Thursday, November 23, 2023

11 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მესამე სტანდარტთან დაკავშირებით

 


11 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მესამე სტანდარტთან დაკავშირებით 

სასარგებლო ბმულებით

ნაწილი III

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

გვაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ორთხი სტანდარტი:

პირველი სტანდარტი: სკოლის ფილოსოფია

მეორე სტანდარტი: სკოლის კურიკულუმი

მესამე სტანდარტი: სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

მეოთხე სტანდარტი: მოსწავლეთა მხარდაჭერა

მოცემული სტატია უკავშირდება ავტორიზაციის სტანდარტებიდან მსამე სტანდარტს, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.

 შესაბამისად, ქვემოთ მოცემული თერთმეტი ზოგადი და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას მესამე სტანდარტის თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.

3.1.1. დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისთვის სკოლის ორგანიზაციულ მოწყობასთან დაკავშრებით

მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზაცია სწორედ იმ მიზნებს აღწევს ეფექტიანად, რომელთა მიღწევის საჭიროებას და მოსალოდენელი შედეგების სარგებლიანობას ხედავს ყველა ის პირი, ვის შრომაზეც არის დამოკიდებული მათი მიღწევა. ამისთვის კი მიზანი ნათელი, მკაფიოდ ფორმულირებული, შთამაგონებელი, ამბიციური და მიღწევადი უნდა იყოს.

რაც შეეხება უშუალოდ სკოლის გამართულ ორგანიზაციულ მოწყობას, ამისთვის აუცილებელია სკოლას ნათლად ჰქონდეს განსაზღვრული სკოლის  სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების და დასაქმებული პირების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. მოცემული ინფორმაცია დოკუმენტირებული უნდა იყოს და იცნობდეს სასკოლო საზოგადოება, ამ მიზნით ეფექტიანია საინფორმაციო კვირეულების ორგანიზება, სადაც სკოლის ყველა დასაქმებულ წევრს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საკუთარი და კოლეგების ფუნქციებსა და უფლება - მოვალეობებს, დასვას შეკითხვა, მიიღოს არგუმენტირებული პასუხი და მხარდაჭერა, შესათავაზოს სასკოლო საზოგადოებას ინიციატივა, ამასთან, თითოეული დასაქმებულის ფუნქცია - მოვალეობების განსაზღვრა იმგვარად უნდა მოახდინოს სკოლამ რომ აღნიშნული ხელს უწყობდეს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას და დასაქმებულის პროფესიულ განვითარებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლაში სათანადო წესით იყოს დოკუმენტირებული და ილუსტრირებული თითოეული სტრუქტურული ერთეულისა და დასაქმებული პირისთვის განსაზღვრული უფლება - მოვალეობები. ამასთან, უნდა მოხდეს ეფექტიანი მონიტორინგი თუ როგორ ხდება ფუნქცია - მოვალეობების შესრულება, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღვროს ინდიკატორები და მონიტორინგის შედეგების შესაბამისად მოხდეს მათი გადახედვა დახვეწისა და მუშაობის ეფექტიანობის ზრდისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მონიტორინგის მიზნები და პროცედურა ნათლად უნდა განემარტოს სასკოლო საზოგადოებას, სასკოლო საზოგადოების წევრები უნდა გრძნობდნენ რომ მონიტორინგის უპირველესი მიზანი მათი მხარდაჭერა და განვითარებაა რაც პირდაპირ განაპირობებს სკოლის როგორც ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას.

3.1.2 სკოლის განვითარების უზრუნველყოფისთვის პერსონალის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით

ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეულმა დასაქმებულმა ნათლად უნდა იცოდეს საკუთარი ფუნქცია - მოვალეობები, სკოლაში მიმდინარეობდეს მონიტორინგის პროცესი, რომელიც დროულად გამოავლენს შესაბამის საჭიროებებს და დაგვეხმარება ინტერვენციების დაგეგმვა - განხორციელებაში, აუცილებელია სასკოლო კულტურის ნაწილი გახდეს:

(ა) ჩვენს ქვეყანაში განათლების, კერძოდ ზოგადი განათლების, სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების, მათში შეტანილი ცვლილებების გაცნობა, მსჯელობა, შესაბაისი გადაწყვეტილებების მიღება, ინტერვენციების დაგეგმვა, რაც გულისმიბს ამ მიზნით, გინივრული დროის გამოყოფას და შეხვედრებისთვის შესაბამისი ფორმატის/ფორმატების განსაზღვრას.

