შემაჯამებელი კომპლექსური ღონისძიება "საქართველო და ევროკავშირი"
სსიპ ქ. ბათუმის №25 საჯარო სკოლაში
მასწავლებელი: ნუნუ ცეცხლაძე
2023 წლის 29 მაისს, სსიპ ქ. ბათუმის № 25 საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელის, ქალბატონი ნუნუ ცეცხლაძის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასწავლო - შემაჯამებელი ღონისძიება თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".
ღონისძიება კომპლექსური შინაარსის გახლდათ, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის შექმნის მიზეზების და სადღეისოდ არსებული გამოწვევების, თითოეული წევრი ქვეყნის თავისებურების, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიისა და პერსპექტივის შესახებ. შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გამოიყენეს მულტიმედია რესურსები.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვესწრებოდი როგორც მოწვეული სტუმარი.
ვულოცავ მორიგ წარმატებას ქალბატონ ნუნუს და მის საოცრად მოტივირებულ, აქტიურ, დამოუკიდებელ, შრომისმოყვარე მოსწავლეებს და ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს.
მიხარია რომ ჩვენი მეგობარი 25 - ე საჯარო სკოლა შემოგვიერთდა პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" ფარგლებში.
ანა ანუშიძე
29.05.2023
No comments:
Post a Comment