Tuesday, November 7, 2023

8 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მეორე სტანდარტთან დაკავშირებით

 


8 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მეორე სტანდარტთან დაკავშირებით

სასარგებლო ბმულებით

ნაწილი I

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

გვაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ორთხი სტანდარტი:

პირველი სტანდარტი: სკოლის ფილოსოფია

მეორე სტანდარტი: სკოლის კურიკულუმი

მესამე სტანდარტი: სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

მეოთხე სტანდარტი: მოსწავლეთა მხარდაჭერა

მოცემული სტატია უკავშირდება ავტორიზაციის სტანდარტებიდან მეორე სტანდარტს, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის კურიკულუმი, (სკოლის კურიკულუმი არის უნიკალური დოკუმენტი, რომელსაც ქმნის სკოლა და სკოლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. კურიკულუმი თავისი შინაარსით პასუხს გვცემს კითხვებზე: რატომ ვასწავლით? რაზე დაყრდნობით ვასწავლით? როგორ ვასწავლით? როგორ ვაფასებთ?) შესაბამისად, ქვემოთ მოცემული რვა ზოგადი რჩევა და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულებები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას მეორე სტანდარტის ქოლგაში მოქცეული თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.

2.1.1 - სკოლის კურიკულუმის შემუშავებაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით 

სკოლის კურიკულუმის შემუშავების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ხარისხის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია სწავლა - სწავლების პროცესის ხაირსხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ლიდერი მასწავლებლების გუნდის ფორმირება, რომელიც საჭიროებისამებრ შეძლებს ეფექტიანი კონსულტაციების გაცემას კათედრების ფარგლებში და უზრუნველყოფს კათედრების დონეზე შექმნილი საგნობრივი წლიური სასწავლო გეგმების გაცნობას სასკოლო საზოგადოებისთვის. მუშაობის პროცესში კი გასცემს რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება თითოეული საგნის დონეზე წლიური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სრულად მოხდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება, საჭიროებისამებრ რემედიაციული და დიფერენცირებული ინსტრუმენტების გამოყენება. მშობელთა მუშაობის პროცესში ჩართვისა და შემდეგ ინფორმირებისა და უკუკავშირების გაცვლის მიზნით მშობელთა ინფორმირების კვირეულების და ვორქშოფების ორგანიზებას. მოსწავლეებისთვის სწავლა - სწავლების სტრატეგიების გაცნობა - გაააზრების მიზნით ვორქშოფების მოწყობას. შექმნილი რესურსების, გზამკვლევების და განხორციელებული აქტივობების შესახებ სასკოლო საზოგადოებისთვის სადემონსტრაციო მასალების მომზადებასა და სასკოლო ვებ და სოც. გვერდებზე განთავსებას. 

2.1.2 - სკოლის კურიკულუმის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტებზე და განსაზღვრულ მეთოდურ ორიენტირებზე დაფუძნებასთან დაკავშირებით

საგნობრივი სტანდარტის და იმ მეთოდური ორიენტირების გაცნობის, გაგება - გააზრების და ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით აუცილებელია, იგივე -ლიდერ მასწავლებელთა გუნდმა მოახდინოს კათედრების დონეზე, საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, გზამკვლევების მომზადების და პრეზენტაციის (ვებინარის, სამუშაო შეხვედრის, მრავალჯერადად გამოყენებადი ციფრული რესურსის/რესურსების შექმნის გზით) ორგანიზება სასკოლო საზოგადოების წინაშე.

2.2.1 - სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე სასწავლო პროცესის დაფუძნებასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, სკოლას ჰქონდეს კათედრების დონეზე მუშაობის შედეგად შემუშავებული მიდგომა თუ როგორ იყენებს/გამოიყენებს ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში კონსტრუქტივისტულ თეორიას, კერძდ იმ ხუთ ძრითად პოსტულატს რომელიც ქვემოთ არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია და ეფექტიანი გამოსაყენებლად, თუ აღნიშნული მიდგომა დოკუმენტირებულია და საჭიროებისამებრ ზიარდება სამუშაო შეხვედრებისა და ვორქშოფების ორგანიზების გზით მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირებისთვის.

საუბარია სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიის შემდეგ ხუთ ძირითად პოსტულატზე:

ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მიღებული ინფორმაცია ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე.

ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი.

გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.

დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში.

ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

ე.ა) დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?

ე.ბ) პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?

ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?

2.2.2 - საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრულ გრძელვადიან მიზნებზე სასწავლო პროცესის დაფუძნებასთან დაკავშირებით

მოგვეხსენება, რომ ყველა მასწავლებლის  მთავარი, საგნობრივ დონეზე, მისაღწევი მიზანია თითოეული კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით (ესგ) განსაზღვრული თემების სიღრმისეული დამუშავება ისე, რომ თითოეული თემის ფარგლებში დამუშავდეს მოცემული საფეხურისთვის განსაზღვრული ყველა სამიზნე ცნება ყველა მკვიდრი წარმოდგენითურთ. სწორედ ეს გახლავთ გრძელვადიანი საგნობრივი მიზანი, რომლის მიღწევისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფორმატის დავალებების ფორმების (მგ. კომპლექსური დავალების ბარათი), მათი განხორციელების გეგმებისა (მაგ. თემატური ერთეული მატრიცა) და შეფასების რუბრიკების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი იყოს საკმარისად მოქნილი, საჭიროებისამებრ რემედიაციული და დიფერენცირებული ინსტრუმენტების ჩაშენებისთვის, მათი სრული ან ნაწილობრივი ადაპტირებისთვის. სკოლას უნდა ჰქონდეს ან მუშაობდეს შესაბამისი უნიკალური რესურსების შექმნაზე და ქმნიდეს აღნიშნული რესურსების ერთგვარ ბანკს თითოეულ საგანში.

