11 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მესამე სტანდარტთან დაკავშირებით
სასარგებლო ბმულებით
ნაწილი III
ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
გვაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ორთხი სტანდარტი:
პირველი სტანდარტი: სკოლის ფილოსოფია
მეორე სტანდარტი: სკოლის კურიკულუმი
მესამე სტანდარტი: სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული
მხარდაჭერა
მეოთხე სტანდარტი: მოსწავლეთა მხარდაჭერა
მოცემული სტატია უკავშირდება ავტორიზაციის სტანდარტებიდან მსამე სტანდარტს, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.
შესაბამისად, ქვემოთ მოცემული თერთმეტი ზოგადი და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას მესამე სტანდარტის თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.
3.1.1. დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისთვის სკოლის ორგანიზაციულ მოწყობასთან დაკავშრებით
მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზაცია სწორედ იმ მიზნებს აღწევს ეფექტიანად, რომელთა მიღწევის საჭიროებას და მოსალოდენელი შედეგების სარგებლიანობას ხედავს ყველა ის პირი, ვის შრომაზეც არის დამოკიდებული მათი მიღწევა. ამისთვის კი მიზანი ნათელი, მკაფიოდ ფორმულირებული, შთამაგონებელი, ამბიციური და მიღწევადი უნდა იყოს.
რაც შეეხება უშუალოდ სკოლის გამართულ ორგანიზაციულ მოწყობას, ამისთვის აუცილებელია სკოლას ნათლად ჰქონდეს განსაზღვრული სკოლის სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების და დასაქმებული პირების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. მოცემული ინფორმაცია დოკუმენტირებული უნდა იყოს და იცნობდეს სასკოლო საზოგადოება, ამ მიზნით ეფექტიანია საინფორმაციო კვირეულების ორგანიზება, სადაც სკოლის ყველა დასაქმებულ წევრს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საკუთარი და კოლეგების ფუნქციებსა და უფლება - მოვალეობებს, დასვას შეკითხვა, მიიღოს არგუმენტირებული პასუხი და მხარდაჭერა, შესათავაზოს სასკოლო საზოგადოებას ინიციატივა, ამასთან, თითოეული დასაქმებულის ფუნქცია - მოვალეობების განსაზღვრა იმგვარად უნდა მოახდინოს სკოლამ რომ აღნიშნული ხელს უწყობდეს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას და დასაქმებულის პროფესიულ განვითარებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლაში სათანადო წესით იყოს დოკუმენტირებული და ილუსტრირებული თითოეული სტრუქტურული ერთეულისა და დასაქმებული პირისთვის განსაზღვრული უფლება - მოვალეობები. ამასთან, უნდა მოხდეს ეფექტიანი მონიტორინგი თუ როგორ ხდება ფუნქცია - მოვალეობების შესრულება, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღვროს ინდიკატორები და მონიტორინგის შედეგების შესაბამისად მოხდეს მათი გადახედვა დახვეწისა და მუშაობის ეფექტიანობის ზრდისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მონიტორინგის მიზნები და პროცედურა ნათლად უნდა განემარტოს სასკოლო საზოგადოებას, სასკოლო საზოგადოების წევრები უნდა გრძნობდნენ რომ მონიტორინგის უპირველესი მიზანი მათი მხარდაჭერა და განვითარებაა რაც პირდაპირ განაპირობებს სკოლის როგორც ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას.
3.1.2 სკოლის განვითარების უზრუნველყოფისთვის პერსონალის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით
ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეულმა დასაქმებულმა ნათლად უნდა იცოდეს საკუთარი ფუნქცია - მოვალეობები, სკოლაში მიმდინარეობდეს მონიტორინგის პროცესი, რომელიც დროულად გამოავლენს შესაბამის საჭიროებებს და დაგვეხმარება ინტერვენციების დაგეგმვა - განხორციელებაში, აუცილებელია სასკოლო კულტურის ნაწილი გახდეს:
(ა) ჩვენს ქვეყანაში განათლების, კერძოდ ზოგადი განათლების, სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების, მათში შეტანილი ცვლილებების გაცნობა, მსჯელობა, შესაბაისი გადაწყვეტილებების მიღება, ინტერვენციების დაგეგმვა, რაც გულისმიბს ამ მიზნით, გინივრული დროის გამოყოფას და შეხვედრებისთვის შესაბამისი ფორმატის/ფორმატების განსაზღვრას.
