Sunday, June 4, 2023

პატივი ეცი მოსწავლეს, როგორც პიროვნებას!


პატივი ეცი მოსწავლეს, როგორც პიროვნებას!

როგორც მასწავლებელს, შეუძლებელია რაიმე იმაზე მეტად მაბრაზებდეს, ვიდრე მოსწავლის განაწყენებული და აცრემლებული თვალები.

იმისთვის, რომ მეორედ ასეთი რამ არ განმეორდეს, ჩემს ვალდებულად ვთვლი დავწერო რომ სანამ ვინმე „ტრენერი“ გადაწყვეტს  სკოლაში შევიდეს და მოსწავლეებს რაიმე ასწავლოს გაიაზროს:


1)     მოსწავლე არ არის არც სათამაშო, არც დეკორაცია!

2)     პატივი უნდა სცე მოსწავლის თავისუფალ დროს, არ უნდა ცდილობდე და არც უნდა გინდოდეს აიძულო მოსწავლეები, მათი ნების წინააღმდეგ, დაათმობინო დასვენების დღეები და მოგისმინონ შენ იმიტომ რომ შენ ასე გადაწყვიტე!

3)     კვირა დღეს დილის 10:00 საათზე სკოლაში ინფორმაციის მისაღებად მოსული და მერხთან დამჯდარი მოსწავლე არ უნდა, რბილად რომ ვთქვათ, გაუშვა სახლში, თუ გადასაცემი ინფორმაცია მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია!

4)     სანამ რომელიმე ინფორმაციის მიტანას შეეცდები, ჯერ კეთილგანწყობა უნდა მიიტანო და მოიპოვო!

5)     არ შეიძლება ფაციფუცობდე მარტო იმიტომ, რომ შენს დავთარში რაღაც მოინიშნო და უფროსს აჩვენო რომ „გეგმა - ვალდებულებით“ განსაზღვრული ოდენობის ტრენინგი ჩაატარე!

6)     შენი უკულტურობით არ უნდა მიაყენო ჩრდილი იმ ორგანიზაციას და პროექტს რომელიც კარგ საქმეს აკეთებს და შენც გენდო და ამისთვის დაგიქირავა!

7)     მართლა გწამდეს იმ ღირებულებების რომლების გავრცელებასაც ცდილობ. უბრალოდ, პატივი ეცი შენს და სხვის უფლებებს, საკუთარ თავს და სხვებს.

 

ანა ანუშიძე

04. 06. 2023 წ.


 

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...