Tuesday, May 23, 2023

პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" შემაჯამებელი ღონისძიება

 


სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში
"მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში"
შემაჯამებელი ღონისძიება

10 მაისს, ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში, საზეიმოდ აღინიშნა ევროპის დღე, ჩვენი პროექტის „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“ ფარგლებში პირველი შემაჯამებელი ღონისძიებით, რაც თავის მხრივ იყო სასკოლო საზოგადოების დაუღალავი და ეფექტიანი შრომის შედეგი. ჩვენმა მოსწავლეებმა აჩვენეს მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
✅🟢შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოჩენილი მრავალფეროვანი აქტივობები იყო შთამბეჭდავი და კარგი ილუსტრაცია თუ როგორ გაითავისეს მოსწავლეებმა ყოველღიურ ცხოვრებაში მედიაწიგნიერება, მდგრადი განვითარების კონცეფცია, ევროპული ღირებულებები.
✅🟢ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს ევროკავშირის და საქართველოს, ნატოს და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისა და პერსპექტივების შესახებ.
✅🟢ვულოცავთ ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებას!
✅🟢ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს „ჰილტონ ბათუმს“ პროექტის სრული დაფინანსებისთვის და მხარდაჭერისთვის.
✅🟢On May 10, Batumi Public School No. 2 celebrated Europe Day and stressed European values and principles, held the first final event within the framework of the “More Europe in Our Schools” Project, a celebration of hard work on a project. Students showcased their acquired knowledge, goals achieved and the development of the skills they chose to focus on.
✅🟢The range of activities was truly impressive, from media literacy and sustainable development to myths and reality regarding the processes of integration into NATO and the European Union.
✅🟢 Congratulations to all the students who participated! Your dedication, commitment, and enthusiasm were truly inspiring.
✅🟢We would like to extend our sincere gratitude to the sponsor “Hilton Batumi” who supports our Project and school society and made this event possible.














შემაჯამებელ ღონისძიებას ჩვენი სკოლის დირექციასთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა მოწვეული სტუმრები, სპონსორის "ჰილტონ ბათუმის" და USAID - ის მხრიდან, ასევე ჩვენი შემაჯამებელი ღონისძიება გააშუქა აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გადაცემამ "ZOOM განათლებაზე".





🌐🔗 ეწვიეთ ჩვენს გვერდს "განათლებისთვის" მოგვწერეთ პროექტში ჩართვისთვის. https://www.facebook.com/profile.php?id=100076256886108
🌐🔗 იხ. ამონარიდი გადაცემიდან https://www.facebook.com/100083340971227/videos/266466499156546



ანა ანუშიძე
23. 05. 2023













No comments:

Post a Comment

ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...