(ბ) სკოლაში მოქმედი შინაგანაწესის, გზამკვლევების, ანგარიშების, სასკოლო საზოგადოების მიერ შექმნილი დოკუმენტების, მათში შეტანილი ცვლილებების გაცნობა, მსჯელობა, შესაბაისი გადაწყვეტილებების მიღება, ინტერვენციების დაგეგმვა, რაც გულისმიბს ამ მიზნით, გინივრული დროის გამოყოფას და შეხვედრებისთვის შესაბამისი ფორმატის/ფორმატების განსაზღვრას.
(გ) პერსონალის მართვის პროცესები ხორციელდებოდეს მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. ამისთვის, სკოლას ჰქონდეს პერსონალის მართვის, საჭიროებებზე დაფუძნებული, პრევენციული და ინტერვენციული მართვის პოლიტიკა, რაც ასევე დოკუმენტირებული უნდა იყოს და ეცნობოს სასკოლო საზოგადოებას.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, სასკოლო კულტურის ერთ - ერთ მთავარ ღირებულებად, გაზიარებული პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში გაცოცხლების მნიშვნელობა, რათა გამოირიცხოს ხელოვნური ბარიერები რასაც იწვევს მაგ: მასწავლებელთა დახურულ ჯგუფებად გაერთიანება, რაც ხელს უშლის მასში ახალი წევრების ინტეგრირებას და ასევე შლის დახარული ჯგუფების წევრების ერთმანეთთან თანამშრომლობის ყოველდღიურ პრაქტიკას.
3.2.1 პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით
გარდა იმისა, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს პერსონალის შეფასებასა და პროფესიული განვითარების საჭიროებათა დადგენის მექანიზმები. მას ასევე უნდა ჰქონდეს პერსონალის წახალისება - დასჯის ნათელი, გამჭვირვალე, ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, პერსონალის განვითარება უნდა ხორციელდებოდეს გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შემუშავებული გეგმის შესაბამისად. სკოლა ხელს უნდა უწყობდეს პერსონალის კარიერულ ზრდას. ამ ყველაფრისთვის, კი პირველ რიგში სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იგრძნოს თავი ამ საზოგადოების მნიშვნელოვან წევრად, შესაბამისად, სკოლა უნდა უზრუველყოფდეს თანამშრომლების (განსაკუთრებით ახალი წევრების) ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან.
3.3.1 სკოლის მიერ გაცხადებული მისიისა და მიზნების შესაბამისად, სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით
სკოლაში უნდა არსებობდეს თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმი, მათ მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების და ამ საჩივრების განხილვის სისტემა. აღნიშნულ მექანიზმებს უნდა იცნობდეს სასკოლო საზოგადოება, მეტიც სასკოლო საზოგადოება (შესაძლებლობის, საჭიროების და სურვილის შესაბამისად) ჩართული უნდა იყოს აღნიშნული მექანიზმების შექმნის და განხორციელების პროცესებში.
