Thursday, May 25, 2023

"მეცნიერება" სასწავლო პროექტი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვივს

 




ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ უჩვეულო აქტივობების მოფიქრება და მათში მონაწილეობის მიღება. ამჯერად გადაწყვიტეს მეცნიერების შესახებ გაეგოთ  მეტი, თავადაც მოერგოთ მეცნიერის მანტია და ცოდნა უკვე სხვა თანატოლებისთვის გაეზიარებინათ.

იმისთვის რომ თითოეული მეცნიერის გამოგონების/წვლილის მნიშვნელობა ნათელი და გასაგები ყოფილიყო თითოეული მოსწავლისთვის, რა თქმა უნდა, დიდი დრო და შრომა დაგვჭირდა. თუმცა ერთი დიდი დღესასწაული  იყო მანტიების მორგების და ვიდეო - რგოლების ჩაწერის პროცესი. ახლა "პატარა - მეცნიერები" მოუთმენლად ელიან როდის ნახავენ მათ მიერ შექმნილ რესურსებს მთელი მსოფლიოს პატარები. 

მადლობა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, ეროვნული კონფერენციის ორგანიზებისა და თითოეული მასწავლებლის მხარდაჭერისთვის! #სპმთპ

იხ. ბმული: 

https://www.youtube.com/watch?v=deE4Fod4eZE&list=PLi0mHdHYgKI5J-Ijv8alTz3fzqBBBG4Q6 

ანა ანუშიძე

25.05.2023

No comments:

Post a Comment

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...