არ დამითვლია, რამდენჯერ მინახავს ჩვენს „თანამედროვე“ რეალობაში ყველა სცენა ამ ფილმიდან.
ჩვენი
რეალობა ამ ფილმის სიუჟეტივით ვითარდება. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ჩვენ არ
დავკარგეთ, სათუთად ვუფრთხილდებით და გრენლანდიასავით შემოვიტოვეთ ყველაზე ძვირფასი,
საბჭოური მენტალიტეტი.
დღესაც, მთავარია შტატში იყო, თორემ რა მნიშვნელობა აქვს რისთვის გიხდის ხელფასს საკუთარი სახელმწიფო... შტატში რომ მოხვდე ყუფარაძემ უნდა დარეკოს. შტატი არ არის? არაუშავს, ზემოდან დააშვებინებს, ყუფარაძემ დარეკა და იმიტომ. რაც მთავარია, ერთ - ერთი სათაური უნდა დარჩეს, რა მნიშვნობა აქვს შინაარსს? მოკლედ, ფუქსავატობით, გულგრილობით, უშინაარსობით, უინიციატივობით, ჭერზე ბზარების თვლით და გაუთავებელი ბანკეტებით მხოლოდ სოსო ბრაზობს, ალბათ იმიტომ, რომ ახალი კადრია და პრაქტიკა აკლია.
...საინტერესოა, ბოლოს სოსოც ისწავლის ჭკუას, ანუ ცხოვრებას, ანუ მიიღებს საჭირო პრაქტიკას თუ ეყოფა ძალა შეინარჩუნოს პრინციპები და აკეთოს საქმე?
მოკლედ, ახალგაზრდებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთრ რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით, ელდარ შენგელაიას მიერ 1984 წელს გადაღებული ეს, ჩვენი თანამედროვეობის, ფილმი, აუცილებლად უყურეთ მას.
No comments:
Post a Comment