შესავალი
სტატია ეფუძნება ჩემს მიერ 2019 - 2020 წელს განხორციელებული პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის (თემა: აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების
გამოყენება ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში) და 2021 – 2022 წლებში განხორციელებული
სკოლის საჭიროების კვლევის (თემა: სკოლის საჭიროების კვლევა, თემა: ყოველდღიური სწავლა
- სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პოზიტიური სასკოლო კულტურის და
უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები)
შედეგებს და მიზნად ისახავს ერთ - ერთი მთავარი, ემპირიულად დადასტურებული სტრატეგიის
- თამაშით სწავლების მნიშვნელობის გაზიარებას მოსწავლეთა მოტივაციის და შესაბამისად,
სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდისთვის.
პროცესის მოკლე აღწერა
და შედეგები
როგორც
ზემოთ აღვნიშნე, სტატიის ძირითად ნაწილში რამდენიმე განსხვავებული ფორმატის სასწავლო
რესურსის მოდიფიცირების გზებისა და გამოყენების ეფექტიანობის შესახებ გავამახვილებ
ყურადღებას. ესენია: ფაზლები, კროსვორდები, საინფორმაციო ბარათები და ინფოგრაფიკები.
როგორც
დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს, „პირველად, სწორედ თამაშის დროს უჩნდება ბავშვს სამყაროსთან
და თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება“. ასევე ადასტურებს ჯონ დიუი, რომ „თამაში
მიუთითებს ბავშვის გონებრივ აქტივობაზე, თამაში არის ბავშვის ყველა ძალის, აზრის და
ფიზიკური აქტივობის გავარჯიშება“, მართლაც, თამაში იწვევს სწავლა - სწავლების პროცესში,
მოსწავლის აფექტურ (ემოციურ) სფეროს ჩართვას, რაც ხელს უწყობს თვითგამოხატვას და უზრუნველყოფს
სამყაროს შემეცნებას. ჩემს მიერ შექმნილი და სხვადასხვა საგანსა და საფეხურზე გამოყენებული
სასწავლო რესურსები: ფაზლები, კროსვორდები, საინფორმაციო ბარათები და ინფოგრაფიკები
თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს, ერთი მხრივ, თავად შექმნას ეფექტიანი
და ბიუჯეტური სასწავლო რესურსები და გამოიყენოს სამიზნე ცნებების სიღრმისეული დამუშავებისთვის
თითოეული თემის ფარგლებში, მეორე მხრივ კი, ასწავლოს საკუთარ მოსწავლეებს სასწავლო
რესურსების შექმნის და მოდიფიცირების თავისებურებები და კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტიანი
გახადოს მოსწავლის, როგორც საკუთარი სასწავლო რესურსის შემქმნელი და სწავლა - სწავლების
პროცესის მთავარი და პასუხისმგებლიანი მონაწილის როლი.
განხორციელების
პროცესთან დაკავშირებით აღვნიშნავ, ჩემი და კოლეგების პრაქტიკიდან ყველაზე ეფექტიანი
სცენარის თანახმად, რომ მოსწავლეთა მოტივაციას განსაკუთრებით აუმჯობესებს სასწავლო
რესურსის დამზადების დეტალური ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს (პარალელური
კლასის მოსწავლეებს ან ერთი კლასის შემთხვევაში ჯგუფებად გაერთიანებულ მოსწავლეებს)
შევთავაზოთ შესაბამისი რესურსების დამზადება, შემდეგ კი მაგ. A ჯგუფის/კლასის მოსწავლეების
მიერ დამზადებული რესურსი, შესავსებად, ან ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისთვის გადავცეთ
B ჯგუფის/კლასის მოსწავლეებს. ასევე რესურსების გამოყენების შემდეგ შეფასების პროცესში
კვლავ ჩავრთოთ მოსწავლეები იგივე პრინციპით. ანუ, B ჯგუფის მიერ შევსებული, A ჯგუფის
მიერ დამზადებული კროსვორდი, ისევ A ჯგუფის წევრმა მოსწავლეებმა შეაფასონ, თავის მხრივ
კროსვორდის, როგორც რესურსის შეფასება, წინასწარ ერთობლივად შეთანხმებული კრიტერიუმების
მიხედვით მოახდინონ B ჯგუფის მოსწავლეებმა.
ქვემოთ
აღვნიშნავ რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან უპირატესობას აღნიშნული ტიპის რესურსების
დამზადებისა და გამოყენების მიმართულებით:
·
შეგვიძლია დავამზადოთ ფაზლების, საინფორმაციო ბარათების, კროსვორდებისა
და ინფოგრაფიკების, როგორც ციფრული, ისე ხელნაკეთი ვერსიები.
