სსიპ
ქ. თბილისის №141 საჯარო სკოლაში
სასწავლო პროექტი
„ბავშვთა უფლებები და მხატვრული ლიტერატურა“
მასწავლებლისთვის განსაკუთრებული სიხარულია როდესაც მისი იდეის გაზიარება ხდება სხვა, ახალ სასკოლო სივრცეში, და ახალი სახით იბადება. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გაგიზიაროთ, იდეა "სკოლის ბავშვთვა ომბუდმსენის" შესახებ გაიზიარა და განსაკუთრებით საინტერესო ფორმატით განახორციელა საქართვლოს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქ-მა ნინო ჯალაღონიამ.
სასწავლო პროექტის მიზანი, რომელიც სამი თვის მანძილზე გრძელდებოდა სსიპ. ქ. თბილისის №141 საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასებში, ბავშთა უფლებების შესახებ მოსწავლეთა სრული ინფორმირება და სიღრმისეული ცოდნის მშენებლობა იყო - შესაბამისი მხატვრული ლიტერატურის დამუშავების, გაანალიზების და მრავალფეროვანი შუალედური და გამამთლიანებელი ახალი სასკოლო სასწავლო რესურსების შექმნის გზით.
სასწავლო პროექტის ფარგლებში სიღრმისეულად მოხდა შესწავლა და დამუშავება შემდეგი საბავშვო მხატვრული ლიტერატურის:
„ცხოვრება და კანონი“ - ილია ჭავჭავაძე
„გიმნაზისტკა“ - ანა სამადაშვილი-კორძაია
„მარიტა“ - გიორგი ლეონიძე
„ბოშები“ - ნოდარ დუმბაძე
„სკოლა - პატარა სახელმწიფო“ - დიმიტრი უზნაძე
„მოგზაურობა აფრიკაში“ - ნუგზარ შატაიძე
„ბიჭი და ძაღლი“ - არჩილ სულაკაური
მოსწავლეებმა გაიცნეს და დაამუშავეს ბავშვთა უფლებების კონვენცია, განიხილეს და იმსჯელეს თითოეული მუხლის მიზეზ-შედეგიანობაზე.
ერთობლივი მუშაობით შექმნეს მრავალფეროვანი შინაარსის, დიზაინის და ფორმატის კომიქსები, ბუკლეტები, ესეები, საბავშვო მოთხრობები და პოსტერები. გასახარია, რომ აღნიშნული რესურსების სასკოლო საზოგადოებაში პრეზენტაციამ ხელი შეუწყო სკოლის მოსწავლეთა დაინტერესებას როგორც ბავშვთა უფლებების გაცნობა - გააზრების, ისე სასწავლო პროექტში განხილული და სხვადასხვა კუთხით წარმოჩენილი მხატვრული ლიტერატურის გაცნობის მიმართულებით.
ჩემი მხრივ, მსურს გამოვხატო აღფრთოვანება ქ-ნი ნინოს და მისი არაჩვეულებრივი
მოსწავლეების შთამაგონებელი შრომის მიმართ და ვუსურვო მრავალი ახალი წარმატება!
საოცრად სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა.
ანა ანუშიძე
30 მარტი, 2025 წ.
No comments:
Post a Comment