კლასის
ხელმძღვანელი, როგორც კლასის ლიდერი მასწავლებელი, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს,
მონიტორინგს უწევს ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესს და პროცესის შედეგებს. ამასთან,
ზრუნავს კლასში ეფექტიანი საკლასო კულტურისა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე.
ამ მიზნით, თანამშრომლობს მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და კლასის ყველა მასწავლებელთან.
პერიოდულად ახდენს შეხვედრების ორგანიზებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან.
სწორედ
კლასის ხელმძღვანელის ეფექტიან მუშაობაზეა დამოკიდებული როგორი საკლასო კულტურა და
სასწავლო გარემო ჩამოყალიბდება კლასში, რაც განაპირობებს კიდეც კლასში სხვადასხვა ტიპის
რთული ქცევის პრევენციას.
კლასის
ხელმძრვანელის პასუხისმგებლობაა თუ როგორ თანამშრომლობენ კლასში მოღვაწე მასწავლებლები
ერთმანეთთან, რამდენად ხშირი და შედეგზე ორიენტირებულია კლასის ხელმძღვანელის ლიდერობით
ორგანიზებული მასწვლებელთა სამუშაო შეხვედრები.
მთავარი
პასუხისმგებლობა მოსწავლეების სასკოლო აღმზრდელობით სამუშაოებზე, რაც გულისხმობს მოსწავლეებთან
და მშობლებთან ერთად ისეთი აქტივობების ჩატარებას და რესურსების დამუშავებას, რაც ხელსშეუწყობს არაძალადობრივი,
ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სწორედ კლასის
ხელმძღვანელს ეკისრება.
კლასის
ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია, როდესაც ეტაპობრივად ახალ საგნებს
და საგნის მასწავლებლებს ეცნობიან მოსწავლეები. ვიდრე ახალი მასწავლებელი პირველ გაკვეთილს
ჩაატარებს, კლასის ხელმძღვანელი მას უნდა გაესაუბრობს იმ საკლასო კულტურისა და სასწავლო
გარემოს შესახებ, რომლებიც დახვდება კლასში. თუ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებულად
ყურადღება მისაქცევი საკითხები მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ კლასის ხელმძღვანელმა
ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მასწავლებელს. შეარჩიოს გასაუბრებისთვის, თანამშრომლობითი
ტონი და დაარწმუნოს, რომ მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ახალ ინიციატივებისა და იდეების
განხორციელებაში. კლასის ხელმძღვანელი ხელს უნდა უწყობდეს ახალი მასწავლებლის, მოსწავლეების
და მშობლების კომუნიკაციას.
კლასის
ხელმძღვანელს, ასევე განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როცა საკლასო საზოგადოებას
ახალი მოსწავლე და შესაბამისად ახალი მშობლები უერთდებიან. სწორედ კლასის ხემძღვანელზეა
დამოკუდებული რამდენად მშვიდობიანად და წარმატებულად გაივლიან ახალი მოსწავლე და მისი
მშობლები ადაპტაციის პროცესს ახალ საკლასო და სასკოლო საზოგადოებასთან.
კლასის
ხელმძღვანელში, როგორც კლასის ლიდერ მასწავლებელში ყველაზე მეტად უნდა გამოიხატებოდეს
მასწავლებლის აღმზრდელობითი ბუნება, რადგან სწორედ ის არის მთავარი ინფორმატორი, აღმზრდელი, მედიატორი, ორგანიზატორი მასწავლებელი.
ანა
ანუშიძე
7 ივნისი, 2021 წელი
No comments:
Post a Comment