Saturday, March 19, 2022

თამაშით სწავლების მნიშვნელობა და მაგალითები პრაქტიკიდან

 

 

თამაშით სწავლების მნიშვნელობა და მაგალითები პრაქტიკიდან

"თამაში მიუთითებს ბავშვის გონებრივ აქტივობაზე, თამაში არის ბავშვის ყველა ძალის, აზრის და ფიზიკური აქტივობის გავარჯიშება" ჯონ დიუი
                                                                                                  
მართლაც, თამაში იწვევს სწავლის პროცესში ბავშვის აფექტური (ემოციური) სფეროს ჩართვას რაც ხელს უწყობს თვითგამოხატვას და უზრუნველყოფს სამყაროს შემეცნებას.

როგორც დიმიტრი უზნაძე ამბობს: "პირველად სწორედ თამაშის დროს უჩნდება ბავშვს სამყაროსთან და თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება".



                            დიმიტრი უზნაძე                           ჯონ დიუი

თამაშის სხვადასხვა ფორმა შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლების პროცესში ყველა საგანში, სწავლების სამივე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საფეხურზე. ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშის სცენარების და საჭირო რესურსების დამზადების პროცესში მოსწავლეების ჩართვა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და ინტერაქტიულს ხდის პროცესებს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ სწავლა - სწავლების პროცესში ეფექტიანად გამოყენებადი თამაშების რამდენიმე ბიუჯეტურ ვერსიას.

პირველი - ფაზლები. 
ფაზლების გამოყენება შეგვიძლია ყველა საგანში და ყველა საფეხურზე, მაშინ როდესაც საჭიროა მოსწავლეებმა გაიაზრონ და დაიმახსოვრონ რომელი მახასიათებლის მატარებელია ან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ესა თუ ის სუბიექტი/ობიექტი. 
მმაგალითად: რომელი ქვეყნები მიეკუთვნებიან ტერიტორიულ - ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით ფედერაციულ თუ უნიტარული მოწყობის ქვეყნების  ჯგუფს. რომელი ქვეყნები რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაერთიანებული. 





მეორე - კროსვორდები.
კროსვორდების გამოყენება შეგვიძლია ყველა საგანში და ყველა საფეხურზე, მაშინ როდესაც უკვე დავასრულეთ გარკვეულ საკითხზე ან თემაზე მუშაობა და გვინდა მოსწავლეებმა სივრცულად გაიაზრონ ნასწავლი. ან გვინდა გარკვეული დროითი ინტერვალის წინ შესწავლილი მასალა გავახსენოთ ჩვენს მოსწავლეებს





მესამე - როლური თამაშები.
როლური თამაშების გამოყენება შეგვიძლია ყველა საგანში და ყველა საფეხურზე, მაშინ როცა ჩვენი მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ: კონკრეტული პრობლემის არსი, სხვადასხვა მხარეთა არგუმენტები, დილემური სიტუაციების სიღრმე ან მნიშვნელოვანი პროცესების არსი. 




მეოთხე - გუნდური შეჯიბრი.
გუნდური შეჯიბრის გამოყენება ასევე შეგვიძლია ყველა საგანში და ყველა საფეხურზე, მაშინ როცა გვსურს განსაკუთრებით აქტიური და ცოცხალი გავხადოთ სწავლა - სწავლების პროცესი და ამავდროულად მოსწავლეებმა შეითვისონ და განივითარონ გუნდური მუშაობის, საერთო თამაშის წესების გაგების და კეთილსინდისიერად შესრულების პრაქტიკული უნარები.






"თამაში არის ძალზე ეფექტური საშუალება ბავშის ინტელექტუალური, მორალური და ნებელობითი თვისებების ფორმირებისთვის." ჯონ დიუი

ანა ანუშიძე
19 აპრილი 2022 წ.



No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...