Sunday, February 12, 2023

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია - ანა ანუშიძე



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საჯარო პრეზენტაცია

ანოტაცია

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დოკუმენტი მოიცავს ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენების ეფექტიანობის დასადგენად, 2019 – 2020 სასწავლო წლის მანძილზე ჩატარებულული კვლევის აღწერას, მიღებული შედეგების გაანალიზება - განზოგადებას, შემუშავებულ სტრატეგიას და დასკვნებს. იქედან გამომდინარე, რომ კვლევის მიზანია აჩვენოს სწავლა - სწავლების აქტიური და მრავალფეროვანი მეთოდების ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში გამოყენების ეფექტიანობა, სწავლა - სწავლების პროცესი კი ნებისმიერი სფეროს და პიროვნების განვითარების განუყოფელი ნაწილია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევა განკუთვნილია როგორც სამიზნე აუდიტორიისთვის (მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები) ისე განათლების სფეროში მოღვაწე და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის. 

შესავალი

კვლევის მიზანია დაადგინოს თუ რა მიმართულებით არის ეფექტიანი სწავლა - სწავლების აქტიური და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში. ამ მიზნით 2019 – 2020 სასწავლო წელი დავგეგმე ისე, რომ ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ გეოგრაფიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ჩამერთო აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების შემდეგი მეთოდები: 

ა) ტრადიციული და ეფექტიანი მეთოდები: გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, წყაროების ანალიზი, დისკუსია, დებატები, როლური თამაშები, ჯგუფებში და წყვილებში მუშაობა, მონაცემთა დამუშავება, პლაკატების შექმნა, სხვადასხვა ტიპის ტესტები და სავარჯიშოები, ფაზლები, კროსვორდები, ამოცანები დილემური სიტუაციების შესახებ, პრეზენტაციები, მოხსსენებები, ტრენინგები მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროექტები, ინტეგრირებული სასწავლო პროექტები, ფილმების ჩვენება - განხილვა, სასკოლო კონფერენციები, გასვლითი გაკვეთილები. 

ბ) ციფრული ინსტრუმენტები, როგორც ახალი და ეფექტიანი მეთოდები: Pressbook, Edmodo, Kahoot, Plickers, Padlet, Power Point Presentation, Screen Recorder. 

გ) დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესში აქტიური და ეფექტიანი გზები/პლატფორმები: Teams, Feedc, Zoom, Youtube - არხი, საგანმანათლებლო ბლოგი, ტელე - სკოლის გაკვეთილები, ჩემს მიერ შექმნილი ვიდეო გაკვეთილები და დავალებები, სხვადასხვა ტიპის მრავალჯერადად გამოყენებადი ელექტრონული რესურსები, Facebook საგანმანათლებლო გვერდი. 

 კვლევის პროცესის კონტროლის და მიღწევების სწორად გაზომვა - გაანალიზების მიზნით კვლევის პროცესში ვაკვირდებოდი შემდეგ ცვლადებს: 

 I ცვლადი: ცოდნის გაღრმავების, ჭეშმარიტი სწავლის პროცესი ჩემს მოსწავლეებში, რაც გულისხმობს: ფიქრს მაღალ დონეზე; ღრმა ცოდნას; არსობრივი საუბრების 5 წარმართვას; მიწოდებულ სასწავლო მასალას, შესრულებულ დავალებებსა და რეალურ სამყაროს შორის კავშირის დანახვასა და გამოყენებას. 

II ცვლადი: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ეთიკის, მეწარმეობის, ინიციატივების გამოვლენის და საქმედ ქცევის, დროსა და სივრცეში ორიენტირების, კვლევის, სწავლის სწავლის, დამოუკიდებლად საქმიანობის, პასუხისმგებლიანობის, ისტ - ის გამოყენების უნარების დასწავლის, განვითარების და პრაქტიკაში გამოყენების პროცესი ჩემს მოსწავლეებში; 

III ცვლადი: საკლასო აქტივობების დროს მოსწავლეთა მოტივაციის, ჩართულობის და ჩართვის ხარისხის დინამიკა; 

