Friday, November 24, 2023

6 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მეოთხე სტანდარტთან დაკავშირებით


6 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მეოთხე სტანდარტთან დაკავშირებით 

სასარგებლო ბმულებით

ნაწილი IV 

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

გვაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ორთხი სტანდარტი:

პირველი სტანდარტი: სკოლის ფილოსოფია

მეორე სტანდარტი: სკოლის კურიკულუმი

მესამე სტანდარტი: სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

მეოთხე სტანდარტი: მოსწავლეთა მხარდაჭერა

მოცემული სტატია უკავშირდება ავტორიზაციის სტანდარტებიდან მეოთხეს, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლეთა მხარდაჭერის მიმართულებით.

 შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ექვსი ზოგადი და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას მეოთხე სტანდარტის თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.

4.1.1. მოსწავლეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით

სკოლა შიდა რეგულაციებით უნდა ახორციელდებდეს მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვას და შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას რისთვისაც, პირველ რიგში სასკოლო საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს მოსწავლესთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების შესახებ. ინფორმირების პროცესი რომ ეფექტიანი იყოს, პრეზენტაციის და შეხედრის ფორმატის მიზნობრივი აუდიტორიისთვის შესაბამისობასთან ერთად, ფიქრის და გააზრების, შეკითხვების და არგუმენტირებული პასუხების დრო უნდა იყოს გათვალისწინებული საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების პროცესში.

სკოლას უნდა ჰქონდეს მოსწავლესთან, მოსწავლის მშობელთან/კანონინერ წარმომადგენელთან გაფორმებული კანონმდებლობის შესაბამისი ხელშეკრულებები.

4.1.2. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის გამჭვირვალე და მკაფიო მექანიზმების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით

სკოლამ უნდა განსაზღვროს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის გამჭვირვალე და მკაფიო, კანონმდებლობის შესაბამისი, მექანიზმები, რომლებსაც იცნობს სასკოლო საზოგადოება და სრულდება სკოლის მხრიდან.

სკოლის მიერ განსაზღვრული მომსახურების სახეების, პირობების, პროგრამების და მათი სპეციფიკის, მომსახურებისათვის დადგენილი საფასურების (არსებობის შემთხვევაში) სკოლის შიდა პოლიტიკის და მოსწავლის მოსალოდნელი ქცევის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს  საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამისთვის გარდა შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრებისა, რომლებიც, თავის მხრივ, შეგვიძლია ჩავატაროთ პირისპირ ან Teams ან Zoom პლატფორმების გამოყენებით, ეფექტიანია თუ განვათავსებთ სკოლის ვებ და სოციალურ ქსელებში არსებულ გვერდებზე, გამოვაკრავთ შესაბამის სასწავლო სივრცეში, საინფორმაციო დაფებზე. სკოლის ან მისი პერსონალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისი, გამჭვირვალე, განახლებული და არადისკრიმინაციული.

4.2.1 სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მომსახურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით

სკოლას უნდა ჰქონეს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელსაც იცნობს, ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში იყენებს სასკოლო საზოგადოება და შესაბამისად არის სასკოლო კულტურის ნაწილი. ამგვარი მექანიზმის შემუშავება, გამოყენება და მუდმივი ზრუნვა მის ეფექტიანობაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ბულინგისა და მობინგის ეფექტიანი პრევენციისთვის. მნიშვნელოვანია, ამგვარი მექანიზმის შემუშავება - გამოყენების პრიცესში აქტიურად იყოს ჩართული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, მათვე შექმნან შესაბამისი გზამკვლევები თუ როგორ უნდა მოხდეს სასკოლო საზოგადოების ახალი წევრის მიღება სკოლაში, როგორ უნდა იზრუნონ  ახალი წევრის მხარდაჭერაზე ახალ გარემოსთან ადაპრიტერბის მიმართულებით და ა.შ.

სკოლა სწავლის დაწყების მომენტიდან უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან, სათანადო კონსულტაციებით, აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერით, ამისთვის კი მასწავლებლები უნდა ფლობდნენ რემედიაციული, დიფერენცირებული სწავლა - სწავლების მეთოდებს, სკოლას ჰქონდეს (მუდმივად მუშაობდეს) სკოლის ბაზაზე შესაბამისი რესურსების და მათი გამოყენების ინსტრუქცია - გზამკვლევების შექმნაზე. მასწავლებლები ორგანიზებულად უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს ინფორმაციას და პროცესზე დაკვირვების შედეგებს სასკოლო საზოგადოების ახალი წევრი მოსწავლის პროგრესის, მის წინაშე არსებული გამოწვევების და შემდგომი ინტერვენციების შესახებ. მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის მიმართულებით, სკოლას უნდა ჰქონდეს შესაბამისი გეგმები და გზამკვლევები, რომლებსაც რეალურად გამოიყენებს სასკოლო საზოგადოება (მაგ: ინდივიდუალური და ალტერნატიული გეგმები, დიფერენცირებული და რემედიაციული სწავლა - სწავლება და ა.შ.).

