Friday, June 2, 2023

შემაჯამებელი ღონისძიება აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში




„კონსტიტუციის გაცნობის და შესწავლის კვირეულის" შემაჯამებელი ღონისძიება

თემაზე: „საქართველოს, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციები“

აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ უმასპინძლა ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მოსწავლეებს და მასწავლებელს. საგანმანათლებლო ვიზიტი განხორციელდა „კონსტიტუციის გაცნობისა და შესწავლის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, თემაზე: „საქართველოს, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციები“.

ვიზიტი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: გაცნობითი ექსკურსიით, ინტერაქციული ლექციებით და მოსწავლეთა მიერ მომზადებული აქტივობებით.

მე - 10 კლასების მოსწავლეებმა აღნიშნეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღების არსი, წაიკითხეს საქართველოს, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციების პრეამბულები, თითოეული კონსტიტუციის, ზოგადი დებულების თავებიდან ამონარიდები, ისაუბრეს კონსტიტუციების აგებულებაზე და მათ ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და განვითარების საქმეში.

მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ინტერაქციულმა ლექციებმა, პრეზენტაციებმა თემებზე: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ისტორია, ქართული კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები, სახელმწიფო მოწყობის საკითხები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი და ფუნქციები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობები და ავტონომიური რესპუბლიკის როლი სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში, კეთილგანწყობილმა გარემომ, ინკლუზიურმა სევისებმა (წარმოადგინე ან/და შეუერთდი პეტიციას, გააკეთე კომენტარი კანონპროექტზე, მიმართე უმაღლეს საბჭოს, დაესწარი სხდომას, ჩანიშნე შეხვედრა დეპუტატთან, მოითხოვე ელექტრონული საშვი, გაეცანი აჭარის ბიუჯეტს, ჩაერთე საზედამხედველო საქმიანობაში, მიიღე მონაწილეობა საჯარო კონსულტაციებში) რომლებიც ყველა მოქალაქის ჩართულობას უზრუნველყოფს, (აქვე, გირჩევთ ეწვიოთ საიტს https://chaerte.sca.ge/) აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობის ინტერიერის თანამედროვე სტანდარტებით ადაპტირებამ (შენობა სრულად არის ადაპტირებული ყველა საჭიროების მქონე მოქალაქისთვის) და, რა თქმა უნდა, ისტორიული შენობის განუმეორებელმა ექსტერიერმა, მასში ჩაშენებულმა ჩუქურთმებმა და ხედებმა.

მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული მრავალფეროვანი ბუკლეტები და ბროშურები.

კეთილგანწყობილი მასპინძლობისთვის, საინტერესო ლექციებისა და  ინფორმაციული ინტერაქციისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ვლადიმერ მგალობლიშვილს.

აჭარია ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების უფროს, ბ - ნ დავით ბერიძეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, მოქალაქეთა ჩართულობის განყოფილების უფროსს, ქ - ნ ცირა ხაჯიშვილს.



















ანა ანუშიძე

2 ივნისი, 2023 წ.


 

No comments:

Post a Comment

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი და მოსწავლის ქცევის კოდექსი

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი და  მოსწავლის ქცევის კოდექსი პირველი, რასაც მასწავლებლობის მსურველი უნდა აკეთებდეს ეს მასწავლებლის ...