წინსვლა
სტანდარტის მიმართ ყოველთვის არაერთგვაროვანი განწყობები
და დამოკიდებულებებია. ერთი მხრივ სტანდარტის არსებობა განიხილება ხარისხის შენარჩუნებისთვის
აუცილებელ ერთ - ერთ ინსტრუმენტად, მეორე მხრივ, კი მკაცრ ჩარჩოდ, ყალიბად, რომელიც
უკეთესი ალტერნატივების შექმნას და განითარების პროცესს აფერხებს. რეალურ ცხოვრებაში,
სხვადსხვა სფეროში არსებობს როგორც ხარისხის შენარჩუნება-განვითარებაზე ორიენტირებული,
ისე განვითარების შემზღუდველ ჩარჩოდ ქცეული
სტანდარტები.
შეიძლება
სტანდარტი ხელს უწყობდეს სფეროს განვითარებას?
შეიძლება, თუ თავად სტანდარტებიც ვითარდებიან, იცვლებიან
და ერგებიან თანამედროვე გამოწვევებს. არ უნდა მოვერიდოთ, პირიქით ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ
ახალი და უკეთესი ალტერნატივების შემუშავებას, ამ გზით სტანდარტები მუდმივად მზარდი,
თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული იქნება. ამგვარი სტანდარტები დაგვეხმარება
განვითარებაში.
რა უშლის ხელს ცვლილებებს?
თანამედროვე მსოფლიოში სადაც, სწრაფი ტემპით ვითარდება
ყველა სფერო, გარემოსთან ადაპტირება ერთ - ერთი მნიშვნელვანი უნარია. ჩვენ უნდა განვივითაროთ ადაპტირების და ცვლილებების
განხორციელების უნარები ჩვენივე წინსვლისთვის. იმისთვის რომ ცვლილებებმა სფეროს განვითარებას
შეუწყოს ხელი მათი დაგეგმვის, გაცნობის, განხორციელების, ეტაპობრივი და საბოლოო შედეგების
შეფასების, და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა - განხორციელების გზაზე სხვადასხვა ფაქტორის
გათვალისწინებაა საჭირო.
განვითარების
მომტანი ცვლილება გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
ü
ეფუძნებოდეს
რეალურ საჭიროებებს და წინ უძღვოდეს განვითარების პროცეს.
ü
ეფუძნებოდეს
უკვე არსებული პრაქტიკის და გამოცდილების მოკვლევის და გააზრების შედეგად გამოტანილ
დასკვნებს.
ü
ეფუძნებოდეს
თანამედროვე გამოწვევების და სფეროში წარმატებული სხვადასხვა ქცეყნების პრაქტიკების
მოკვლევის და გააზრების შედეგად გამოტანილ დასკვნებს.
ü
ცვლილების
დაგეგმვა უნდა მოხდეს დარგის ექსპერტების და საკითხით დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური
ჩართულობით.
ü
ცვლილებების
განხორციელების ტემპი უნდა დაეფუძნოს იმ შესაძლებლობებს, უნარებს და გამოცდილებას რომლებიც
აქვს მათ ვინც უშუალოდ უნდა ჩაერთოს და განახორციელოს ცვლილება.
ü
აუცილებელია
მკაფიო, სიცოცხლისუნარიანი და მიღწევადი მიზანი
და მიზნის მიღწევის ასეთივე მკაფიო და ნათელი გზა. ამ გზაზე მაქსიმალური და მაღალკვალიფიციური მხარდაჭერა, მონიტორინგის მოქნილი მექანიზმი და
ვალიდური ინდიკატორები პროგრესის მართვისთვის.
როგორი
ქმედებები და განწყობები უშლის ხელს ცვლილებების აღსრულებას?
Ø
„პოზიტიური“ - როდესაც მიესალმებიან ცვლილებებს, მაგრამ არ ერთვებიან
და არ ახორციელებენ მათ.
Ø
„უნიკალური“ - განწყობა, რომლის მიხედვითაც არასდროს არავითარი ცვლილება
არ არის კარგი.
Ø
„ყველაზე ბოლო ვიქნები“ - განწყობა, რომლის მიხედვითაც ჯერ სხვებმა, ყველა
დანარჩენმა უნდა განახორციელოს ცვლილება და ბოლოს, თუ სხვა გზა აღარ იქნება თავადაც
ჩაერთვება პროცესში.
Ø
„მეტი დრო მჭირდება შესწავლისთვის“ - თითქოს რაციონალური „საპატიო და ანგარიშგასაწევი“
საბაბი ცვლილების განხორციელებისგან თავის არიდების მიზნით.
Ø
„ცვლილების განხორციელება გამოიწვევს დამატებით ხარჯებს“ - კიდევ ერთი თითქოს მზრუნველი პოზიცია, ცვლილებების
განხორციელებისგან თავის არიდების გამართლებისთვის.
Ø
„ინკრემენტული პოზიცია“ - როდესაც მხოლოდ ის ცვლილებებია მისაღები რომლებიც
ყველა იმ კომპონენტს შეიცავს რაც წინა ცვლილებებში იყო გათვალისწინებული.
სტანდარტები ყველა სფეროში საჭიროებს განვითარებას,
იმისთვის რომ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ და წინსვლის საშუალებები მოიტანონ.
ცვლილებები აუცილებელია და მიუხედავად იმისა, რომ, ზემოთ ჩამოთვლილი ბარიერებად ქცეული
განწყობების გადალახვა ერთი შეხედვითაც ჩანს რომ საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა,
მაინც არსებობს გზა, რაც გულისხმობს საზოგადოების და პირველ რიგში კონკრეტულ სფეროში
მოღვაწე და სფეროთი დაინტერესებული მხარეების გაერთიანებას რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებული
ცვლილებების განხორციელებისთვის რაც შედეგად მოიტანს განვითარებას.
ანა ანუშიძე
11 ივლისი, 2021 წელი
No comments:
Post a Comment