Tuesday, May 23, 2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის X ყოველწლიური სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა”.

 

გიმნაზიელების ტრიუმფი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
კულტურის კვლევების ინსტიტუტის
მე - 10 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე
"კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა"

2023 წლის 20 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტმა ( თსუ კულტურის კვლევების ინსტიტუტი/ Institute of Cultural Studies, TSU ) ჩაატარა X ყოველწლიური სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა”.
📚🌐წელს პირველად ამ ინტერდისციპლინურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები.
📖📜გიმნაზიელებმა წარმოადგინეს ნაშრომები, უპასუხეს შეკითხვებს, მოისმინეს კომპეტენტური შეფასება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილებდნენ:
🎓გიორგი ჩხაიძე - "კულტურული კოქტეილი" ბათუმის მე-20 საუკუნის ლიტერატურული კაფედან", ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქაძე;
🎓მარიამ გოროზია - "ნაადრევი ქორწინების საკითხი აჭარაში (XXI საუკუნის მასალების მიხედვით)", ხელმძღვანელი ზვიად ჩხენკელი;
🎓მარი ნინიძე -"რეალური და ციფრული ბათუმი", ხელმძღვანელი პირიმზე რურუა;
🎓სანდრო კალანდაძე - "XX საუკუნის 30-იან წლების რეპრესიების გამოძახილი აჭარაში" , ხელმძღვანელი პირიმზე რურუა.
🌐🏫📚ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაციის სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებთ კონფერენციის ორგანიზატორებს ამ განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის!
📚🌞წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გიმნაზიელებს!👏👏
















ანა ანუშიძე
23.05.2023









No comments:

Post a Comment

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...