Monday, May 1, 2023

მემორანდუმი ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

 


სსიპ ქ. ბათუმის № 2 საჯარო სკოლასა და სასტუმრო "ჰილტონ ბათუმს" შორის ზოგადი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

            სსიპ ქ. ბათუმის მეორე საჯარო სკოლასა და სასტუმრო "ჰილტონ ბათუმს" შორის თანამშრომლობა 2022 წლის "სკოლა - ბიზნესის ფორუმზე" დაიწყო, სადაც სასწავლო პროექტი "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" წარვადგინეთ.

 
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" სრულად აფინანსებს ჩვენს სასწავლო პროექტს საზოგადოებრივ მეცნიერებებში "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში". 

    პროექტი მიზნად ისახავს სკოლაში „ევროპის კაბინეტის“ დაფუძნებას, რომელიც იმუშავებს სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვადასხვა სასკოლო საზოგადოებების ეტაპობრივად ჩართვით, გააფართოვებს სამიზნე აუდიტორიას.

„ევროპის კაბინეტის“ მუშაობის შედეგად, მოხდება მიზნობრივი აუდიტორიისთვის, მარტივად და ეფექტიანად იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარება საკუთარი დასკვნების გამოტანაში, თუ რა კონკრეტულ სიკეთეს მიიღებს საქართველო, ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად სხვადასხვა სფეროში.

პროექტის ფარგლებში მოხდება ევროინტეგრაციის წარმატებული მაგალითების გაცნობა. ჩატარდება ინტერაქციული ლექციები, მოდელირებები, დისკუსიები. გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება - განხილვა, შეიქმნება სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროდუქტები, რომლებიც გასაჯაროვდება და გაზიარდება ეროვნულ დონეზე.

„ევროპის კაბინეტის“ სამუშაო გეგმა ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

ა) ევროკავშრის, როგორც ორგანიზაციის მიზნებისა და პრიორიტეტების გაცნობა.

ბ) ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზნებისა და პრიორიტეტების გაცნობა.

გ) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შინაარსის (ძირითადი მიმართულების) გაცნობა.

დ) მითები და რეალობა ეროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ე) საქართველოსთვის ევროკავშირში სრულყოფილი ინტეგრაციის სიკეთეების შესახებ, ფაქტების დონეზე, ინფორმაციის და თვალსაჩინოების მაქსიმალურად პოპულარული გზით მიწოდება მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

ვ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული გზა - დოკუმენტური ფილმების, ფაქტების, მიმდინარე სიახლეების გაცნობა (Country profiles).

ზ) მიმდინარე სიახლეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. თითოეული მიმართულების ფარგლებში გამართული აქტივობების შედეგად შეიქმნება სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროდუქტები (მაგ: ბუკლეტი, ტრიპლექსი, პოდკასტი).

აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტი გრძელვადიანია და ყოველ ახალ სასწავლო სემესტრში სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს და სასწავლო რესურსებს შესთავაზებს ჩვენი სკოლების საზოგადოებებს.



    პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებასთან ერთად, ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდა მემორანდუმი, რაც კერძო სექტორის მხრიდან  ზოგადი განათლების სფეროს მხარდაჭერის საუკეთესო მაგალითია.



    ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს,  PH International - ს, USAID - ს „სკოლა  - ბიზნესის ფორუმის“ ორგანიზებისთვის,  მადლობა სასტუმრო "ჰილტონ ბათუმს" იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს განათლების, კერძოდ კი ზოგადი განათლების სფეროში. 

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი
ანა ანუშიძე

                                                                           







No comments:

Post a Comment

სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზენტაცია ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 29 მარტს მოხდა სკოლაში ბ...