სკოლა მოსწავლეს გონივრულ, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა უწევდეს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უნდა უზრუნველყოფდეს დამატებით/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას, რასაც შეუძლია მოსწავლეებში მოტივაციის ზრდა. მონიტორინგის პროცესი ასევე სჭირდება შესაბამისი სასწავლო სერვისებისა და აქტივობების ეფექტიანობის შემოწმებას შემდგომი განვითარებისთვის, ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა/დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირის საფუძველზე სკოლა აუმჯობესებდეს სასწავლო სერვისებს.

4.2.2. სკოლაში  კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშრებით

ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია სკოლა აქტიურად თანამშრომლობდეს პროფესიულ სასწავლებლებთან, ახორციელებდეს პროფესიული ორიენტაციის და კარიერული  დაგეგმვის კვირეულებს, ინტეგრირებულ აქტივობებს, ვორქშოფებს და აღნიშნულ პროცესში ჩართოს მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები. ამასთან, სკოლა მუდმივად უნდა აწვდიდეს მოსწავლეებს, მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს განახლებულ და სანდო ინფორმაციას ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდგომი განათლების მიღების და პროფესიის შეძენის შესაძლებლობებზე.  აღნიშნული მიმართულებით ასევე უნდა იყენებდეს სკოლა მონიტორინგის მექანიზმს და ითვალისწინებს მონიტორინგის შედეგებს.

4.2.3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სსსმ მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სსსმ მოსწავლეთა მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით

სკოლას შემუშავებული უნდა ჰქონდეს სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმი, რომელსაც იცნობს და იყენებს სასკოლო საზოგადოება, სსსმ მოსწავლის წინსვლის და განვითარების მხარდაჭერა უნდა ეფუძნებოდეს სასკოლო საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამისად, სკოლას უნდა ჰქონდეს  მოწესრიგებული არა მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია, არამედ შესაბამისი სასწავლო რესურსები და მოსწავლეთა ნაშრომები.

4.2.4. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლის მიერ შეთავაზებული დამატებითი (არასავალდებულო) მომსახურების (არსებობის შემთხვევაში) განხორციელებასთან დაკავშირებით

აღნიშნული ვალდებულება ძალაშია, როცა დამატებითი (არასავლდებულო) მომსახურების მიმწოდებელია უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ან/და მის მიერ შერჩეული კონტრაქტორი.

სკოლის მიერ შეთავაზებული დამატებითი არასავალდებულო ხასიათის მომსახურება (მაგ: გახანგრძლივებული სწავლება, კვების სერვისი, ტრანსპორტირების სერვისი, საერთო საცხოვრებლით მომსახურება და სხვა) უნდა განხორციელდეს შესაბამისი მარეგულირებლის მხრიდან საქმიანობის გახორციელების უფლების მიღების შემდეგ/საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სკოლის მიერ შეთავაზებული დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურების გაწევა ნებაყოფლობითობის პრინციპით უნდა განხორციელდეს, მართვის კოლეგიალურ ორგანოსა და მომსახურების მიმღებთან შეთანხმებული წესით, პირობებით და  მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების ხელშეწყობას ემსახურებოდეს.

შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის დადგენილი უფლებების მოპოვების ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, სკოლას შეუძლია დამატებითი (არასავალდებულო) მომსახურება განახორციელოს უსაფრთხოების ზოგადად არსებული ნორმების დაცვით და ითვალისწინებს მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს.

დამატებით აღვნიშნოთ, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის დოკუმენტების სახით, თუ რა სახის დამატებით (არასავალდებულო) მომსახურებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, ვინ ახორციელებს, რა მიზნით, რა რესურსებით, როგორი მეთოდებით, როგორია შესაბამისი სამოქმედო გეგმა და რა მიღწევები არსებობს შესაბამისი ანგარიშების საფუძველზე.

სასარგებლო ბმულები:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY

სკოლის დირექტორის სტანდარტი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=w1Kbg7efNPM&t=13s

სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg

სასკოლო კურიკულუმი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=k0eMvcdeaBo

სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების გზა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s

სწავლა - სწავლების პრინციპები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OUX5JjnHAqo&t=11s

სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიის ხუთი ძირითადი პრონციპი  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html

განმავითარებელი შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html

რემედიაციული სწავლება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KMLDywK2QCg&t=22s

სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=xKUG59XeyuI&t=47s

უნივერსალური დიზაინის ზოგადი პრინციპები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OYIGp5_A_fs&t=20s

დიფერენცირერბული სწავლების ინსტრუმენტები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=9iHcFBA-WB4&t=38s

სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=O4oJKth1bDM&t=542s

ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=nhH7vun0AyQ&t=20s

ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=C3Uq2P8dJns

მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=BizCSvMZaQI

საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=EzsPKFzXqiI

მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=3jizf__ZYc0

სასკოლო კულტურის ფორმირება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=4PrW_Gcnfog

ანა ანუშიძე

24 ნოემბერი 2023 წ.

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...