3.3.2 სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკოლას გამართული სისტემა სჭირდება სკოლაში დასაქმებულ - მოღვაწე პროფესიონალებსა და სასწავლო სერვისებით მოსარგელეთა ერთიან სასკოლო საზოგადოებად ჩამოსაყალიბებლად, სასკოლო საზოგადოება კი სასკოლო კულტურის შექმნაში, დაცვაში და განვითარებაში ორგანულად უნდა იყო ჩართული, ამ მიზნით დირექცია, ლიდერ მასწავლებელთა გუნდთან ერთად (აქვე აღვნიშნავ, რომ ლიდერ მასწავლებელთა გუნდში შესაძლებლობის, საჭიროების და სურვილის შესაბამისად უნდა ხდებოდეს ახალი წევრების ჩართვა) მთავარი ინიციატორი უნდა იყოს იმგვარი აქტივობების, ღონისძიებების, პრაქტიკის რომელიც შექმნის პოზიტიურ სასკოლო კულტურას, უსაფრთხო სასწავლო გარემოს და უზრუნველყოფს მართვის პროცესებთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების ინფორმირების, უკუკავშირის მიღების და მასზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან მუშაობას.
3.4.1 სკოლაში ადამიანების უსაფრთხოების დაცულობასა და ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
სკოლაში ადამიანების უსაფრთხოების და დაცულობის მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ სკოლას ჰქონდეს დადასტურებული დასკვნა/დასკვნები შესაბამისი ორგანოებიდან რომ სკოლის შენობა არის უსაფრთხო იქ დასაქმებული და სასწავლო სერვისების მიმღები პირებისთვის, რომ სასკოლო სივრცე სრულად არის შემოსაზღვრული და დაცული, შიდა ინტერიერი აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს (მაგ: სინათლის კოეფიციენტის (იატაკის და ფანჯრის ღიაობის თანაფარდობა) მაჩვენებელი საკლასო ოთახში უნდა იყოს 1:4; დერეფანში 1:5; სპორტის დარბაზში 1:6; სათავსოში 1:8; კიბის უჯრედში 1:12 და ა.შ) დაცულია სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები (მაგ: კვების ობიექტში, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ემსახურება, ჭურჭლის რეცხვისთვის იყოს სამ განყოფილებიანი აბაზანა (1) ჭურჭლის გასუფთავება ნარჩენებისაგან ჯაგრისით და რეცხვა 50 გრადუსზე გაცხელებული წყლით სარეცხი საშუალების გამოყენებით (2) ჭურჭლის მოთავსება 0,2 % ქლორამინის ან კალციუმის და ნატრიუმის ჰიპოქლორიდის სადეზინფექციო ხსნარში (3) 65 გრადუსზე გაცხელებულ გამდინარე წყალში ჭურჭლის გარეცხვა და მისი გაშრობა კარადაში ან თაროზე და ა.შ.) სკოლას ჰყავდეს ყველა საჭირო სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და დასაქმებული პირების უსაფრთხოებას (ექიმი, ფსიქოლოგი, მანდატური, დარაჯი, დამლაგებელი და ა.შ.) პერიოდულად ტარდებოდეს ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ამ მიმართულებით სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის (მაგ: მასწავლებელთა მომზადება პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიმართულებით და ა.შ.) სკოლას ასევე უნდა ჰქონდეს და სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი უნდა იცნობდეს შესაბამის გზამკვლევებს რომლებიც სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის რთული სიტუაციების მართვას უზრუნველყოფს (მაგ: საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების ალგორითმი და ა.შ.).
შესაბამისად, სკოლის ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, აფექტურად და სოციალურად უსაფრთხო გარემო, არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ: გზამკვლევები, ანგარიშები, უსაფრთხო გარემოს შემოწმების ინდიკატორები, სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის ანკეტები და კითხვარები, მათი დამუშავების მეთოდური გზამკვლევები და ა.შ.) რაც უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას და სასკოლო საზოგადოებისგან ინფორმაციის მიღებას თუ რამდენად გრძნობენ თავს უსაფრთხოდ სკოლაში სხვადასხვა (სკოლის მიერ განსაზღვრული) კრიტერიუმის მიხედვით. ამასთან, სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმი, რომლის ეფექტიანობის შემოწმებისთვისაც უნდა იყენებდეს ადამიანების და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებდეს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
რაც შეეხება ბიზნეს პროცესების უზრუნველყოფას, სკოლისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს სასკოლო ქონების მოვლა და განვითარება, ამ მიზნით ის უნდა ესწრაფოდეს არსებულ პროგრამებში (მათ შორის ბიზნეს ფორუმებში) მონაწილეობას საჭირო დაფინანსების მოპოვების მიზნით, რასაც გამოიყენებს სხვადასხვა მიზნით (მაგ: ტექნიკის შეძენა - განახლებისთვის, ახალი სასკოლო სივრცეების მოწყობისთვის და ა.შ.).
