Tuesday, February 7, 2023

"ცისფერი მთები" დაუჯერებელი თუ დაუსრულებელი ამბავი?

 


"ცისფერი მთები" 
დაუჯერებელი თუ დაუსრულებელი ამბავი?

არ დამითვლია, რამდენჯერ მინახავს ჩვენს „თანამედროვე“ რეალობაში ყველა სცენა ამ ფილმიდან.

ჩვენი რეალობა ამ ფილმის სიუჟეტივით ვითარდება. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ჩვენ არ დავკარგეთ, სათუთად ვუფრთხილდებით და გრენლანდიასავით შემოვიტოვეთ ყველაზე ძვირფასი, საბჭოური მენტალიტეტი.


დღესაც, მთავარია შტატში იყო, თორემ რა მნიშვნელობა აქვს რისთვის გიხდის ხელფასს საკუთარი სახელმწიფო... შტატში რომ მოხვდე ყუფარაძემ უნდა დარეკოს. შტატი არ არის? არაუშავს, ზემოდან დააშვებინებს, ყუფარაძემ დარეკა და იმიტომ. რაც მთავარია, ერთ - ერთი სათაური უნდა დარჩეს, რა მნიშვნობა აქვს შინაარსს? მოკლედ, ფუქსავატობით, გულგრილობით, უშინაარსობით, უინიციატივობით, ჭერზე ბზარების თვლით და გაუთავებელი ბანკეტებით მხოლოდ სოსო ბრაზობს, ალბათ იმიტომ, რომ ახალი კადრია და პრაქტიკა აკლია.

...საინტერესოა, ბოლოს სოსოც ისწავლის ჭკუას, ანუ ცხოვრებას, ანუ მიიღებს საჭირო პრაქტიკას თუ ეყოფა ძალა შეინარჩუნოს პრინციპები და აკეთოს საქმე? 

მოკლედ, ახალგაზრდებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთრ რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით, ელდარ შენგელაიას მიერ 1984 წელს გადაღებული ეს, ჩვენი თანამედროვეობის, ფილმი, აუცილებლად უყურეთ მას.


ანა ანუშიძე
7 თებერვალი, 2023 წ.


 




Wednesday, February 1, 2023

სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში - ანა ანუშიძე



სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში

პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა საერთაშორისო ურთიერთობებში სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით. 

პროგრამის აღწერისა და სასწავლო გეგმის სანახავად იხ. ბმული: https://www.academia.edu/s/b0068161d0  

ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ მე დავასრულე სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც განსაკუთრებულად მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პროფესორები და მოწვეული სპეციალისტები გვასწავლიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან. სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ კიდევ როგორი დიზაინის სამაგისტრო პროგრამის შექმნა შეიძლებოდა  საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. მოკლედ, ჩემი ხედვა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის შესახებ ეფუძნება, ერთი მხრივ, განსაკუთრებულად ღირებულ გამოცდილებას, რომელიც მივიღე ჩემი პროფესორებისგან და მეორე მხრივ, დასკვნებს და შეხედულებებს, რომლებიც გამიღრმავდა მას შემდეგ, რაც გავეცანი 33 სხვადასხვა დიზაინის სამაგისტრო პროგრამას, რასაც მთელი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში სთავაზობენ მაგისტრანტობის კანდიდატებს დღეს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სამაგისტრო პროგრამა აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს მაგისტრანტებისთვის: 

✅სრულ აკადემიურ თავისუფლებას;

✅მრავალფეროვან არჩევანს (არჩევითი საგნების მრავალფეროვნება და ყოველწლიურად განახლებადი სილაბუსები, თანამდეროვე ლიტერატურით);

✅სიღრმისულ სწავლა - სწავლების პროცესს, თანაბარი აქცენტით დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნის აგებაზე;

✅პრაქტიკულ გამოცდილებას;

✅მაგისტრანტის მომზადებას კონკურენტულ გარემოში ოპერირებისთვის;

ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყანაში მაგისტრანტებს ექნებათ შესაძლებლობა და მრავალფეროვანი არჩევანი, მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება სხვადასხვა სფეროში.

წარმატებები ყველას ვინც სწავლობს და ასწავლის!

