მენტორი მასწავლებელი - უმაღლესი სტატუსი მქონე მასწავლებელია, რომელიც ფლობს შესაბამის კომპეტენციებს და მასზე დაკისრებული ვალდებულებების ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესში განხორციელებისთვის იყენებს მენტორინგის სხვადასხვა ფორმას.
მოდით პირველ რიგში აღვნიშნოთ ის კომპეტენციები და ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია მენტორი მასწავლებლისთვის, შემდეგ კი გავეცნოთ მენტორინგის განხორციელების ყველაზე პოპულარულ ფორმებს.
მაშ ასე, მენტორი მასწავლებლის კომპეტენციები:
ა) ფლობდეს და იყენებდეს სკოლის
საჭიროებების დადგენის სხვადასხვა მეთოდოლოგიას;
ბ) ჰქონდეს ანალიტიკური, კვლევითი
უნარები და სტრატეგიული ხედვა;
გ) შეეძლოს სკოლის სტრატეგიული
გეგმის შემუშავება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით;
დ) ჰქონდეს კვლევითი უნარები:
შეეძლოს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავება. შეეძლოს მოიძიოს ინფორმაცია სხვადსხვა საერთაშორისო თუ
უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, ასევე გლობალური პროექტების შესახებ.
ე) შეეძლოს თანამშრომლობის
მიზნის განსაზღვრა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო და უცხოურ
ორგანიზაციებთან სკოლის/თემის/რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან
გამომდინარე;
ვ) შეეძლოს ისეთი ღონისძიებების,
პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის,
ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას;
ზ) შეეძლოს საქმიანი და თანამშრომლობითი
კონტაქტების დამყარება;
თ) ჰქონდეს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს
სათქმელი და წარმოაჩინოს სკოლის ინტერესები;
ი) ჰქონდეს კარგად განვითარებული აკადემიური და ფუნქციური წერის უნარები.
ზემოთ აღნიშნულ კომპეტენციებს კი უნდა იყენებდეს შემდეგი ვალდებულებების
შესრულებისთვის:
ა) დაადგინოს მასწავლებელთა საჭიროებები და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმოს სკოლის პედაგოგთა პროფესიული
განვითარების ერთიანი სტრატეგია.
ბ) შეიმუშაოს რეკომენდაციები ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გ) დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
რაც შეეხება მენტორინგის განხორციელების მრავალფეროვან ფორმებსა და გზებს, ქვემოთ წარმოდგენილია თხუთმეტამდე მათგანი.
(ა) ერთი მენტორი - ერთი მსმენელი - მენტორინგის ფორმატი, რომელიც მენტორს შესაძლებლობას აძლევს მენტორინგის პროცესი მაქსიმალურად მოარგოს მსმენელის შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ამ ფორმატის შედეგად მსმენელი ღებულობს მეტ მხარდაჭერას სხვა ფორმატებთან შედარებით.
(ბ)
ჯგუფის/გუნდის მენტორინგი - ჯგუფი შეიძლება
შედგებოდეს განსხვავებული პროფესიული საჭიროებების მქონე წევრებისგან. აღნიშნული ფორმატის
მენტორინგის პროცესი საშუალებას აძლევს ჯგუფის წევრებს გამოხატონ და გაუზიარონ ერთმანეთს
განსხვავებული გამოცდილებები, მენტორინგის შედეგად კი მიიღონ ის ცოდნა/გამოცდილება/გადაწყვეტილება/სამოქმედო
გეგმა, რაც მთელი ჯგუფის/გუნდის/ორგანიზაციისთვის არის მნიშვნელოვანი.
(გ)
ტრადიციული ფორმის მენტორინგი - ამ შემთხვევაში, მენტორი
არის მსმენელების უფროსი (სტატუსით/გამოცდილებით/ორგანიზაციაში დაკავებული პოზიციით),
განსაკუთრებული უნარების, ცოდნის და გამოცდილების მქონე პროფესიონალი. მენტორი ასრულებს
გზამკვლევის, გიდის როლს მსმენელებისთვის.
(დ)
არაფორმალური მენტორინგი - გამოირჩევა უშუალო
და მეგრობრული ატმოსფეროთი, ამ შემთხვევაში მენტორი არის ის პიროვნება, რომელიც ზრუნავს
და მხარს გიჭერთ განვითარების გზაზე.
(ე)
კომპეტენციაზე დაფუძნებული მენტორინგი - ეს
მიდგომა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს სოციალური და ტექნიკური სიახლეების გაცნობა
- დანერგვას მოკლე პერიოდის დროით მონაკვეთში.
(ვ)
სტრესის დაძლევაზე ორიენტირებული მენტორინგი
- მენტორინგის ამ ფორმის მიზანია დასაქმებულები უზრუნველყოს
საჭირო ტექნიკების ცოდნით, რაც მათ სტრესთან და სხვა გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ის უკავშირდება როგორც პროფესიულ ისე პიროვნულ საკითხებს, რამაც შესაძლოა სხვადასხვაგვარი
გავლენა იქონიოს მუშაობის ხარისხზე და მთლიანად ორგანიზაციული კულტურასა და სამუშაო
ატმოსფეროზე.
