Sunday, June 4, 2023

„ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება - კონფერენცია 2023“

 


„ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება - კონფერენცია 2023“

სიამოვნებით დავუთმე შაბათ - კვირა კონფერენციას „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება - კონფერენცია 2023“ სადაც, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ვიყავი მიწვეული ჟურის წევრი.

კონფერენცია ორგანიზებული იყო YATA Georgia - ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ალტერბიჯი - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „Proactive Group Georgia” - ს მიერ.

მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ამდენი საინტერესო, დამოუკიდებელი და საღად მოაზროვნე სტუდენტის ნაშრომების და პრეზენტაციების გაცნობით/მოსმენით და შეფასებით.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს, განსაკუთრებით აქტუალურ თემაზე შექმნილი ნაშრომების პრეზენტაციები. თემათა სპექტრი იყო მრავალფეროვანი: „კვოტირება საქართველოში - პოზიტიური დისკრიმინაცია თუ დემოკრატიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი“; „კიბერუსაფრთხოება“; „მილიტარიზაციის გავლენა გენდერულ უთანასწორობაზე: ქალთა გაძლიერება ლიბერიის პოსტკონფლიქტურ საზოგადოებაში“; „პალესტინელ ქალთა მიმართ არსებული გენდერული დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები და შედეგები ისრაელ - პალესტინის კონფლიქტის პირობებში“; „ომის ფარული დანაშაული: სექსუალური ძალადობა და მისი შედეგები“ „სამხედრო სამსახურში ქალთა მნიშვნელობა და როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე“ და სხვები...

წარმატებებს ვუსურვებ ყველა სტუდენტს! გისურვებთ აქტიურ სტუდენტურ - სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას!

ყოველთვის შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და მიზნად დაისახეთ მაღალი აკადემიური სტანდარტების დაკმაყოფილება!

კონფერენციის დასკვნით ეტაპზე წარმოდგენილი ნაშრომები და ავტორები:

„კვოტირება საქართველოში - პოზიტიური დისკრიმინაცია თუ დემოკრატიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი“; - ანანო ყაველაშვილი

„სამხედრო სამსახურში ქალთა მნიშვნელობა და როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე“ - თათია არველაძე

„კიბერუსაფრთხოება“;  - ნინო რუხაია

„მილიტარიზაციის გავლენა გენდერულ უთანასწორობაზე: ქალთა გაძლიერება ლიბერიის პოსტკონფლიქტურ საზოგადოებაში“;  - სალომე ვარამიშვილი

„პალესტინელ ქალთა მიმართ არსებული გენდერული დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები და შედეგები ისრაელ - პალესტინის კონფლიქტის პირობებში“;  - მარიამ ნიგურიანი

„ომის ფარული დანაშაული: სექსუალური ძალადობა და მისი შედეგები“ - მარიამ ჩალაძე

„რუსული დეზინფორმაციის ფესვები საქართველოში და მისი გავლენა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“ - მარიამ გვაგვალია

“ნატოს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია ყირიმის ომის დასრულებიდან რუსეთ - უკრაინის ომის დაწყებამდე (2014 – 2021)“ - კესო გიგიტაშვილი

„Russian Federation’s hybrid war in the Republic of Moldova: a new tactic war and challenges to the West” - თებეა მინდიაშვილი და ია გოლიაძე

“The Weaponization of Information: How Russia Used Disinformation as a tool to shape the August War in Georgia” - თამთა ბეჟანიშვილი

“Viability of the CSTO: Armenia’s Security Disillusionment and Dilemmas” - ნატა ხმალაძე

 

ანა ანუშიძე

04.06.2023

 


No comments:

Post a Comment

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...