(ბ) სკოლაში მოქმედი შინაგანაწესის, გზამკვლევების, ანგარიშების, სასკოლო საზოგადოების მიერ შექმნილი დოკუმენტების, მათში შეტანილი ცვლილებების გაცნობა, მსჯელობა, შესაბაისი გადაწყვეტილებების მიღება, ინტერვენციების დაგეგმვა, რაც გულისმიბს ამ მიზნით, გინივრული დროის გამოყოფას და შეხვედრებისთვის შესაბამისი ფორმატის/ფორმატების განსაზღვრას.

(გ) პერსონალის შერჩევის პოლიტიკა და პროცედურები იმგვარად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ უზრუნველყოს ვაკანტური პოზიციისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა და დასაქმება ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით. აღნიშნული პოლიტიკა/გზამკვლევი დოკუმენტრირებული უნდა იყოს და იცნობდეს სასკოლო საზოგადოება.

(გ) პერსონალის მართვის პროცესები ხორციელდებოდეს მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. ამისთვის, სკოლას ჰქონდეს პერსონალის მართვის,  საჭიროებებზე დაფუძნებული, პრევენციული და ინტერვენციული  მართვის პოლიტიკა, რაც ასევე დოკუმენტირებული უნდა იყოს და ეცნობოს სასკოლო საზოგადოებას.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, სასკოლო კულტურის ერთ - ერთ მთავარ ღირებულებად, გაზიარებული პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში გაცოცხლების მნიშვნელობა, რათა გამოირიცხოს ხელოვნური ბარიერები რასაც იწვევს მაგ: მასწავლებელთა დახურულ ჯგუფებად გაერთიანება, რაც ხელს უშლის მასში ახალი წევრების ინტეგრირებას და ასევე შლის დახარული ჯგუფების წევრების ერთმანეთთან თანამშრომლობის ყოველდღიურ პრაქტიკას.  

3.2.1 პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით

გარდა იმისა, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს პერსონალის შეფასებასა და პროფესიული განვითარების საჭიროებათა დადგენის მექანიზმები. მას ასევე უნდა ჰქონდეს პერსონალის წახალისება - დასჯის ნათელი, გამჭვირვალე, ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, პერსონალის განვითარება უნდა ხორციელდებოდეს გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შემუშავებული გეგმის შესაბამისად. სკოლა ხელს უნდა უწყობდეს პერსონალის კარიერულ ზრდას. ამ ყველაფრისთვის, კი პირველ რიგში სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იგრძნოს თავი ამ საზოგადოების მნიშვნელოვან წევრად, შესაბამისად, სკოლა უნდა უზრუველყოფდეს თანამშრომლების (განსაკუთრებით ახალი წევრების) ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან.

3.3.1 სკოლის მიერ გაცხადებული მისიისა და მიზნების შესაბამისად, სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით

სკოლაში უნდა არსებობდეს თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების  კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმი, მათ მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების და ამ საჩივრების განხილვის სისტემა. აღნიშნულ მექანიზმებს უნდა იცნობდეს სასკოლო საზოგადოება, მეტიც სასკოლო საზოგადოება (შესაძლებლობის, საჭიროების და სურვილის შესაბამისად) ჩართული უნდა იყოს აღნიშნული მექანიზმების შექმნის და განხორციელების პროცესებში.

