Thursday, May 2, 2024

სასწავლო პროექტი დაწყებით კლასებში - საკლასო გარემოსა და კულტურის განვითარებისთვის მშობლების ჩართულობით

სასწავლო პროექტი დაწყებით კლასებში - საკლასო გარემოსა და კულტურის განვითარებისთვის მშობლების ჩართულობით

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქცევის საბაზისო წესების გააზრებულად დასწავლა, რაც მნიშვნელოვანია კლასში უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო საკლასო გარემოს ჩამოყალიბებისთვის.

მოსწავლისთვის, ყველაზე რთული ამ პროცესში იმის გაცნობიერებაა რომ გაკვეთილზე მეცადინეობების და სხვადასხვა აქტივობების შესრულების დროს გარკვეული საკლასო წესების ერთობლიობას უნდა დაემორჩილოს. ერთგვარ ბავშვურ თავნებობაზე უარის თქმა არასასიამოვნოა მოსწავლისთვის, როგორც წესი, ამ დროს აცნობიერებს რომ საგაკვეთილო დრო არ არის თავისუფალი დრო, რომელსაც გამოიყენებს თამაშისთვის და აქ იწყება ბავშვური პროტესტი, მას ბუნებრივად აღარ მოსწონს რომ საუბრის დაწყებამდე ხელის აწევით უნდა ანიშნოს მასწავლებელს და დაელოდოს ნებართვას, როცა თანაკლასელი ან მასწავლებელი საუბრობს უნდა დაელოდოს როდის დაასრულლებს საუბარს და შემდეგ ხელის აწევით და თანხმობის მიღების შემდეგ დაიწყოს საუბარი, არ ითამაშოს მაშინ როცა მას ახალ საკითხს უხსნიან და ასე შემდეგ. ასეთ დროს ბავშვი ხვდება რომ გაკვეთილი ისეთი სახალისო არ არის როგორც თამაში ეზოში მეგობრებთან ერთად და იწყენს, სწორედ აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის როლი. მშობელი ამ დროს უნდა თანამშრომლობდეს მასწავლებელთან და შესაბამისად უხსნიდეს შვილს თუ რა მნიშვნელობა აქვს საბაზისო წესების დაცვას მისივე განვითარებისა და წინსვლისთვის.

ქვემოთ, მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ახალი სასწავლო პროექტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა:

საგაკვეთილო პროცესში ქცევის წესების გაგება - გააზრება და დაცვა.

მშობლების ჩართულობის ხარისხის ზრდა აღნიშნული მიმართულებით.

საგნის "მე და საზოგადოება" თემებისა და სამიზნე ცნებების სიღრმისეული დამუშავება.

ჩვენი პროექტისთვის შევარჩიე 29 საკითხი, რომელიც აქტუალურია, როგორც საგნის "მე და საზოგადოება", ისე ჩვენი და ვფიქრობ ყველა კლასისთვის.

ეს საკითხებია: ჩვენი სკოლა, ჩვენი კლასი, მოსწავლის უფლებები და პასუხისმგებლობები, მშობლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ჯადოსნური სიტყვები, დისციპლინა და თვითდისციპლინა, ჩვენი სკოლის წესები, ჩვენი კლასის წესები, კულტურა, თანამშრომლობა და გუნდურობა, ჯანსაღი კომუნიკაცია, ბულინგი და მობინგი, ემპათია, უსაფრთხო სასწავლო გარემო, ტოლერანტობა, კულტურული მრავალფეროვნება, კომუნიკაცია, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, დამოუკიდებელად მუშაობა, დამოუკიდებლად სწავლა და სწავლება, ჩემი სწავლის სტრატეგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საკლასო აქტივიზმი, სასკოლო აქტივიზმი, დროის მართვა, სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა.

მოსწავლეებთან და მშობლებთან შეთანხმებით შევადგინეთ მშობელთა სკოლაში ვიზიტის განრიგი, ვიზიტის ფარგლებში საკითხის გაცნობა - გააზრება და მსჯელობა მიმდინარეობდა მშობლის მონაწილეობით. ყველა საკითხის დამუშავების და ყველა მშობლის ვიზიტის შემდგომ კი მოსწავლეებმა აირჩიეს მშობელთა კომიტეტის წევრები, რომელთა დანიშნულება ძირითადად ორგანიზაციულ საკითხებში მოსწავლეთა მხარდაჭერაა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ფოტო მასალას აღნიშნული პროცესის სხვადასხვა ეტაპიდან.

წინასაარჩევნო პროცესი, მშობლების ვიზიტი და საუბარები აქტუალურ საკითხებზე



წინასაარჩევნო პერიოდი მოიცავდა 29 შეხვედრას და გაგრძელდა სამი თვის მანძილზე




მზადება წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის - პლაკატების დამზადების პროცესი



წინასაარჩევნო კამპანია - პლაკატები და საარჩევნო სლოგანები







მზადება საარჩევნო დღისთვის - ბიულეტენების მზადების პროცესი



საარჩევნო დღე






ეგზითპოლის შედეგების გამოცხადება


ბიულეტენების დათვლის პროცესი


შედეგების გამოცხადება


ხმების გადათვლის მოთხოვნის წერილის წერის პროცესი



საბოლოოდ ყველა მხარის მიერ მოხდა არჩევნების შედეგების ცნობა და მოსწავლეები კიდევ ერთხელ შეხვდნენ, მათ მიერ არჩეულ მშობლებს







ანა ანუშიძე

2 მაისი, 2024 წ.



























 

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...