Tuesday, May 23, 2023

76 - ე სასწავლო - კვლევითი კონფერენცია

 


ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეების დიდი წარმატება 
76 - ე სასწავლო - კვლევით კონფერენციაზე

🏫📚 2023 წლის 20 მაისს ქ. თბილისში ჩატრდა თბილისის მერიის, ეროვნული სასახლის და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 76-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია.
📖👭👬 ტრადიციულად, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში, წარადგინეს და დაიცვეს ნაშრომები, უპასუხეს შეკითხვებს.
📚💻კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 11 მოსწავლის 9 ნაშრომი:

🎓 სალომე თანდილავა - " მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინატიტუციების მშენებლობა, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიღწევის საფუძველი", ხელმძღვანელი ანა ანუშიძე (სამოქალაქო განათლების სექცია);

🎓 ანა გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ჯელია - „მათემატიკური ალბათობა და გენეტიკა“, ხელმძღვანელი ნატალია კალანდაძე (მათემატიკის სექცია);

🎓 სანდრო კალანდაძე - „ბოროტება, რომელიც არასოდეს სრულდება!“ - ხელმძღვანელი პირიმზე რურუა (ისტორიის სექცია);

🎓 ნუცა ნიკოლაიშვილი- „თაფლი-ფალსიფიცირებული თუ ნატურალური“, ხელმძღვანელი ნონა აბაშიძე (ქიმიის სექცია);
🎓 ლიკა ჯოხაძე, ნატალი თედორაძე - „გრამატიკული ნორმების დარღვევა თანამედროვე ქართული პრესის ენასა და ზეპირსიტყვიერებაში“, ხელმძღვანელი თამარ ლომთაძე (ქართული ენა და ლიტერატურა);
🎓 ანანო ფუტკარაძე - "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კომპლექსური ამოცანების ამოხსნისას", ხელმძღვანელი კახი კახიძე (მათემატიკის სექცია);
🎓 ანა ონიაშვილი -" რა ვიცით შოკოლადის შესახებ", ხელმძღვანელი ირინა ვიდულინა (ქიმიის სექცია);
🎓 ნატალი თედორაძე - „არჩევნები, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი“, ხელმძღვანელი ლევან სამსონია (სამოქალაქო განათლების სექცია);
🎓 დათა ურუშაძე, ნინი თურმანიძე-„ჭკვიანი სახლი და ენერგო ეფექტურობა“, ხელმძღვანელი ინგა მართალიშვილი (ეკოლოგიის სექცია) .
🌐🌞🎉 სიამაყით და სიხარულით გვსურს გაცნობოთ, რომ ოთხი ნაშრომი დაჯილდოვდა პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით:

მათემატიკის სექციაში I ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 ანა გოგიჩაიშვილს და ალექსანდრე ჯელიას - „მათემატიკური ალბათობა და გენეტიკა“, ხელმძღვანელი ნატალია კალანდაძე (მათემატიკის სექცია);

ქიმიის სექციაში I ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 ნუცა ნიკოლაიშვილს - „თაფლი-ფალსიფიცირებული თუ ნატურალური“, ხელმძღვანელი ნონა აბაშიძე (ქიმიის სექცია);

სამოქალაქო განათლების სექციაში II ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 სალომე თანდილავას - " მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინატიტუციების მშენებლობა, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიღწევის საფუძველი", ხელმძღვანელი ანა ანუშიძე (სამოქალაქო განათლების სექცია);

ისტორიის სექციაში II ხარისხის დიპლომი გადაეცა
🎓 სანდრო კალანდაძეს - „ბოროტება, რომელიც არასოდეს სრულდება!“ - ხელმძღვანელი პირიმზე რურუა (ისტორიის სექცია);

🌐🎉🏫👭👬 ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელებს ამ დიდ წარმატებას!








ანა ანუშიძე
23.05.2023



















No comments:

Post a Comment

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...