(ზ)
ვირტუალური მენტორინგი - მენტორინგის ყველა სხვა
ფორმაზე უფრო პოპულარული და მოქნილი ფორმა, რომელმაც აქტუალურობა შეიძინა COVID-19 პანდემიის დროს და დარჩა ჩვენს ცხოვრებაში,
როგორც ყველაზე მოქნილი გზა მიიღონ მენტორის მხარდაჭერა სასურველ დროს.
(თ)
ფლეშ მენტორინგი - როგორც წესი, მენტორინგის
ეს ფორმა გულისხმობს ერთი შეხვედრის ორგანიზებას, მკვეთრად გამოკვეთილი კონკრეტული
მიზნით.
(ი) რევერსული მენტორინგი - რევერსული მენტორინგის პროგრამა საუკეთესოა კარიერული განვითარებისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს აზრების, უნარების, ცოდნის, გამოცდილების გაცვლას, გაზიარებას. ის გავს ცოდნაზე დაფუძნებულ ურთიერთობას რომლის შედეგადაც ყველა მხარე პროფესიულად იზრდება. განსაკუთრებით ეფექტიანია სხვადასხვა თაობის სპეციალისტების პროფესიული დაახლოებისთვის.
(კ)
შთაგონებაზე დაფუძნებული მენტორინგი - ამ
შემთხვევაში მენტორი არის როლური მოდელი მსმენელი/მსმენელებისთვის. ასეთი მენტორისგან
სწავლობენ მასზე დაკვირვების გზით. მსმენელები ისწავლიან როგორ შეიძლება გამკლავება
სხვადასხვაგვარ რთულ სიტუაციასთან.
(ლ) ფუნქციათა მკვეთი მენტორინგი - მენტორი, შეიძლება იყოს
სხვა დეპარტამენტემის/კათედრის/სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს მენტორინგის
საკითხს სხვადასხვა პერსპექტივიდან და აჩვენებს გადაწყვეტილებების ახალ გზებს.
(მ)
იდენტობაზე დაფუძნებული მენტორინგი - მენტორინგის
ეს ფორმა აქცენტს აკეთებს თითოეულ დასაქმებულზე, პროფესიონალზე როგორც ინდივიდზე, უნიკალური
გამოცდილებით, კულტურით, იდენტობით, თვისებებით. ის უზრუნველყოფს ჯანსაღი, თანამშრომლობაზე
ორიენტირებული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში.
(ნ)
პარასოციალური მენტორინგი - ამ ტიპის მენტორი
შეიძლება იყოს YouTube არხის მქონე ან ბლოგერი, ან ინფლუენსერი
რომელიმე სხვა სოციალური ქსელში, რომელიც ქმნის შესაბამის შინაარსს, პოსტების, ბლოგების,
ვიდეო რგოლების სახით. ისინი ყვებიან რთულ სიტუაციებზე და მათგან დაძლევის გზებზე,
რომლებიც იყო მათი
ან მათი ახლობლების ცხოვრებაში, ასევე ქმნიან სივრცეებს, სადაც შეიძლება გამოხმაურება
და აზრთა გაზიარება.
(ო)
თანასწორ პროფესიონალთა მენტორინგი მოგვაგონებს ქოუჩინგის პროცესს - ამ შემთხვევაში, მენტორი არ არის მსმენელის/მსმენელების უფროსი. მენტორინგის
პროცესი შეიძლება წარმართოს იმავე პოზიციის/თანამდებობის/სტატუსის მქონე პროფესიონალმა,
რომელი სტატუსიც/თანამდებობაც/პოზიციაც უკავიათ მსმენელლებს.
(პ) საკითხზე დაფუძნებული მენტორინგი - მენტორინგის აღნიშნული ფორმა
გულისხმობს კონკრეტულ საკითხზე ან პრობლემის მოგვარებისთვის, მენტორის მხრიდან საჭირო
გამოცდილლების, ცოდნისა და უნარების გაზიარებას.
რომ
შევაჯამოთ, მენტორინგს შეუძლია გააუმჯობესოს საგანმანათლებლო
დაწესებულების, როგორც ორგანიზაციის მუშაობა ყველა ასპექტის მიმართულებით. ამ პროცესით
სარგებელს იღებს მისი თითოეული მონაწილე, ამიტომ დიდი ფუფუნებაა, როდესაც ორგანიზაციას
ჰყავს მენტორები საკუთარ გუნდში, რადგან ამ შემთხვევაში, მათ მოწვეული მენტორებისგან
განსხვავებით იციან ორგანიზაციული კულტურის თავისებურებები და საჭიროებები, შედეგად
კი მენტორინგის ფორმატი გაცილებით ეფექტიანია.
ანა ანუშიძე
20, სექტემბერი 2023 წ.
იხ. წყაროები და სასარგებლო ბმულები:
https://hr.ucdavis.edu/departments/learning/toolkits/mentoring/types
https://guider-ai.com/blog/types-of-mentoring/
https://www.togetherplatform.com/blog/different-types-of-mentoring-and-their-uses
No comments:
Post a Comment