განმავითარებელი შეფასება
განმავითარებელი
შეფასება, შეგვიძლია დანამდვილებით მივიჩნიოთ მომავალზე ორიენტირებულ შეფასებად. სასწავლო
წლის მანძილზე მიწოდებული განმავითარებელი შეფასებები ქმნიან ერთგვარ გზამკვლევს, რომლის
გამოყენებასაც ეყრდნობა მოსწავლის/სტუდენტის წარმატება.
რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის რომ ჩვენს მიერ მომზადებული და მიწოდებული განმავითარებელი შეფასება მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის იქცეს ნამდვილ მხარდაჭერად და გზამკვლევად? სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სტატიის მთავარი შეკითხვა.
მაშ ასე, განმავითარებელმა შეფასებამ მოსწავლის/სტუდენტის განვითარების მიმართულებით ეფექტიანად რომ იმუშაოს,
უნდა იყოს:
1.
ინფორმაციული,
ნათელი და ადრესატისთვის გასაგები ენით დაწერილი.
2.
ჰქონდეს
პოზიტიური შესავალი და დასკვნითი ნაწილი.
3.
პოზიტიურ
შესავალს, სადაც ნაშრომის ძლიერი მხარეები იქნება აღნიშნული, მოსდევდეს ნაშრომის
სუსტი მხარეების აღნიშვნა მათი გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითებით.
4.
ნაშრომის
სუსტი მხარეების გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითების დროს უნდა გავითვალისწინოთ,
რომ ისინი რეალურად შესრულებადი, დაძლევადი იყოს მოსწავლის/სტუდენტის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მიერ შეთავაზებული
გზები მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის მხარდაჭერის
აღმოჩენის ნაცვლად მის დემოტივაციას გამოიწვევს.
5.
ავირჩიოთ
ნაშრომის სუსტი მხარეებიდან ერთ ან რამდენიმე კონკრეტული ორიენტირი და მისი გაუმჯობისთვის
საჭირო რჩევები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეს/სტუდენტს. ერთდროულად ყველა ხარვეზზე ყურადღების გამახვილების
ნაცვლად ერთ ან რამდენიმე პირველი რიგის ამოცანაზე კონცენტრირებით მოსწავლეებს/სტუდენტებს ვაჩვენებთ, რომ შეუძლიათ ხარვეზების აღმოფხვრაზე
დამოუკიდებლად მუშაობა და ნაშრომების და უნარების ხარისხობრივი გაუმჯობესება.
6.
დამოუკიდებლად
მუშაობის შესაძლებობაში მოსწავლის/სტუდენტის დარწმუნებასთან ერთად, ჩვენი მიზანია მოსწავლე/სტუდენტი იმაშიც დავარწმუნოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში
ჩვენ მას დავეხმარებით პროგრესის მიღწევაში.
7.
მნიშვნელოვანია,
რომ განმავითარებელი შეფასება შეგვიძლია გავუზიაროთ მოსწავლეს/სტუდენტს ვერბალური ან წერილობითი სახით.
8.
განმავითარებელი
შეფასება უნდა იყოს დროული და კონფიდენციალური.
9.
განმავითარებელი
შეფასების ეფექტიანობისთვის, სასურველია, ის შესაფასებელი დავალებისა თუ აქტივობის
წარდგენიდან 24 საათში მივაწოდოთ მოსწავლეს/სტუდენტს.
10. ბოლოს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული განმავითარებელი შეფასება სწორად გაიგო და აღიქვა ჩვენმა მოსწავლემ/სტუდენტმა, დავაკვირდეთ მის რეაქციებს, ვუპაუსხოთ მის დამატებით კითხვებს და ჩვენც დავუსვათ დამატებითი შეკითხვები.
როდესაც განმავითარებელი
შეფასებით მოსწავლის/სტუდენტის მიერ შესრულებულ დამოუკიდებელ სამუშაოს და შექმნილ სასწავლო/სამეცნიერო
პროდუქტს ვაფასებთ, ბუნებრივია თითოეული განმავითარებელი კომენტარი ეფუძნება მოსწავლის/სტუდენტის
კონკრეტულ ნამუშევარს და მისი მომზადების პროცესში მის მიერ გამოვლენილ/გამოყენებულ
უნარებს.
რამდენიმე ზოგადი
მაგალითის სახით შეგვიძლია გავეცნოთ და ვიმსჯელოდ ქვემოთ მოყვანილ განმავითარებელ კომენტარებზე:
მაგალითი (ა): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში,
ნათლად იყო წარმოჩენილი (კრიტერიუმი A)
ჩანდა როგორც ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ
„აქტივობა 1“ - ის გზით, ისე შენს მიერ გამოტანილი დასკვნების შედეგად ჩამოყალიბებული
არგუმენტები. შენს მიერ წარმოდგენილ არგუმენტს ამყარებს ის დამატებითი მაგალითები/მტკიცებულებები,
რომლებიც წარმოდგენილია შენს მიერ შექმნილ პროდუქტში...“
მაგალითი (ბ): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში,
არ იყო ნათლად წარმოჩენილი (კრიტერიუმი B)
ნაწილობრივ იყო ნაჩვენები ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ
„აქტივობა 1“ - ის გზით, ნაწილობრივ წარმოჩენილი არგუმენტები არ ქმნიდა არგუმენტირებული
მსჯელობის ლოგიკურ ჯაჭვს. არგუმენტების ნაწილობრივი ჩვენება გამოიხატა იმაში, რომ არ
გქონდა მოყვანილი უტყუარი მტკიცებულება/მაგალითი/სამეცნიერო მოსაზრება/დოკუმენტური
მასალა...“
მაგალითი (გ): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში,
არ იყო წარმოჩენილი (კრიტერიუმი B)
არ იყო ნაჩვენები შენი მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტები, გქონდა
ნახსენები რამდენიმე ფაქტი/მაგალითი/მეცნიერის მოსაზრება/ მაგრამ არ ჩანდა შენი მსჯელობა/მოსაზრება/დამოკიდებულება.
გირჩევ, დაიწყო შენს მიერ მოყვანილ ფაქტს/მაგალითს/მეცნიერის მოსაზრებას შორის მსგავსებისა
და განსხვავების დანახვის მიზნით სააზროვნო სქემის (მაგ: ვენის დიაგრამა, T დიაგრამა...) გამოყენება,
ეს საშუალებას მოგცემს დაინახო კავშირები, აღმოაჩინო განსხვავებულობა და გამოიტანო
შენი, საკუთარი დასკვნები.“
რომ შევაჯამოთ,
ნათელი, მოსწავლის/სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული რჩევებით სრულყოფილი, ობიექტური და მიღწევადი განმავითარებელი
შეფასება ყველაზე დიდი მხატდაჭერაა მოსწავლის/სტუდენტის წინსვლისა და წარმატების გზაზე.
12 დეკემბერი
2021 წ.
ანა ანუშიძე
No comments:
Post a Comment