სამოქალაქო განათლება არის ის განათლება, რომელიც ადამიანებს
აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, საზოგადოებად რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე
და საკუთარ ქვეყანაზე.
სამოქალაქო განათლება არის: მოქალაქეობის, ადამიანის
უფლებების და თავისუფლებების, საზოგადოების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კრიტიკული
აზროვნების, ლიდერობის, ეფექტიანი კომუნიკაციის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების,
საბაზრო ეკონომიკის და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
სამოქალაქო განათლებაა საძირკველი თანამედროვე საზოგადოების
თითოეული წარმომადგენლის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. სამოქალაქო განათლების მიღება
ღრმა ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს და ეტაპობრივად ავითარებდეს ბავშვის მოქალაქეობრივ
ცნობიერებას. სწორედ იმიტომ, რომ სამოქალაქო განათლება არის ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოების
და სახელმწიფოებრიობის არსებობის საფუძველი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის
ფორმალურ განათლებასთან ერთად აუცილებელია არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების
გამოყენება და მიზნობრივი, გამოწვევების დაძლევაზე ორიენტირებული პროექტების და ცალკეული
აქტივობების განხორციელება.
დღეს ძალიან ნათლად წერია, რომ ზოგადი განათლების მიზანია
სათანადო ცოდნით, გონებრივი და ფიზიკური უნარებით აღჭურვილი, სამოქალაქო ცნობიერების
მქონე თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელსაც სრულად აქვს გააზრებული ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო,
ლიბერალურ - დემოკრატიული ღირებულებები და მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია აღზარდოს წიგნიერი,
ეთიკური, პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,
პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, დროსა და სივრცეში ორიენტირების,
მეწარმეობის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის, სწავლის
სწავლის, დამოუკიდებლად საქმიანობის, ინიციატივების გამოვლენის და საქმედ ქცევის უნარები.
საგნობრივი სტანდარტი - სამოქალაქო განათლებაში, ანუ
ის რაც სიღრმისეულად უნდა გაიაზროს ყველა მოსწავლემ სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში
განხორციელებული სწავლა - სწავლების პროცესის შედეგად არის:
Ø
საკუთარი
შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია);
Ø
საკუთარი
თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;
Ø
საკუთარი
და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;
Ø
დემოკრატიის
პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
Ø
მოკლე და გრძელვადიანი
მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის
საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;
Ø
მომავალი
პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების
გააზრება;
Ø
ასაკის
შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების (მაგ., პირადი ფინანსების დაგეგმვა და პასუხისმგებლობით
განკარგვა) გამოვლენა.
Ø
სამოქალაქო
აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის
პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;
Ø
საზოგადოებისა
და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე
ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება;
Ø
მდგრადი
განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება;
Ø
ცხოვრებისეულ
და საგანგებო (ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების
წესების დაცვით მოქმედება;
Ø
სხვადასხვა
ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა (ინფორმაციის მოპოვება,
ლობირება, ადვოკატირება, ადვოკატირების გზით ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი);
Ø
საკუთარი
გადაწყვეტილებების/ შეხედულებების უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (საქართველოს
კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების კონვენცია)
საფუძველზე დასაბუთება.
ამ მიზნების მიღწევაში ჩვენ სამოქალაქო განათლების სწავლა
- სწავლების ხარისხის განვითარება დაგვეხმარება. ჩვენ გვჭირდება მაღალი ხარისხის, შედეგის დადგომაზე ორიენტირებული
საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო მუშაობა.
ანა ანუშიძე
12 ივლისი, 2021 წელი
No comments:
Post a Comment