IV ცვლადი: საშინაო დავალებების შესრულების მოტივაციის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის დინამიკა; 

V ცვლადი: შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის და შესრულების ხარისხის დინამიკა; 

VI ცვლადი: მშობლების, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორების დამოკიდებულებები, მხარდაჭერა და ჩართულობა ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში; აქვე აღვნიშნავ, რომ სწავლა - სწავლების პროცესში ვიყენებდი, როგორც წესი, შემდეგ მეთოდიკურ მიდგომებს: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვა; თანასწორუფლებიანობა; სიღრმისეული სწავლა; მოტივაციის გაზრდა; დისციპლინა; მოსწავლის ჩართულობა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პრინციპებს, ის სრულად არის თანხვედრაში კონსტრუქტივისტულ თეორიასთან და შემდეგგვარია: მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურება; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაშენებით; ცოდნათა ურთიერთკავშირი და ორგანიზება; სწავლის სტრატეგიების დაუფლება და სწავლის სწავლა; დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნების 6 აგება და კავშირი გამიზნულ, მიწოდებულ და ათვისებულ ცოდნასა და უნარებს შორის. მოლოდინი კვლევის დაწყებამდე, ეფუძნებოდა 2013 – 2019 სასწავლო წლებში ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას როგორც უნივერსიტეტში ისე საჯარო სკოლაში მუშაობიდან გამომდინარე. შესაბამისად მოველოდი, რომ ჩემი სწავლა - სწავლების სტრატეგიის ეფექტიანობა დადასტურდებოდა კვლევის შედეგად. 

რაც შეეხება სტრატეგიას, ჩემი სწავლა - სწავლების სტრატეგიის ცენტრალური მიზანია „არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე“ და (ა) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების1 (ბ) საბაზო საფეხურის სტანდარტის2 (გ) საშუალო საფეხურის სტანდარტის3 (დ) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით 2018 – 2024 - განსაზღვრული სტანდარტის4 დაკმაყოფილება. ამისთვის მოვახდინე რესურსების მობილიზება და დავისახე ამოცანები, რომლების შესრულებაც დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. კვლევის პროცესში გამოვყავი ექვსი ამოცანა და წარმოვადგინე ცვლადების სახით. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად კი გამოვიყენე აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდები ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, რომლებიც ავარჩიე და შევიმუშავე კონსტრუქტივისტული თეორიის ჭრილში.

კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა:

შესავალი--------------------------------------------------------------- 4 

I თავი: საკვლევი თემის მნიშვნელობის მიმოხილვა------ 7 

II თავი: ლიტერატურის მიმოხილვა--------------------------- 9 

III თავი: კვლევის მეთოდები ----------------------------------- 14 

IV თავი: თეორია--------------------------------------------------- 14 

V თავი: კვლევის პროცესი--------------------------------------- 27 

VI თავი: კვლევის შედეგები და მონაცემთა ანალიზი--- 53 

VII თავი: სტრატეგია----------------------------------------------56 

დასკვნა---------------------------------------------------------------58 

გამოყენებული ლიტერატურის სია---------------------------62 

კვლევის პრეზენტაციაზე დასასწრებად და ჩართვისთვის გამოიყენეთ ბმული: https://teams.microsoft.com/dl/launcher/launcher.html?url=%2F_%23%2Fl%2Fmeetup-join%2F19%3Adbc2c5063fd840488f310e764dc0b616%40thread.tacv2%2F1676217153877%3Fcontext%3D%257B%2522Tid%2522%253A%252261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%2522%252C%2522Oid%2522%253A%2522dea851e4-a9cd-4ce8-8b1a-b52c57b28a9e%2522%257D%26fbclid%3DIwAR2JMmEtpCDB41USAhC5bXZaQJoZiWbrLdG8atc6mwFMqi9HZsoHdCUE0ZY%26anon%3Dtrue&type=meetup-join&deeplinkId=2f2a87fb-bb26-49de-98c2-d83a8c71c1d3&directDl=true&msLaunch=true&enableMobilePage=true&suppressPrompt=true 

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...