ანა ანუშიძე

1 თებერვალი, 2023 წელი

Friday, January 13, 2023

სამეცნიერო - კვლევითი პროექტი "ევროკავშირი დღეს" - ავტორი ანა ანუშიძე

 სამეცნიერო კვლევითი პროექტი "ევროკავშირი დღეს"

პროექტის ავტორი - საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, ანა ანუშიძე


პროექტის სრული ვერსიის სანახავად იხ. ბმული: 

 file:///C:/Users/user/Downloads/97235532.pdf 

მინდა გაგიზიაროთ პროექტი, რომლის წერაც  ჯერ კიდევ 2022 წელს დავიწყე და დავასრულე 2023 წლის პირველ კვირაში. ის განკუთვნილია ნებისმიერი უსდ - სთვის და გულისხმობს მრავალფეროვანი სამეცნიერო - კვლევითი აქტივობების განხორციელებას;

✅ინტერაქციული ლექციების წარმართვას მრავალფეროვანი და აქტიური აქტივობების გამოყენებით.

✅ევროპული საბჭოს და ევროკავშირის საბჭოს მოდელირებას.

✅მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი ციფრული სასწავლო რესურსების შექმნა-გამოფენას.

✅პერიოდული ციფრული გამოცემის "ევროკავშირი დღეს" წარმოებას.

✅ერთკვირიანი "საზაფხულო სკოლის" ორგანიზებას.

✅საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას.

✅სამეცნიერო სტატიების მომზადებას და საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენას.

✅სახელმძღვანელოს "სწავლა - სწავლების აქტიური და მრავალფეროვანი მეთოდები უსდ - ს პირველი და მეორე საფეხურისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში" მომზადებას.

✅შემაჯამებელ ღონისძიებას.

განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ პროექტი ითვალისწინებს განხორციელების პროცესში უსდ - ს სამეცნიერო პერსონალთან ერთად, სხვადასხვა ფაკულტეტის,საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ჩართვას.

ნამდვილად ღირდა, ჩემი რამდენიმეთვიანი მუშაობა, მათ შორის საახალწლო დღეებშიც, ამ პროექტის დაწერისთვის, მასში მთელი ჩემი პროფესიული გული და სული ჩავაქსოვე და გავითვალისწინე მთელი ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები. 

სწორედ პროექტის მაღალი აკადემიური და ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე ვასაჯაროებ მას და ყველა დაინტერესებულ პირს ვაძლევ უფლებას გამოიყენოს და განახორციელოს. 

შეკითხვებისთვის/კონსულტაციისთვის და პროექტის თქვენი სასწავლო დაწესებულებისთვის ადაპტირებისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ჩემი უკუკავშირი.

წარმატებები ყველას ვინც კეთილსინდისიერად სწავლობს და ასწავლის!


ანა ანუშიძე

13 იანვარი, 2023 წელი

Wednesday, December 21, 2022

ვისწავლოთ გამრავლების ტაბულა ეფექტიანად

                                                            გამრავლების ტაბულა

        იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად გააზრებულად გაიგონ და დაისწავლონ გამრავლების ტაბულა, საჭიროა მათ ყველა კანონზომიერება ერთ სიბრტყეზე ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზნით,  გიზიარებთ ციფრულ რესურსს, რომელიც ჩემი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შევქმენი. 









        მოცემული ინფოგრაფიკები, მოქნილია როგორც ჩვეულებრივ, ისე დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესში გამოყეებისთვის. 
ანა ანუშიძე
21 დეკემბერი, 2022 წელი.







Sunday, October 16, 2022

ა(ა)იპ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლა დაარსებიდან 31 - ე წლის იუბილეზე გიზიარებს საუკეთესო სასწავლო პრაქტიკას

                       საუკეთესო სასწავლო პრაქტიკის გაზიარება


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებული სახელობის სკოლა იუბილარია.  ზუსტად 31 წლის წინ 15 ოქტომბერს, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, სასულიერო სკოლა გაიხსნა. დღეს ჩვენი სკოლა გვიზიარებს ყველაზე ეფექტიან მეთედს, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ სკოლის მისიის გარშემო მთელი სასკოლო საზოგადოების კონსოლიდირება და ერთიანი ძალებით, პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირება - შენარჩუნება.

თქვენს წინაშეა სასკოლო  - საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც შეიქმნა წმ. ანდრია პირველწოდებული სახ. სკოლაში, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში.

ბუკლეტი შესაბამისი ილუსტრაციებით გაფორმებული, გვაძლევს შესაძლებლობას გავიცნოთ სკოლის მისია და მოსწავლის ქცევის კოდექსი. 


წარმატებებს ვუსურვებთ იუბილარ სკოლას და მის სასკოლო საზოგადოებას! 