3.5.1 სკოლის მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და არსებულ და/ან დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობასთან შესაბამისად სკოლის მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებასთან დაკავშირებით
ერთი მხრივ, სკოლა მუდმივად უნდა ცდილობდეს გაზარდოს მოსწავლეთა კონტიგენტი და ამისთვის შექმნას არა მხოლოდ სტანდარტებთან შესაბამისი, არამედ უნიკალური სასწავლო სერვისებით მდიდარი სასკოლო კურიკულუმი, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას.
მნიშვნელოვანია, სკოლა ეფექტიანად იყენებდეს ყველა სასკოლო სივრცეს, ამ მიმართულებით გამოსადეგია შესაბამისი გზამკვლევების, სამოქმედო გეგმების შექმნა და ანგარეშების წარმოება - პრეზენტაცია (მაგ: როგორია სამოქალქო განათლების კლუბის სამოქმედო გეგმა მიმდინარე სასწავლო წელს? როგორ იმუშავა მიმდინარე სასწავლო წელს გეოგრაფიის კაბინეტმა? და ა.შ.).
3.6.1 სკოლის ძირითადი საქმიანობის განხორციელებისთის, სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამოყენებასთან დაკავშირებით
სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი, სულ მცირე, ავტორიზაციის ვადით და დადგენილი მოსწავლეების ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის, მთლიანობაში სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, უნდა უწყობდეს ხელს სწავლა - სწავლების ინკლუზიური გარემოს ფორმირებას, სკოლის სოციოკულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვას.
იმისთვის რომ სკოლის ინფრასტრუქტურის მოვლასა და სათანადო წესით გამოყენებაზე იზრუნოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა, საჭიროა სკოლაში შემუშავებული იყოს მაგ: შესაბამისი ტექნიკის გამოყენებისა და მოვლის წესი/გზამკვლევი, ჩატარდეს სამუშაო შეხვედრა - ტრენინგი სასკოლო საზოგადოებისთვის თუ როგორ გამოვიყენოთ შესაბამისი ტექნიკა.
3.6.2 სკოლაში საქმისწარმოების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან დაკავშირებით
ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოება იცნობდეს და ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში იყენებდეს კანონმდებლობის შესაბამისი საქმისწარმოების წესს. დოკუმენტთბრუნვისთვის იყენებდეს შესაბამის დახურულ სისტემას (მაგ, კათედრული მუშაობის ფარგლებში შემუშავებული გეგმები, რეკომენდაციები, დოკუმენტაცია, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის რესურსები e-flow - ს მეშვეობით ზიარდებოდეს). ამასთან, არსებობდეს შემუშავებული გზამკვლევი სკოლის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებისთვის.
სკოლა დროულად უნდა აწვდიდეს ანგარიშებს, უკუკავშირსა და ინფორმაციას საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელ უწყებებს და თანამშრომლობდეს მათთან, ამასთან უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სრულყოფილი პროფილი, რომელიც პერიოდულად განახლდება და სანდო ინფორმაციის მიმწოდებელი იქნება საზოგადოებისთვის.
