გეომეტრია, სასწავლო რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის
პირველივე კლასიდან, მოსწავლეები ეცნობიან რამდენიმე გეომეტრიულ ფიგურას: ოთხკუთხედს, სამკუთხედს, წრეს... ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია პირველივე კლასიდან სწორად ავუხსნათ და ვასწავლოთ მაგალითად: რატომ ჰქვია სამკუთხედს სამკუთხედი, რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ფიგურა, რომ ოთხკუთხედი ვუწოდოთ, რა განსხვავებაა წრესა და წრეწირს შორის, რისგან შედგება გეომეტრიული ფიგურები და ა.შ.
სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკები.
მოცემული რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ, ისე დისტანციურ ფორმატში სწავლა - სწავლების პროცესში. ასევე, შესაძლებელია მისი, როგორც მრავალჯერადი თვალსაჩინოების ბარათების გამოყენება.
ანა ანუშიძე
28 იანვარი, 2022 წელი
No comments:
Post a Comment