ველით მათ შემდგომ სასკოლო - საგანმანათლებლო რესურსებს.


ანა ანუშიძე

15 ოქტომბერი 2022 წ.

Monday, March 21, 2022

ჯონ დიუის პროგრესული განათლების პრინციპები

 


ჯონ დიუის პროგრესული განათლების პრინციპები
და
სკოლა ლაბორატორია
რა გვჭირდება ეფექტიანი სწავლა - სწავლებისთვის

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ჯონ დიუი პროგრესულ განათლებად მოიაზრებდა მოსწავლეზე ორიენტირებულ, მისი ინტერესების გათვალისწინებით და მის მიერ წარმართულ სასწავლო პროცესს, რაც აამაღლებდა მათ სოციალურ შეგნებას, ასწავლიდა როგორ მიეღოთ მონაწილეობა სკოლის დემოკრატიულ ცხოვრებაში და დაეხმარებოდა პრაქტიკული უნარების შეძენაში. 

სწორედ პროგრესული განათლების პრინციპებს ეყრდნობა ჯონ დიუის სკოლა ლაბორატორია. მარია მონტესორის სკოლის მსგავსად მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს ჯონ დიუის სკოლა - ლაბორატორიები და ასევე საჯარო სკოლებში ისწრაფვიან დანერგონ პროგრესული განათლების პრინციპები.




ჯონ დიუის სკოლა ლაბორატორის მთავარი პრინციპი პროგრესული განათლების მიწოდებაა, ამასთან უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობები:

1) მოსწავლეების და მასწავლებლების შეფარდება უნდა იყოს 10:1.

2) სკოლა - ლაბორატორიაში უნდა ასწავლიდნენ პროფესორი მასწავლებლები.

3) სკოლა - ლაბორატორიაში დიდი დრო უნდა ეთმობოდეს დისკუსიებს:

ა) სწავლა - სწავლების პროცესში.
ბ) მასწავლებლებს და დირექციის წარმომადგენლებს შირის თემებზე: რა ხდება სკოლაში, რა ხარვეზებია, რა უნდა გაუმჯობესდეს და ა.შ.

4) სკოლა - ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს დიდი სივრცე ბაღებისა და სათამაშო მოედნების მოსაწყობად.

5) იქედან გამომდინარე, რომ სკოლას აუცილებლად უნდა დაექირავებინა მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, ჰქონოდა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეები, თავად შენობა კი სრულად აღჭურვილი ყოფილიყო ყველა საჭირო სასწავლო ტექნიკითა და რესურსით - სწავლა  ფასიანი იყო. 

ანა ანუშიძე
21 მარტი, 2022 წ.








მარია მონტესორის სკოლის ძირითადი პრინციპები - ეფექტიანი სწავლა - სწავლების პროცესისთვის

 


მარია მონტესორის სკოლის ძრითადი პრინციპები
რა გვჭირდება ეფექტიანი სწავლა - სწავლების პროცესისთვის

მარია მონტესორის სკოლის არსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების აღზრდის მთავარი პრინციპების სპეციალური საგანმანათლებლო საჭროებების არ მქონე ბავშვებზე მორგება იყო. 

მარია მონტესორი თავის სკოლაში იყენებდა ფორმალურ წვრთნას, ცლკეული სენსორული, მოტორული და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის. 








მონტესორის სკოლის ძირითადი პრინციპებია:

1) ბავშვებს აძლევდა თავისუფალ არჩევანს სწავლა - სწავლების პროცესში რესურსებთან და აქტივობებთან მიმართებით.

2) მოქნილი ფიზიკური გარემო, რომლის ადაპტირება ნებისმიერი სასწავლო აქტივობისთვის შეეძლოთ მცირე დროში მოსწავლეებს და მასწავლებლებს. 

3) მასწავლებლის როლი იყო გარემოს კონტროლი. 

4) მშობლის როლი იყო ბავშვის მოწესრიგება, უზრუნველყოფა ყველა საჭირო სასწავლო ნივთით, სკოლაში დროულად მიყვანა და კვირაში ერთხელ დირექტორთან გასაუბრება. 

მარია მონტესორის პრინციპით მრავლად ფუნქციონირებს კერძო სკოლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მონტესორის სკოლის პრინიპებს ასევე იყენებენ საჯარო სკოლებში სწავლა - სწავლების პროცესში.

ანა ანუშიძე

21 მარტი, 2022 წ.

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...