3.3.2 სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკოლას გამართული სისტემა სჭირდება სკოლაში დასაქმებულ - მოღვაწე პროფესიონალებსა და სასწავლო სერვისებით მოსარგელეთა ერთიან სასკოლო საზოგადოებად ჩამოსაყალიბებლად, სასკოლო საზოგადოება კი სასკოლო კულტურის შექმნაში, დაცვაში და განვითარებაში ორგანულად უნდა იყო ჩართული, ამ მიზნით დირექცია, ლიდერ მასწავლებელთა გუნდთან ერთად (აქვე აღვნიშნავ, რომ ლიდერ მასწავლებელთა გუნდში შესაძლებლობის, საჭიროების და სურვილის შესაბამისად უნდა ხდებოდეს ახალი წევრების ჩართვა) მთავარი ინიციატორი უნდა იყოს იმგვარი აქტივობების, ღონისძიებების, პრაქტიკის რომელიც შექმნის პოზიტიურ სასკოლო კულტურას,  უსაფრთხო სასწავლო გარემოს და უზრუნველყოფს მართვის პროცესებთან დაკავშირებით,  სასკოლო საზოგადოების ინფორმირების, უკუკავშირის მიღების და მასზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან მუშაობას.

3.4.1 სკოლაში ადამიანების უსაფრთხოების დაცულობასა და ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

სკოლაში ადამიანების უსაფრთხოების და დაცულობის მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ სკოლას ჰქონდეს დადასტურებული დასკვნა/დასკვნები შესაბამისი ორგანოებიდან რომ სკოლის შენობა არის უსაფრთხო იქ დასაქმებული და სასწავლო სერვისების მიმღები პირებისთვის, რომ სასკოლო სივრცე სრულად არის შემოსაზღვრული და დაცული, შიდა ინტერიერი აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს (მაგ: სინათლის კოეფიციენტის (იატაკის და ფანჯრის ღიაობის თანაფარდობა) მაჩვენებელი საკლასო ოთახში უნდა იყოს 1:4; დერეფანში 1:5; სპორტის დარბაზში 1:6; სათავსოში 1:8; კიბის უჯრედში 1:12 და ა.შ) დაცულია სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები (მაგ: კვების ობიექტში, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ემსახურება, ჭურჭლის რეცხვისთვის იყოს სამ განყოფილებიანი აბაზანა (1) ჭურჭლის გასუფთავება ნარჩენებისაგან ჯაგრისით და რეცხვა 50 გრადუსზე გაცხელებული წყლით სარეცხი საშუალების გამოყენებით (2) ჭურჭლის მოთავსება 0,2 % ქლორამინის ან კალციუმის და ნატრიუმის ჰიპოქლორიდის სადეზინფექციო ხსნარში (3) 65 გრადუსზე გაცხელებულ გამდინარე წყალში ჭურჭლის გარეცხვა და მისი გაშრობა კარადაში ან თაროზე და ა.შ.) სკოლას ჰყავდეს ყველა საჭირო სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და დასაქმებული პირების უსაფრთხოებას (ექიმი, ფსიქოლოგი, მანდატური, დარაჯი, დამლაგებელი და ა.შ.) პერიოდულად ტარდებოდეს ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ამ მიმართულებით სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის (მაგ: მასწავლებელთა მომზადება პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიმართულებით და ა.შ.) სკოლას ასევე უნდა ჰქონდეს და სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი უნდა იცნობდეს შესაბამის გზამკვლევებს რომლებიც სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის რთული სიტუაციების მართვას უზრუნველყოფს (მაგ: საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების ალგორითმი და ა.შ.).

შესაბამისად, სკოლის ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, აფექტურად და სოციალურად უსაფრთხო გარემო, არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ: გზამკვლევები, ანგარიშები, უსაფრთხო გარემოს შემოწმების ინდიკატორები, სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის ანკეტები და კითხვარები, მათი დამუშავების მეთოდური გზამკვლევები და ა.შ.) რაც უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას და სასკოლო საზოგადოებისგან ინფორმაციის მიღებას თუ რამდენად გრძნობენ თავს უსაფრთხოდ სკოლაში სხვადასხვა (სკოლის მიერ განსაზღვრული) კრიტერიუმის მიხედვით. ამასთან, სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმი, რომლის ეფექტიანობის შემოწმებისთვისაც უნდა იყენებდეს ადამიანების და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებდეს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება ბიზნეს პროცესების უზრუნველყოფას, სკოლისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს სასკოლო ქონების მოვლა და განვითარება, ამ მიზნით ის უნდა ესწრაფოდეს არსებულ პროგრამებში (მათ შორის ბიზნეს ფორუმებში) მონაწილეობას საჭირო დაფინანსების მოპოვების მიზნით, რასაც გამოიყენებს სხვადასხვა მიზნით (მაგ: ტექნიკის შეძენა - განახლებისთვის, ახალი სასკოლო სივრცეების მოწყობისთვის და ა.შ.).

