Tuesday, February 28, 2023

სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში"

 

სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში

„მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“

პროექტი მიზნად ისახავს სკოლაში „ევროპის კაბინეტის“ დაფუძნებას, რომელიც იმუშავებს სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვადასხვა სასკოლო საზოგადოებების ეტაპობრივად ჩართვით, გააფართოვებს სამიზნე აუდიტორიას.

„ევროპის კაბინეტის“ მუშაობის შედეგად, მოხდება მიზნობრივი აუდიტორიისთვის, მარტივად და ეფექტიანად იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარება საკუთარი დასკვნების გამოტანაში, თუ რა კონკრეტულ სიკეთეს მიიღებს საქართველო, ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად სხვადასხვა სფეროში.

პროექტის ფარგლებში მოხდება ევროინტეგრაციის წარმატებული მაგალითების გაცნობა. ჩატარდება ინტერაქციული ლექციები, მოდელირებები, დისკუსიები. გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება - განხილვა, შეიქმნება სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროდუქტები, რომლებიც გასაჯაროვდება და გაზიარდება ეროვნულ დონეზე.

„ევროპის კაბინეტის“ სამუშაო გეგმა ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

ა) ევროკავშრის, როგორც ორგანიზაციის მიზნებისა და პრიორიტეტების გაცნობა.

ბ) ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზნებისა და პრიორიტეტების გაცნობა.

გ) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შინაარსის (ძირითადი მიმართულების) გაცნობა.

დ) მითები და რეალობა ეროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ე) საქართველოსთვის ევროკავშირში სრულყოფილი ინტეგრაციის სიკეთეების შესახებ, ფაქტების დონეზე, ინფორმაციის და თვალსაჩინოების მაქსიმალურად პოპულარული გზით მიწოდება მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

ვ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული გზა - დოკუმენტური ფილმების, ფაქტების, მიმდინარე სიახლეების გაცნობა (Country profiles).

ზ) მიმდინარე სიახლეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. თითოეული მიმართულების ფარგლებში გამართული აქტივობების შედეგად შეიქმნება სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროდუქტები (მაგ: ბუკლეტი, ტრიპლექსი, პოდკასტი).

აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტი გრძელვადიანია და ყოველ ახალ სასწავლო სემესტრში სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს შესთავაზებს ჩვენს სკოლებს.

მიმდინარე სემესტრში დაგეგმილია ათი აქტივობა და ერთი შემაჯამებელი ღონისძიება.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს,  PH International - ს, USAID - ს „სკოლა  - ბიზნესის ფორუმის“ ორგანიზებისთვის, სწორედ ამ პლატფორმაზე მოხდა პროექტის წარდგენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებისთვის სპონსორი კომპანიის დაინტერესება და შესაბამისად, მადლობა სასტუმრო ჰილტონს, პროექტის სრული დაფინანსებისთვის.


პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი

ანა ანუშიძე


No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...