სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზენტაცია
ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 29 მარტს მოხდა სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსებასთან დაკავშირებული ღონისძიება.
სასკოლო საზოგადოების და მოწვეული სტუმრების წინაშე წარვადგინეთ სკოლაში
ბავშვთა ომბუდსმენის უფლება - მოვალეობები, დებულება, მიზნები, ამოცანები და სამომავლო
გეგმები.
პრეზენტაცია წარადგინა, აღნიშნული იდეის და დოკუმენტების ავტორმა ანა ანუშიძემ.
სკოლაში განხორციელებულ ფუნდამენტურ კვლევებზე და სკოლის მრავალწლიან გამოცდილებაზე მოხსენება წარადგინა სკოლის პრორექტორმა ქ-მა პირიმზე რურუამ.
ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, ისტორიის მასწავლებელმა ბ-მა ზვიად ჩხენკელმა.
ასევე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ საკოლო საზოგადოების წევრები: მშობლები და მოსწავლეები.
განსაკუთრებული მადლობა მობრძანებულ სტუმრებს:
საქართველოს სახალხო დამცველის, რეგიონულ რწმუნებულს აჭარაში ბ-ნ გიორგი ჩარკვიანს
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ცოტნე ანანიძეს
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსს ბ-ნ ბაკურ ბოლქვაძეს
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის საფინანსო უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების უფროსს ბ-ნ დავით ბერიძეს
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსს ქ-ნ ნაირა აბულაძეს
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის სპეციალისტს ქ-ნ ნონა ტაკიძეს
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის სპეციალისტს ქ-ნ ნატო აბუსელიძეს
No comments:
Post a Comment