3.6.3 სკოლის მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნობრივად წარმართვასთან დაკავშირებით
რადგან სკოლა საზოგადოების ინფორმირებისა და კომუნიკაციისთვის ოფიციალურ ვებ - გვერდს და ძირითადად სოც. ქსელში შექმნილ ოფიციალურ გვერდებს იყენებს, აუცილებელია, განსაზღვრული იყოს კონკრეტული პირი/პირები, ვისაც დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა აღნიშნული გვერდების მართვზე, მათზე ინფორმაციის თანადროული განთავსებასა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასალის განთავსებამდე მისი კონტენტისა და ფორმის შემოწმებაზე, რათა სრულად იყოს დაცული მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები და საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მხოლოდ სანდო და უტყუარი ინფორმაციის გამოქვეყნება - გავრცელება.
შესაძლოა იმავე პირს/პირებს ან ან სხვა პირს/პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ვებ და სოც. გვერდებზე დაფიქსირებული უკუკავშირის შესწავლის, გაანალიზების და მათზე რეაგირების მიმართულებით.
სკოლის ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ქართულ ენაზე და ასევე იმ ენაზე, რომელზეც ხორციელდება სწავლა-სწავლების პროცესი.
აქვე აღვნიშნავ, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, აუცილებლად,
სკოლის ოფიციალურ გვერდი:
(ა) რა არის სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა და ღირებულებები);
(ბ) სტრუქტურა;
(გ) პროგრამების დასახელებები, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურები და
მისანიჭებელი კვალიფიკაცია (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი);
(დ) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნები;
(ე) მოსწავლეთა მხარდაჭერის სერვისები;
(ვ) გასაჩივრების მექანიზმები;
(ზ) ფინანსური მდგრადობის შესახებ ანგარიში;
(თ) სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები;
(ი) საკონტაქტო ინფორმაცია;
3.7.1 სკოლის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სკოლის ბიუჯეტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქმედო გეგმის განხორციელებას (იხ. რჩევების მე - 2 ნაწილი).
სკოლის ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვისა და შესრულებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლას ჰქონდეს ფინანსური რესურსების მართვის ანუ დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის გზამკვლევი.
სკოლა მუდმივად უნდა ისწრაფოდეს მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა კონკრურსსა თუ ფორუმებში, აქტიური საქმიანი კომუნიკაცია აწარმოოს ბიზნეს სექტორთან და მიიღის საჭირო ოდენობის დაფინანსება ან/და რესურსი სკოლისთვის აქტუალური პროექტების განხორციელებისთვის ან/და სასკოლო სივრცეების შექმნა - განვითარებისთვის.
სასარგებლო ბმულები:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY
სკოლის დირექტორის სტანდარტი იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=w1Kbg7efNPM&t=13s
სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg
სასკოლო კურიკულუმი იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=k0eMvcdeaBo
სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების
გზა იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s
სწავლა - სწავლების პრინციპები იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=OUX5JjnHAqo&t=11s
სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიის ხუთი ძირითადი პრონციპი იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8
განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება იხ. ბმული
https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html
განმავითარებელი შეფასება იხ. ბმული
https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html
რემედიაციული სწავლება იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=KMLDywK2QCg&t=22s
სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=xKUG59XeyuI&t=47s
უნივერსალური დიზაინის ზოგადი პრინციპები იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=OYIGp5_A_fs&t=20s
დიფერენცირერბული სწავლების ინსტრუმენტები იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=9iHcFBA-WB4&t=38s
სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=O4oJKth1bDM&t=542s
ადამიანური
რესურსების მართვა და განვითარება იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=nhH7vun0AyQ&t=20
ადამიანებისა
და პროცესების უსაფრთხოება იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=C3Uq2P8dJn
მატერიალური
და ფინანსური რესურსების მართვა იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=BizCSvMZaQI
საინფორმაციო
რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია იხ.
ბმული
https://www.youtube.com/watch?v=EzsPKFzXqiI
მოსწავლეთა
უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=3jizf__ZYc0
სასკოლო
კულტურის ფორმირება იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=4PrW_Gcnfog
ანა ანუშიძე
23 ნოემბერი 2023 წ.
No comments:
Post a Comment