·
შეგვიძლია
დავამზადოთ თავად, კოლეგების ჩართულობით, მოსწავლეებთან ერთად და ასევე ვასწავლოთ მოსწავლეებს
დამზადების ტექნიკები და შემდეგ უკვე თავად დაამზადონ სასწავლო რესურსები დამოუკიდებლად.
·
მოცემული
სასწავლო რესურსები არის ყველაზე ბიუჯეტური და მრავალჯერადად გამოყენებადი.
·
საშუალებას
იძლევა უნივერსალური დიზაინის შექმნისა და დეფერენცირებული მიდგომის გამოყენების ჭრილში,
მოვარგოთ მოსწავლეების სხვადასხვა ინტერესებს, შესაძლებლობასა და საჭიროებს.
·
გამოვიყენოთ
ინდივიდუალური, წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში მუშაობის დროს, როგორც სხვადასხვა
თემის დამუშავების პროცესში ისე გახსენება - შეჯამებისთვის.
·
აღნიშნული
რესურსების გამოყენება შეგვიძლია ყველა საგანში და სამივე საფეხურზე.
რომ შევაჯამოთ,
თამაშით სწავლებისთვის საჭირო, თითოეული მოსწავლის ინტერესებზე, შესაძლებლობებზე და
საჭიროებებზე მორგებული, ბიუჯეტური (ციფრული და ხელნაკეთი) მრავალჯერადად გამოყენებადი
სასწავლო რესურსების შექმნა შეგვიძლია ყველა საგანში, სამივე საფეხურზე, სწავლა - სწავლების
პროცესის სხვადასხვა ეტაპზე დასახული მიზნების მიღწევისთვის.
თამაშის
(ფაზლების, კროსვორდების, საინფორმაციო ბარათების, კროსვორდების შექმნა, ამოხსნა/შევსება
და ინსტრუქციისამებრ გამოყენება) ზრდის მოსწავლეთა სწავლა - სწავლების პროცესში ჩართულობის
ხარისხს და ეფექტიანს ხდის პროცესს, შედეგად უმჯობესდება მოსწავლეების დეკლარატიული,
პროცედურული და პირობისეული ცოდნების მაჩვენებლები.
დასკვნა
სტატიის
ფარგლებში გავაზიარე რამდენიმე ფორმატის სასწავლო რესურსის, მათი მოდიფიცირების გზები
და გამოყენების მეთოდები, რაც თანაბრად გამოსადეგია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
ყველა საგნის ფარგლებში, სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდისთვის სამივე
საფეხურზე. სტატიას, გამოყენებული ლიტერატურის და სასარგებლო ბმულების სახით თან ვურთავ
იმ ინფორმაციას, რომლის გამოყენებითაც დაინტერესებული პირები შეძლებენ, სიღრმისეულად
გაეცნონ როგორც შესაბამის კვლევებს, ისე ინსტრუქციებს თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა
რესურსის დამზადება და ეფექტიანად გამოყენება.
გამოყენებული
ლიტერატურა
·
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა, თემა: აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენება
ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, ანა ანუშიძე, 2020 წ, იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=Z4oZ69rC424&t=28s
·
სკოლის
საჭიროების კვლევა, თემა: ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის
მიზნით, პოზიტიური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის საჭირო
პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები, ანა ანუშიძე, 2022 წ, იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=iys4CKNwG3M&t=9s
·
„მშობლის
როლი სწავლა - სწავლების პროცესში“, ანა ანუშიძე, იხ.
ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/03/
·
„სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში,
როგორ შევქმნათ პოზიტიური სასკოლო კულტურა?“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული
https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post.html
·
„განმავითარებელი,
მომავალზე ორიენტირებული, შეფასება“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html
·
„როგორ
ვითანამშრომლოთ ეფექტიანად“ , ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post.html
·
„როგორ
განვივითაროთ ახსნის უნარი, მარტივი სავარჯიშოები“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_24.html
·
„რთული
ქცევის მართვა გაკვეთილზე“, ანა ანუშიძე, იხ.
ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_28.html
·
„განმავითარებელი
შეფასება“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html
·
„10 მთავარი
გამოწვევა სკოლებისთვის მთელს მსოფლიოში“, ანა ანუშიძე, იხ.
ბმული https://aducation2021.blogspot.com/2022/02/10.html
·
„15 საერთო საკლასო აქტივობა, რომლის განხორციელებაც
5 წუთამდე დროით
·
მონაკვეთში შეგვიძლია და დაგვეხმარება შუალედური და გრძელვადიანი
მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“, ანა
ანუშიძე, იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=1hgTNoe3Vcg&t=797s
· „ხუთი ციფრული საგანმანათლებლო პროდუქტი, შუალედური და გრძელვადიანი სასწავლო მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=7ysP_2FvKHA&t=32s
ანა ანუშიძე
3 სექტემბერი, 2023 წ.
No comments:
Post a Comment