Friday, June 9, 2023
ბავშვთა უფლებების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება
Wednesday, June 7, 2023
პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" II შემაჯამებელი ღონისძიება
პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" II შემაჯამებელი ღონისძიება
7 ივნისს, სასტუმრო „ჰილტონ - ბათუმში“ გაიმართა II შემაჯამებელი ღონისძიება, ჩვენი პროექტის „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“ ფარგლებში.
შემაჯამებელი ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა:
ნაწილი I: მიეძღვნა თემას „ღირსეული შრომის უფლება“
განვიხილეთ საკითხები:
•
შრომის უსაფრთხოება მომსახურების სექტორში.
•
როგორ განისაზღვრება სამუშაო დრო.
•
რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა.
•
რას ნიშნავს შრომის თანაბარი შესაძლებლობები.
•
როგორ ამოვიცნოთ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე.
•
დეკრეტული შვებულების გამოყენება შენი უფლებაა.
•
როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროების ნიშნები სამუშაო
ადგილზე.
•
კომუნიკაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
ნაწილი II: მიეძღვნა თემას „ბიზნესის მართვის ევროპული პრაქტიკა საქართველოში - სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მაგალითზე“.
განვიხილეთ საკითხები:
•
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი
სტანდარტები და დასაქმებულთა უფლებები
•
პროექტის მართვა;
•
ბიზნესის მართვა, სტრატეგიის შემუშავება და ინოვაციების
დანერგვა;
•
ფინანსები და კონტროლი;
•
მარკეტინგი;
•
B2B მარკეტინგი;
•
ექვსი ძირითადი განსხვავება B2B და B2C მარკეტინგს
შორის;
•
ROI ფაქტორები;
•
გაყიდვები;
• ადამიანური რესურსებისა და ნიჭის მართვა;
შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოყენებული იყო მულტიმედია რესურსები, ილუსტრაციები, სამუშაო ბარათები, ინფოგრაფიკები, გრაფიკული ორგანიზატორები.
შემაჯამებელ ღონისძიებაში თანამომხსენებელი იყო „ჰილტონ ბათუმის“ ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი ბ - ნი გენო ძიძიგური, რომელმაც ისაუბრა „ჰილტონ ბათუმის“ მართვის ევროპულ პრაქტიკაზე საქართველოში.
ვულოცავთ ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებას!
ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს „ჰილტონ ბათუმს“ პროექტის სრული დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის.
On June 7, Batumi Public School No. 2 and “Hilton Batumi” held the second final event within the framework of the “More Europe in Our Schools” Project, a celebration of hard work on a project. Students showcased their acquired knowledge, goals achieved and the development of the skills they chose to focus on.
The range of activities was truly impressive, about: Labor safety in the service sector; How to recognize signs of sexual harassment in the workplace; Communication between employer and employee; How working time is determined; What does equal labor opportunities mean; How to recognize discrimination in the workplace; It is your right to use maternity leave; What does overtime work mean; Management, Strategy and Innovation; Finance and Controlling; Marketing; B2B marketing; Six major differences between B2B and B2C marketing; ROI factors; Sales; Human Resources and Talent Management;
Congratulations to all the students who participated! Your dedication, commitment, and enthusiasm were truly inspiring.
We would like to extend our
sincere gratitude to the sponsor “Hilton Batumi” who supports our Project and
school society made this event possible and to my co-speaker HR Director, Mr. Geno Dzidziguri,
who spoke about the European practice and experience of “Hilton Batumi”.
ანა ანუშიძე
08.06.2023
Sunday, June 4, 2023
„ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება - კონფერენცია 2023“
„ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება - კონფერენცია 2023“
სიამოვნებით დავუთმე შაბათ - კვირა კონფერენციას „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება - კონფერენცია 2023“ სადაც, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ვიყავი მიწვეული ჟურის წევრი.
კონფერენცია ორგანიზებული იყო YATA Georgia - ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ალტერბიჯი - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „Proactive Group Georgia” - ს მიერ.
მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ამდენი საინტერესო, დამოუკიდებელი და საღად მოაზროვნე სტუდენტის ნაშრომების და პრეზენტაციების გაცნობით/მოსმენით და შეფასებით.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს, განსაკუთრებით აქტუალურ თემაზე შექმნილი ნაშრომების პრეზენტაციები. თემათა სპექტრი იყო მრავალფეროვანი: „კვოტირება საქართველოში - პოზიტიური დისკრიმინაცია თუ დემოკრატიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი“; „კიბერუსაფრთხოება“; „მილიტარიზაციის გავლენა გენდერულ უთანასწორობაზე: ქალთა გაძლიერება ლიბერიის პოსტკონფლიქტურ საზოგადოებაში“; „პალესტინელ ქალთა მიმართ არსებული გენდერული დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები და შედეგები ისრაელ - პალესტინის კონფლიქტის პირობებში“; „ომის ფარული დანაშაული: სექსუალური ძალადობა და მისი შედეგები“ „სამხედრო სამსახურში ქალთა მნიშვნელობა და როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე“ და სხვები...
წარმატებებს ვუსურვებ ყველა სტუდენტს! გისურვებთ აქტიურ სტუდენტურ - სამეცნიერო
- კვლევით საქმიანობას!
ყოველთვის შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და მიზნად დაისახეთ მაღალი აკადემიური სტანდარტების დაკმაყოფილება!
კონფერენციის
დასკვნით ეტაპზე წარმოდგენილი ნაშრომები და ავტორები:
„კვოტირება საქართველოში - პოზიტიური დისკრიმინაცია თუ დემოკრატიზაციის
ხელშემწყობი ფაქტორი“; - ანანო ყაველაშვილი
„სამხედრო სამსახურში ქალთა მნიშვნელობა და როლი საქართველოს
თავდაცვისუნარიანობაზე“ - თათია არველაძე
„კიბერუსაფრთხოება“; - ნინო რუხაია
„მილიტარიზაციის გავლენა გენდერულ უთანასწორობაზე: ქალთა გაძლიერება ლიბერიის
პოსტკონფლიქტურ საზოგადოებაში“; - სალომე ვარამიშვილი
„პალესტინელ ქალთა მიმართ არსებული გენდერული დისკრიმინაციის გამომწვევი
მიზეზები და შედეგები ისრაელ - პალესტინის კონფლიქტის პირობებში“; - მარიამ ნიგურიანი
„ომის ფარული დანაშაული: სექსუალური ძალადობა და მისი შედეგები“ - მარიამ
ჩალაძე
„რუსული დეზინფორმაციის ფესვები საქართველოში და მისი გავლენა სახელმწიფოს
უსაფრთხოებაზე“ - მარიამ გვაგვალია
“ნატოს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია ყირიმის ომის დასრულებიდან რუსეთ
- უკრაინის ომის დაწყებამდე (2014 – 2021)“ - კესო გიგიტაშვილი
„Russian Federation’s hybrid war in the Republic of Moldova: a new
tactic war and challenges to the West” - თებეა მინდიაშვილი და ია გოლიაძე
“The Weaponization of Information: How Russia Used Disinformation as a
tool to shape the August War in Georgia” - თამთა ბეჟანიშვილი
“Viability of the CSTO: Armenia’s Security Disillusionment and Dilemmas”
- ნატა ხმალაძე
ანა ანუშიძე
04.06.2023
პატივი ეცი მოსწავლეს, როგორც პიროვნებას!
პატივი ეცი მოსწავლეს, როგორც პიროვნებას!
როგორც მასწავლებელს, შეუძლებელია რაიმე იმაზე მეტად მაბრაზებდეს, ვიდრე
მოსწავლის განაწყენებული და აცრემლებული თვალები.
იმისთვის, რომ მეორედ ასეთი რამ არ განმეორდეს, ჩემს ვალდებულად ვთვლი დავწერო რომ სანამ ვინმე „ტრენერი“ გადაწყვეტს სკოლაში შევიდეს და მოსწავლეებს რაიმე ასწავლოს გაიაზროს:
1)
მოსწავლე არ არის არც სათამაშო, არც დეკორაცია!
2)
პატივი უნდა სცე მოსწავლის თავისუფალ დროს, არ უნდა
ცდილობდე და არც უნდა გინდოდეს აიძულო მოსწავლეები, მათი ნების წინააღმდეგ, დაათმობინო
დასვენების დღეები და მოგისმინონ შენ იმიტომ რომ შენ ასე გადაწყვიტე!
3)
კვირა დღეს დილის 10:00 საათზე სკოლაში ინფორმაციის
მისაღებად მოსული და მერხთან დამჯდარი მოსწავლე არ უნდა, რბილად რომ ვთქვათ, გაუშვა
სახლში, თუ გადასაცემი ინფორმაცია მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია!