3.5.1 სკოლის მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და არსებულ და/ან დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობასთან შესაბამისად სკოლის მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებასთან დაკავშირებით

ერთი მხრივ, სკოლა მუდმივად უნდა ცდილობდეს გაზარდოს მოსწავლეთა კონტიგენტი და ამისთვის შექმნას არა მხოლოდ სტანდარტებთან შესაბამისი, არამედ უნიკალური სასწავლო სერვისებით მდიდარი სასკოლო კურიკულუმი, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას.

მნიშვნელოვანია, სკოლა ეფექტიანად იყენებდეს ყველა სასკოლო სივრცეს, ამ მიმართულებით გამოსადეგია შესაბამისი გზამკვლევების, სამოქმედო გეგმების შექმნა და ანგარეშების წარმოება - პრეზენტაცია (მაგ: როგორია სამოქალქო განათლების კლუბის სამოქმედო გეგმა მიმდინარე სასწავლო წელს? როგორ იმუშავა მიმდინარე სასწავლო წელს გეოგრაფიის კაბინეტმა? და ა.შ.).  

3.6.1 სკოლის ძირითადი საქმიანობის განხორციელებისთის, სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამოყენებასთან დაკავშირებით

სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი, სულ მცირე, ავტორიზაციის ვადით და დადგენილი მოსწავლეების ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის, მთლიანობაში სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, უნდა უწყობდეს ხელს სწავლა - სწავლების ინკლუზიური გარემოს ფორმირებას, სკოლის სოციოკულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვას.

იმისთვის რომ სკოლის ინფრასტრუქტურის მოვლასა და სათანადო წესით გამოყენებაზე იზრუნოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა, საჭიროა სკოლაში შემუშავებული იყოს მაგ: შესაბამისი ტექნიკის გამოყენებისა და მოვლის წესი/გზამკვლევი, ჩატარდეს სამუშაო შეხვედრა - ტრენინგი სასკოლო საზოგადოებისთვის თუ როგორ გამოვიყენოთ შესაბამისი ტექნიკა.

3.6.2 სკოლაში საქმისწარმოების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან დაკავშირებით

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოება იცნობდეს და ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში იყენებდეს კანონმდებლობის შესაბამისი საქმისწარმოების წესს. დოკუმენტთბრუნვისთვის იყენებდეს შესაბამის დახურულ სისტემას (მაგ, კათედრული მუშაობის ფარგლებში შემუშავებული გეგმები, რეკომენდაციები, დოკუმენტაცია, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის რესურსები e-flow  - ს მეშვეობით ზიარდებოდეს). ამასთან, არსებობდეს შემუშავებული გზამკვლევი სკოლის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებისთვის.

სკოლა დროულად უნდა აწვდიდეს ანგარიშებს, უკუკავშირსა და ინფორმაციას საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელ უწყებებს და თანამშრომლობდეს მათთან, ამასთან უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სრულყოფილი პროფილი, რომელიც პერიოდულად განახლდება და სანდო ინფორმაციის მიმწოდებელი იქნება საზოგადოებისთვის.

3.6.3 სკოლის მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნობრივად წარმართვასთან დაკავშირებით

რადგან სკოლა საზოგადოების ინფორმირებისა და კომუნიკაციისთვის ოფიციალურ ვებ - გვერდს და ძირითადად სოც. ქსელში შექმნილ ოფიციალურ გვერდებს იყენებს, აუცილებელია, განსაზღვრული იყოს კონკრეტული პირი/პირები, ვისაც დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა აღნიშნული გვერდების მართვზე, მათზე ინფორმაციის თანადროული განთავსებასა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასალის განთავსებამდე მისი კონტენტისა და ფორმის შემოწმებაზე, რათა სრულად იყოს დაცული მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები და საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მხოლოდ სანდო და უტყუარი ინფორმაციის გამოქვეყნება - გავრცელება.

