კონკურსი
მოტივაცია VS დემოტივაცია
ყოველთვის, როდესაც ვსვამთ კითხვას თუ რატომ არ მიდის
საქმე კარგად ამა თუ იმ სფეროში, რეალურად, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას რამდენად ხშირად
ვართ ობიექტურები და სამართლიანები.
სრულიად მცდარია მოსაზრება, იმასთან დაკაშრებით, რომ
შინაგანი მოტივაცია არ საჭიროებს გარეგანი განმამტკიცებლებით მხარდაჭერას. ეფექტიანი, გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის,
აუცილებელია შინაგანი მოტივაციის მხარდაჭერა, სულ მცირე, იმის აღიარებით, რომ შინაგანი
მოტივაციით დამუხტული მოსწავლე, მასწავლებელი, მანდატური, მშობელი, დირექტორი და შესაბამისად
მათი დაუღალავი, ეფექტიანი და კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომა გვჭირდება და შესაბამისად
აღიარებულია საზოგადოების მიერ.
სხვადასხვა შინაარსის და მასშტაბის კონკურსები, ჩემპიონატები,
შეჯიბრებები სწორედ შინაგანი მოტივაციის გაღვივებისა და განმტკიცებისთვის არის შექმნილი.
ამასთან, კონკურსებს აქვთ საკუთარი მიზნები, კრიტერიუმები, გზავნილები, მაგალითად:
პოპულარიზაცია, ბიზნესის მხარდაჭერა, ფინანსური სარგებელის მიღება და სხვა მრავალი...
იმისთვის, რომ კონკურსმა დანიშნულება გაამართლოს და ხელს უწყობდეს, როგორც სფეროს,
ისე ცალკეული პიროვნებების და საზოგადოების განვითარებას, აუცილებელია კონკურსების მაქსიმალური გამჭვირვალობა.
ყველაზე დიდი დემოტივატორი გაუმჭვირვალე დაუსაბუთებელი
რეზულტატებია. რაც არა მხოლოდ კონკრეტული მონაწილის დემოტივაციას იწვევს, არამედ ზოგადად
კონკურსების მიმართ ნერგავს ნიჰილისტურ განწყობას.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ობიექტური უკუკავშირის მნიშვნელობაზე
და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები, ეს უნდა იყოს რეალობა ყველა
კონკურსის, გასაუბრების, შეჯიბრის ლოგიკური დასასრული, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც
კონკურსს გაცხადებული აქვს არა კომერციული არამედ საზოგადოებრივი მიზნები.
ცხადია, სრული გულუბრყვილობა და გამოცდილების უქოლობაა
მოლოდინი ან მოთხოვნა სრული გამჭვირვალობის ან სამართლიანობისა რომელიმე კონკურსისგან,
მაგრამ, მეტნაკლები ობიექტურობის დაცვა მაინც მნიშვნელოვანია, კონკურსების მიმართ ზოგადი
ნიჰილისტური განწყობის თავიდან ასაცილებლად.
მაშ ასე, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ კონკურსების მიმართ სანდოობა გაიზარდოს და ჭეშმარიტად
საზოგადოებრივი სიკითის მოტანა შეძლოს რომელიმე სფეროში?
უნდა იყოს გაცხადებული:
1)
რა მიზანს
ემსახურება კონკურსი;
2)
ვის შეუძლია
კონკურსში მონაწილეობის მიღება;
3)
როგორ
უნდა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულმა პირმა;
4)
რა კრიტერიუმებით
და როგორ შეფასდება კონკურსანტი სხვადასხვა ეტაპზე;
5)
ვინ აფასებს
კონკურსანტს, ჟიურის თითოეული წევრის შესახებ მოკლე ინფორმაციის მითითებით;
6)
ვინ აფინანსებს
კონკურსს;
7) კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, აპლიკაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული
პირისთვის;
8)
კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;
9)
ყველა
კონკურსანტს, თითოეულ შემდეგ ეტაპზე უნდა მიეწოდოს დროული და ეფექტიანი უკუკავშირი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული კონკურსანტის სამომავლო განვითარებისთვის. გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და სასკოლო საზოგადოების
განვითარებისთვის აუცილებელია დაარსდეს კონკურსები სკოლებისთვის, მოსწავლეებისთვის,
მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მანდატურებისთვის და დირექტორებისთვის.
თითოეული კონკურსის მთავარი მიზანი იყოს ერთი მხრივ, თანამშორმლობა სკოლის შიგნით სასკოლო საზოგადოების
წევრებს შორის, მეორე მხრივ კი თანამშორმლობის
დაწყება და განმტკიცება სკოლებს შორის. ამ ტიპის საქმიანი თანამშრომლობის დამყარების
შედეგად გაჩნდება შესაძლბელობების ახალი პლატფორმა სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის თვითრეალიზაციის, ინიციატივების გამოვლენის, ასევე
ხედვების, რესურსების და გამოცდილებების გაზიარებისთვის.
ანა ანუშიძე
16 ივნისი 2021 წელი
No comments:
Post a Comment