Friday, June 9, 2023

ბავშვთა უფლებების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება

 


ბავშვთა უფლებების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება
ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში

ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ბავშვთა უფლებების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, ჩვენს სკოლას ეწვია ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციის და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი, იურისტი ბატონი ბაჩი გაბაიძე, რომელმაც წაიკითხა ინტერაქციული ლექცია ჩვენი მოსწავლეებისთვის, ამომწურავად უპასუხა თითოეული მოსწავლის შეკითხვას და მონაწილეობა მიიღო დაგეგმილ აქტივობებში თემებზე:

ადამიანის უფლებები;
სამართლებრივი დოკუმენტები;
ადამიანის ღირსება;
ადამიანის მოთხოვნილებები და საჭიროებები;
დემოკრატიის პრინციპები;
კოლექტიური უფლებები;
სამოქალაქო მონაწილეობის კიბე;
რა არის სამართლებრივი კულტურა;
სამართლის ძირითადი დარგები და სამართალდამცველები;
არასრულწლოვანი და კანონი;

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში, გამოვიყენეთ მულტიმედია რესურსები, დილემური ამოცანები და გავაანალიზეთ სხვადასხვა პრაქტიკული ქეისი. 

ანა ანუშიძე
09.06.2023

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...