2.2.3 - ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებულ სწავლა - სწავლების პროცესთან დაკავშირებით

მოსწავლეებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის არსი გახლავთ თითოეული მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თოთოეული მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას და წარმოჩენას, ყველა გრძელვადიანი მიზნის მიღწევას. შესაბამისად, არ გვეყოლება არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე და ყველა მოსწავლე, ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესში იგრძნობს რომ არის კლასის, სკოლის, სწავლა - სწავლების პროცესის სრულფასოვანი წევრი.

2.3.1 - მიმდინარე პროცესების მონიტორინგის და შეფასების სასწავლო პროცესის თანმდევ, განუყოფელ ნაწილად გამოყენებასთან დაკავშირებით 

უპირველესად აუცილებელია იმის განსაზღვრა თუ რა მიზნით ვიყენებთ შეფასებას და მონიტორინგის სხვადასხვა გზიდან ჩვენს მიერ არჩეულს. შეფასების მიზანია აკადემიური მოსწრების შეფასება რათა მივიღოთ სრული დასკვნა მოსწავლის პროგრესის შესახებ და დავგეგმოთ შემდგომი ინტერვენციები მისი აკადემიური და პიროვნული განვითარების მხარდაჭერისთვის. ამიტომ, რომელ ფორმასაც არ უნდა ვანიჭედბეთ უპირატესობას, მთავარია შეფასების და მონიტორინგის სისტემა, მიზნის მიღწევაში გვეხმარებოდეს, ანუ ჩვენი (სკოლის) არგუმენტაცია არსებობდეს, შეფასებისა და მონიტორინგის მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენივე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობის დამასაბუთებელი. ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მოსწავლემ და მშობელმა უნდა იცოდეს რომელი აქტივობის დროს რომელი შეფასების რუბრიკა გამოიყენება. ამ მიზნით ეფექტიანია მშობელთა კრებების ორგანიზება და შესაბამისი რუბრიკების წარდგენა მშობლებისთვის, ხოლო რუბრიკების შემუშავების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

2.3.2 - სასწავლო პროცესის შეფასების ჰოლისტურ ხასიათთან დაკავშირებით

ჰოლისტური შეფასება გულისხმობს მოსწავლის აკადემიური პროგრესის შეფასების პროცესში მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვანი მეთოდების, შესაბამისად  მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებას და მრავალი კონტექსტის გათვალისწინებას. აღნიშნული, ნათლად უნდა ჩანდეს იმ შეფასების რუბრიკებში რომლებსაც იყენებს/გამოიყენებს სკოლა თითოეულ საგანში.

2.4.1 - წლიური მუშაობის შედეგად კურიკულუმის გადამუშავებული ვერსიის შექმნასთან დაკავშირებით

სასკოლო კურიკულუმი, როგორც მთავარი, სკოლის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც სასკოლო საზოგადოებას და ექსპერტთა ჯგუფს აწვდის ინფორმაციას სკოლის მიერ დაგეგმილი სწავლა - სწავლების პროცესის შესახებ უნდა იყოს ეფექტიანი და მოქნილი, ორიენტირებული თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური ზრდის მხარდაჭერაზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კურიკულუმის განხორციელების პროცესში ისეთივე მჭდრო კუმუნიკაცია იყოს მასზე მომუშავე სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, როგორც მისი შექმნის პროცესში. მაგ: სკოლამ განსაზღვროს კათედრების დონეზე პერიოდული სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები გაუზიარებენ ერთმანეთს მათივე შექმნილი კურიკულუმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და მიღწევებს, სიახლეებს რომელთა შეტანაც გაზრდის დოკუმენტის ეფექტიანობას და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სკოლას კურიკულუმის შექმნაში, განხორციელებაში და განახლების პროცესში, დემინგის იგივე PDCA ციკლის გამოყენება. აღნიშნული ციკლის გამოყენება გულისხმობს დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების და გადახედვის ეტაპების მონაცვლეობის დაუსრულებელ პროცესს.

 

სასარგებლო ბმულები:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY

სკოლის დირექტორის სტანდარტი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=w1Kbg7efNPM&t=13s

სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg

სასკოლო კურიკულუმი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=k0eMvcdeaBo

სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების გზა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s

სწავლა - სწავლების პრინციპები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OUX5JjnHAqo&t=11s

სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიის ხუთი ძირითადი პრონციპი  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html

განმავითარებელი შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html

რემედიაციული სწავლება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KMLDywK2QCg&t=22s

სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=xKUG59XeyuI&t=47s

უნივერსალური დიზაინის ზოგადი პრინციპები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OYIGp5_A_fs&t=20s

დიფერენცირერბული სწავლების ინსტრუმენტები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=9iHcFBA-WB4&t=38s

სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=O4oJKth1bDM&t=542s

ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=nhH7vun0AyQ&t=20s

ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=C3Uq2P8dJns

მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=BizCSvMZaQI

საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=EzsPKFzXqiI

მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=3jizf__ZYc0

სასკოლო კულტურის ფორმირება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=4PrW_Gcnfog

ანა ანუშიძე

7 ნოემბერი 2023 წ.

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...