გეოგრაფიის კვირეული
თემა: „გეოგრაფიული
ამოცანების ამოხსნა თემატური რუკების გამოყენებით“
საბაზო და საშუალო საფეხურის
სკოლის მოსწავლეებისთვის
სსიპ ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში
16 – 23 დეკემბერი
ჩვენს სკოლაში ჩატარდა
გეოგრაფიის კვირეული, საბაზო და საშუალო საფეხურის (VII, VIII, IX , XII) მოსწავლეებისთვის,
რომლის ფარგლებშიც თითოეული კლასის მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული და მიმდინარე სემესტრში დამუშავებული თემები შეჯამდა სხვადასხვა მასშტაბისა
და თემატიკის გეოგრაფიული რუკების გამოყენებით.
ჩვენი, მიმდინარე სასწავლო
წლის, პირველი გეოგრაფიის კვირეულის თემა იყო „გეოგრაფიული
ამოცანების ამოხსნა თემატური რუკების გამოყენებით“.
ამჯერად, გამოვიყენეთ
საქართველოს და მსოფლიოს: ფიზიკური, პოლიტიკური, კლიმატური, დემოგრაფიული, ნიადაგების,
დაცული ტერიტორიების, მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენებით დაზიანებისა და საშიშროების
რისკის მიხედვით დარაიონების, ღვარცოფული მოვლენებით დაზიანების ხარისხისა და
აქტიურობის რისკის მიხედვით დარაიონების რუკები.
მუშაობის პროცესში ჩვენ გამოვიყენეთ:
v საქართველოს ფიზიკური რუკა, მასშტაბი 1:1 400
000
v საქართველოს ფიზიკური
რუკა, მასშტაბი 1: 100 000 000
v საქართველოს ფიზიკური
რუკა, მასშტაბი 1:500 000
v საქართველოს
პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა, მასშტაბი 1:1 400 000
v საქართველოს
პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა, მასშტაბი 1: 100 000 000
v საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული
რუკა, მასშტაბი 1:500 000
v მსოფლიოს ფიზიკური რუკა,
მასშტაბი 1:100 000 000
v მსოფლიოს ფიზიკური რუკა,
მასშტაბი 1:75 000 000
v მსოფლიოს ფიზიკური რუკა,
მასშტაბი 1:500 000
v მსოფლიოს პოლიტიკური რუკა,
მასშტაბი 1:100 000 000
v მსოფლიოს პოლიტიკური რუკა,
მასშტაბი 1:75 000 000
v მსოფლიოს პოლიტიკური რუკა,
მასშტაბი 1:500 000
კვირეულის ფარგლებში,
მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც დამოუკიდებლად, ისე მცირე და საშუალო ჯგუფებში.
როგორც დამოუკიდებელი, ისე ჯგუფური მუშაობის გამოყენება საშუალებას გვაძლევს (ა)
დავაკვირდეთ მოსწავლის დამოკიდებელ და ჯგუფურ მუშაობას (ბ) ხელი შევუწყოთ მოსწავლის
დამოუკიდებელ მსწავლელ/მკლევრად ჩამოყალიბებსა და გუნდური მუშაობის უნარების
განვითარებას.
ანა ანუშიძე
23 დეკემბერი, 2024 წ.
იხ. გეოგრაფიის კვირეულის
ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო მასალა:
No comments:
Post a Comment