როგორ განივივითაროთ ახსნის უნარი
მარტივი სავარჯიშოები
ახსნის უნარი ნებისმიერ სფეროში
მოღვაწე ადამიანისთვის ერთ - ერთი აუცილებლი უნარია. მაინც, რას გულისხმობს ახსნის
უნარი? ეს არის, როგორც საკუთარი, ისე სხვისი
აზრის, შეხედულების, საკითხის, პრობლემის და პრობლემის მოგვარების გზების ნათლად,
ლაკონურად, საინტერესოდ, ეფექტიანად გამოხატვისა და გადმოცემის უნარი.
სასიხარულოა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ეტაპობრივად განვივითაროდ ეს მნიშვნელოვანი უნარი. ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 მარტივ სავარჯიშოს, რომელიც ამ მიმართულებით დიდ დახმარებას გაგვიწევს.
(1) სიტყვის შინაარსის წვდომა
ავირჩიოთ მარტივი სიტყვა,
რომელსაც ერთი შეხედვით განმარტება არ სჭირდება, რადგან ისედაც ნათელი და გასაგებია
მისი მნიშვნელობა. შევეცადოთ, ჩვენს მიერ არჩეული სიტყა ერთი წინადადებით განვმარტოთ. ამ მიზნით, გამოვიყენოთ
მაქსიმუმ 5 სიტყვა.
ავირჩიოთ პრობლემა, სასურველია
არჩევანი შევაჩეროთ რომელიმე აქტუალურ პრობემაზე, და მისი არსი გადმოვცეთ მარტივი სქემის
საშუალებით. სქემის შექმნის დროს გამოვიყენოთ მინიმუმ 10 გრაფა.
ავირჩიოთ ტერმინი, და ვცადოთ მისი განმარტება ჩვენს მიერ შექმნილი ჩანახატის გზით.
ავირჩიოთ თემა, რომელის გაცნობაც გვინდა ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის, და შევქმნათ მხოლოდ კითხვითი წინადადებებისგან შემდგარი თემის პრეზენტაციის გეგმა. ამისთვის, გამოვიყენოთ 5 კითხვითი წინადადება.
ავირჩიოთ პრობლემა, შეიძლება
ეს ის პრობლემა იყოს წინა, მე- 2 დავალებისთვის რომ შევარჩიეთ და ამჯერად ამ პრობლემის მოგვარების
გზის ალგორითმი შევქმნათ. ამისთვის გამოვიყენოთ მაქსიმუმ 5 წინადადება.
აღნიშნული სავარჯიშოები წარმატებით
შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც თვითგანვითარებისთვის, ისე სკოლაში, სამივე საფეხურზე, სწავლა - სწავლების პროცესში და ამით დავეხმაროთ მოსწავლეებს განივითარონ ახსნის უნარი. სწავლა - სწავლების პროცესში, სავარჯიშოების გამოყენებამდე, ბუნებრივია, ჩვენი მოსწავლეების ასაკობრივი
თავისებურებებიდან, შესაძლებლობებიდან, საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მოვახდენთ
სავარჯიშოების შინაარსობრივი ნაწილის ადაპტირებას.
ანა ანუშიძე
24 მაისი, 2021 წელი
No comments:
Post a Comment