასკოლო კონფერენციები,
გასვლითი გაკვეთილები.
[1] ყოველდღიური
სწავლა - სწავლები პროცესის ეფექტიანად წარმართვის აუცილებელია სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება რომლის საფუძველსაც წარმოადგენს: ურთიერთპატივისცემა, შემწყნარებლობა, თანასწორობა, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემო, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო ჩართულობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტოლერანტობა, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიურობა, უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრება, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინიციატივების წახალისება.
[2] ყოველდღიური სწავლა - სწავლები პროცესის ეფექტიანად წარმართვის საჭიროა აკადემიური,
სოციალური, ფიზიკური და
აფექტური თვალსაზრისით უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა.
ბ) ციფრული ინსტრუმენტები, როგორც ახალი და ეფექტიანი მეთოდები: Pressbook, Edmodo, Kahoot, Plickers, Padlet, Power Point Presentation, Screen Recorder.
გ) დისტანციური
სწავლა - სწავლების პროცესში აქტიური და ეფექტიანი გზები/პლატფორმები:
Teams, Feedc, Zoom, Youtube - არხი, საგანმანათლებლო ბლოგი, ტელე - სკოლის
გაკვეთილები, ჩემს მიერ შექმნილი ვიდეო გაკვეთილები და დავალებები, სხვადასხვა
ტიპის მრავალჯერადად გამოყენებადი ელექტრონული რესურსები, Facebook საგანმანათლებლო
გვერდი.
კვლევის
პროცესში გამოვიყენე სწავლა - სწავლების შემდეგი აქტივობები:
კლასში მიღებული ქცევის სტანდარტის შემუშავება; საკუთარი ხელით დამზადებული
მისალოცი ბარათით დაბადების დღის მილოცვა; კლასის ლოგოს შექმნა; მიღწევების
გაზიარების დღე; გამოწვევებზე საუბრის დღე; მშობლის ინფორმირების დღე; სასწავლო
ტრენინგები მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის; კლასის/სკოლის მოვლა - პატრონობის
დღე; მოსწავლის / მშობლის / მასწავლებლის / კლასის ხელმძღვანელის / მანდატურის /
დირექციის დღე; პროფესიის გაცნობის დღე; საერთაშორისო მნიშვნელობის დღეების
აღნიშვნა; ქართველი საზოგადო მოღვაწეების პუბლიცისტური წერილების გაცნობის და
დისკუსიის დღეები; საინფორმაციო კამპანიის
დღე; სასწავლო - საგანმანათლებლო ფილმების ჩვენება - განხილვა; ინტელექტუალური
კონკურსი; სპორტული შეჯიბრი; სასწავლო რესურსის შექმნის და გამოფენის დღე;
მსოფლიოს ხალხთა კულტურის გაცნობის დღე; ხელნაკეთი ნივთების დამზადება - გამოფენის
დღე; ცხობის დღე; საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელების დღე.
კვლევის პროცესის კონტროლის და მიღწევების სწორად გაზომვა -
გაანალიზების მიზნით კვლევის პროცესში
ვაკვირდებოდი შემდეგ ცვლადებს:
I ცვლადი: ცოდნის გაღრმავების,
ჭეშმარიტი სწავლის პროცესი ჩემს მოსწავლეებში, რაც გულისხმობს: ფიქრს მაღალ დონეზე;
ღრმა ცოდნას; არსობრივი საუბრების
წარმართვას; მიწოდებულ სასწავლო
მასალას, შესრულებულ დავალებებსა და რეალურ სამყაროს შორის კავშირის დანახვასა და გამოყენებას.