4)
სანამ რომელიმე ინფორმაციის მიტანას შეეცდები, ჯერ კეთილგანწყობა
უნდა მიიტანო და მოიპოვო!
5)
არ შეიძლება ფაციფუცობდე მარტო იმიტომ, რომ შენს დავთარში
რაღაც მოინიშნო და უფროსს აჩვენო რომ „გეგმა - ვალდებულებით“ განსაზღვრული ოდენობის
ტრენინგი ჩაატარე!
6)
შენი უკულტურობით არ უნდა მიაყენო ჩრდილი იმ ორგანიზაციას
და პროექტს რომელიც კარგ საქმეს აკეთებს და შენც გენდო და ამისთვის დაგიქირავა!
7)
მართლა გწამდეს იმ ღირებულებების რომლების გავრცელებასაც
ცდილობ. უბრალოდ, პატივი ეცი შენს და სხვის უფლებებს, საკუთარ თავს და სხვებს.
ანა
ანუშიძე
04.
06. 2023 წ.
Friday, June 2, 2023
შემაჯამებელი ღონისძიება აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში
„კონსტიტუციის გაცნობის და შესწავლის კვირეულის" შემაჯამებელი ღონისძიება
თემაზე: „საქართველოს, აჭარის ა/რ და
აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციები“
აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში
აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ უმასპინძლა ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მოსწავლეებს და მასწავლებელს. საგანმანათლებლო ვიზიტი განხორციელდა „კონსტიტუციის გაცნობისა და შესწავლის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, თემაზე: „საქართველოს, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციები“.
ვიზიტი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: გაცნობითი ექსკურსიით, ინტერაქციული ლექციებით და მოსწავლეთა მიერ მომზადებული აქტივობებით.
მე - 10 კლასების მოსწავლეებმა აღნიშნეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღების არსი, წაიკითხეს საქართველოს, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციების პრეამბულები, თითოეული კონსტიტუციის, ზოგადი დებულების თავებიდან ამონარიდები, ისაუბრეს კონსტიტუციების აგებულებაზე და მათ ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და განვითარების საქმეში.
მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ინტერაქციულმა ლექციებმა, პრეზენტაციებმა თემებზე: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ისტორია, ქართული კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები, სახელმწიფო მოწყობის საკითხები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი და ფუნქციები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობები და ავტონომიური რესპუბლიკის როლი სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში, კეთილგანწყობილმა გარემომ, ინკლუზიურმა სევისებმა (წარმოადგინე ან/და შეუერთდი პეტიციას, გააკეთე კომენტარი კანონპროექტზე, მიმართე უმაღლეს საბჭოს, დაესწარი სხდომას, ჩანიშნე შეხვედრა დეპუტატთან, მოითხოვე ელექტრონული საშვი, გაეცანი აჭარის ბიუჯეტს, ჩაერთე საზედამხედველო საქმიანობაში, მიიღე მონაწილეობა საჯარო კონსულტაციებში) რომლებიც ყველა მოქალაქის ჩართულობას უზრუნველყოფს, (აქვე, გირჩევთ ეწვიოთ საიტს https://chaerte.sca.ge/) აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობის ინტერიერის თანამედროვე სტანდარტებით ადაპტირებამ (შენობა სრულად არის ადაპტირებული ყველა საჭიროების მქონე მოქალაქისთვის) და, რა თქმა უნდა, ისტორიული შენობის განუმეორებელმა ექსტერიერმა, მასში ჩაშენებულმა ჩუქურთმებმა და ხედებმა.
მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული მრავალფეროვანი ბუკლეტები და ბროშურები.
კეთილგანწყობილი მასპინძლობისთვის, საინტერესო ლექციებისა
და ინფორმაციული ინტერაქციისთვის განსაკუთრებულ
მადლობას ვუხდით:
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ
და საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ვლადიმერ მგალობლიშვილს.
აჭარია ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო უზრუნველყოფისა
და შესყიდვების განყოფილების უფროს, ბ - ნ დავით ბერიძეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, მოქალაქეთა ჩართულობის განყოფილების უფროსს, ქ - ნ ცირა ხაჯიშვილს.
ანა ანუშიძე
2 ივნისი, 2023 წ.
ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში
ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...
-
სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში როგორ შევქმნათ პოზიტიური სასკოლო კულტურა? სკოლა, საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებ...
-
რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ რთული ქცევა არის პერიოდულად ან სიტუაციურად განმეორებადი ქცევა, რომელიც ხელს უ...