სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში
პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა საერთაშორისო ურთიერთობებში სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით.
პროგრამის აღწერისა და სასწავლო გეგმის სანახავად იხ. ბმული: https://www.academia.edu/s/b0068161d0
ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ მე დავასრულე სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც განსაკუთრებულად მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პროფესორები და მოწვეული სპეციალისტები გვასწავლიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან. სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ კიდევ როგორი დიზაინის სამაგისტრო პროგრამის შექმნა შეიძლებოდა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. მოკლედ, ჩემი ხედვა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის შესახებ ეფუძნება, ერთი მხრივ, განსაკუთრებულად ღირებულ გამოცდილებას, რომელიც მივიღე ჩემი პროფესორებისგან და მეორე მხრივ, დასკვნებს და შეხედულებებს, რომლებიც გამიღრმავდა მას შემდეგ, რაც გავეცანი 33 სხვადასხვა დიზაინის სამაგისტრო პროგრამას, რასაც მთელი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში სთავაზობენ მაგისტრანტობის კანდიდატებს დღეს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სამაგისტრო პროგრამა აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს მაგისტრანტებისთვის:
✅სრულ აკადემიურ თავისუფლებას;
✅მრავალფეროვან არჩევანს (არჩევითი საგნების მრავალფეროვნება და ყოველწლიურად განახლებადი სილაბუსები, თანამდეროვე ლიტერატურით);
✅სიღრმისულ სწავლა - სწავლების პროცესს, თანაბარი აქცენტით დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნის აგებაზე;
✅პრაქტიკულ გამოცდილებას;
✅მაგისტრანტის მომზადებას კონკურენტულ გარემოში ოპერირებისთვის;
ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყანაში მაგისტრანტებს ექნებათ შესაძლებლობა და მრავალფეროვანი არჩევანი, მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება სხვადასხვა სფეროში.
წარმატებები ყველას ვინც სწავლობს და ასწავლის!
ანა ანუშიძე
1 თებერვალი, 2023 წელი
No comments:
Post a Comment