II ცვლადი: კრიტიკული
და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის,
ეთიკის, მეწარმეობის, ინიციატივების გამოვლენის და საქმედ ქცევის, დროსა და
სივრცეში ორიენტირების, კვლევის, სწავლის სწავლის, დამოუკიდებლად საქმიანობის,
პასუხისმგებლიანობის, ისტ - ის გამოყენების უნარების დასწავლის, განვითარების და პრაქტიკაში გამოყენების
პროცესი ჩემს მოსწავლეებში;
III ცვლადი: საკლასო და სასკოლო აქტივობების
დროს მოსწავლეთა მოტივაციის, ჩართულობის და ჩართვის ხარისხის დინამიკა;
IV ცვლადი: საშინაო და საკლასო დავალებების
შესრულების მოტივაციის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის დინამიკა;
V ცვლადი: შემაჯამებელი სამუშაოების
შესრულების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის და შესრულების ხარისხის დინამიკა;
VI ცვლადი: მშობლების, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორების
დამოკიდებულებები, მხარდაჭერა და ჩართულობა ყოველდღიურ სწავლა - სწავლების
პროცესში;
აქვე აღვნიშნავ, რომ სწავლა -
სწავლების პროცესში ვიყენებდი, როგორც წესი, შემდეგ მეთოდიკურ
მიდგომებს: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვა;
თანასწორუფლებიანობა; სიღრმისეული სწავლა; მოტივაციის გაზრდა; დისციპლინა;
მოსწავლის ჩართულობა.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პრინციპებს, ის სრულად არის თანხვედრაში
კონსტრუქტივისტულ თეორიასთან და შემდეგგვარია: მოსწავლეთა შინაგანი ძალების
გააქტიურება; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაშენებით; ცოდნათა
ურთიერთკავშირი და ორგანიზება; სწავლის სტრატეგიების დაუფლება და სწავლის სწავლა;
დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნების აგება და კავშირი გამიზნულ,
მიწოდებულ და ათვისებულ ცოდნასა და უნარებს შორის.
მოლოდინი
კვლევის დაწყებამდე, ეფუძნებოდა 2013 – 2020 სასწავლო წლებში ჩემს
პედაგოგიურ გამოცდილებას როგორც უნივერსიტეტში ისე საჯარო სკოლაში მუშაობიდან
გამომდინარე. შესაბამისად მოველოდი, რომ ჩემი სწავლა - სწავლების სტრატეგიის
ეფექტიანობა დადასტურდებოდა კვლევის შედეგად.
რაც შეეხება სტრატეგიას, ჩემი სწავლა
- სწავლების სტრატეგიის ცენტრალური მიზანია „არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე“ და (ა) ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების[1]
(ბ) საბაზო საფეხურის სტანდარტის[2]
(გ) საშუალო საფეხურის სტანდარტის[3]
(დ) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით 2018 – 2024 - განსაზღვრული სტანდარტის[4]
დაკმაყოფილება. ამისთვის მოვახდინე რესურსების მობილიზება და დავისახე ამოცანები,
რომლების შესრულებაც დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. კვლევის პროცესში გამოვყავი
ექვსი ამოცანა და წარმოვადგინე ცვლადების სახით.
აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად კი გამოვიყენე აქტიური და
მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდები ყოველდღიურ სწავლა - სწავლების
პროცესში, რომლებიც ავარჩიე და შევიმუშავე კონსტრუქტივისტული თეორიის ჭრილში.
[1] ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო, ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების
მქონე თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელსაც განვითარებული აქვს გონებრივი და ფიზიკური
უნარები, საჭირო ცოდნა, სამოქალაქო ცნობიერება,
მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
[2] მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნა, ინტერესებისა და მიდრეკილებების
გამოვლენა. დამოუკიდებლად სწავლის, შრომის უნარების განვითარება და აქტიურ მოქალაქედ
ფორმირება.
[3] სიღრმისეული სწავლით სისტემური ცოდნისაგება. მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის
შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად
მიღების, მიღწეული წარმატებების გამოყენებისა და ახალი მატერიალური, ინტელექტუალური
სულიერი ღირებულებების შექმნის უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება.
[4]ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018 – 2024 http://ncp.ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis
კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა
შესავალი--------------------------------------------------------------------------------------
4
I თავი:
საკვლევი თემის მნიშვნელობის მიმოხილვა----------------------------------- 7
II თავი:
ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------------------------ 9
III თავი:
კვლევის მეთოდები -------------------------------------------------------------
14
IV თავი:
თეორია----------------------------------------------------------------------------
14
V თავი:
კვლევის პროცესი-----------------------------------------------------------------
27
VI თავი:
კვლევის შედეგები და მონაცემთა ანალიზი---------------------------------- 53
VII თავი:
სტრატეგია------------------------------------------------------------------------56
დასკვნა----------------------------------------------------------------------------------------58
გამოყენებული
ლიტერატურის სია--------------------------------------------------------62
No comments:
Post a Comment