შესაძლოა იმავე პირს/პირებს ან ან სხვა პირს/პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ვებ და სოც. გვერდებზე დაფიქსირებული უკუკავშირის შესწავლის, გაანალიზების და მათზე რეაგირების მიმართულებით.

სკოლის ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ქართულ ენაზე და ასევე იმ ენაზე, რომელზეც ხორციელდება სწავლა-სწავლების პროცესი.

აქვე აღვნიშნავ, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, აუცილებლად, სკოლის ოფიციალურ გვერდი:

(ა) რა არის სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა და ღირებულებები);

(ბ) სტრუქტურა;

(გ) პროგრამების დასახელებები, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურები და მისანიჭებელი კვალიფიკაცია (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი);

(დ) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნები;

(ე) მოსწავლეთა მხარდაჭერის სერვისები;

(ვ) გასაჩივრების მექანიზმები;

(ზ) ფინანსური მდგრადობის შესახებ ანგარიში;

(თ) სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები;

(ი) საკონტაქტო ინფორმაცია;

3.7.1 სკოლის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სკოლის ბიუჯეტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქმედო გეგმის განხორციელებას (იხ. რჩევების მე - 2 ნაწილი).

სკოლის ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვისა და შესრულებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლას ჰქონდეს ფინანსური რესურსების მართვის ანუ დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის გზამკვლევი.

სკოლა მუდმივად უნდა ისწრაფოდეს მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა კონკრურსსა თუ ფორუმებში, აქტიური საქმიანი კომუნიკაცია აწარმოოს ბიზნეს სექტორთან და მიიღის საჭირო ოდენობის დაფინანსება ან/და რესურსი სკოლისთვის აქტუალური პროექტების განხორციელებისთვის ან/და სასკოლო სივრცეების შექმნა - განვითარებისთვის.

სასარგებლო ბმულები:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY

სკოლის დირექტორის სტანდარტი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=w1Kbg7efNPM&t=13s

სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg

სასკოლო კურიკულუმი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=k0eMvcdeaBo

სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების გზა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s

სწავლა - სწავლების პრინციპები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OUX5JjnHAqo&t=11s

სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიის ხუთი ძირითადი პრონციპი  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html

განმავითარებელი შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html

რემედიაციული სწავლება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KMLDywK2QCg&t=22s

სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=xKUG59XeyuI&t=47s

უნივერსალური დიზაინის ზოგადი პრინციპები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OYIGp5_A_fs&t=20s

დიფერენცირერბული სწავლების ინსტრუმენტები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=9iHcFBA-WB4&t=38s

სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=O4oJKth1bDM&t=542s 

ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=nhH7vun0AyQ&t=20 

ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=C3Uq2P8dJn 

მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=BizCSvMZaQI 

საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=EzsPKFzXqiI 

მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=3jizf__ZYc0

სასკოლო კულტურის ფორმირება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=4PrW_Gcnfog

ანა ანუშიძე

23 ნოემბერი 2023 წ.

Monday, November 13, 2023

ისტორიის შემაჯამებელი გაკვეთილი არქეოლოგიის მუზეუმში


ისტორიის შემაჯამებელი გაკვეთილი არქეოლოგიის მუზეუმში

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის, ქ - ნ რუსუდან ანუშიძის ხელმძღვანელობით, ბათუმის არქეოლოგიურ მუზემთან თანამშრომლობით, შეაჯამებელი გაკვეთილი წარადგინეს მუზეუმში.

შემაჯამებელი გაკვეთილი ორი ნაწილისგან შედგებოდა:

პირველი ნაწილი - მოსწავლეებმა მოისმინეს მასწავლებლისა და მუზეუმის გიდის მიერ ერობლივად დაგეგმილი ინტერაქციული ლექცია საკითხზე: "ნეოლოთური რევოლუციის" მიზეზები და შედეგები.

მეორე ნაწილი - მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მომზადებული პოსტერების გამოყენებით შეაჯამეს საკლასო სივრცეში დამუშავებული თემა: პრეისტორია/ქვის ხანა, სამიზნე ცნებები: ისტორიული მოვლენა და პროცესი, სივრცე, დრო, წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა, საზოგადოება და ძალაუფლება.

შემაჯამებელი გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეებმა გიდის თანხლებით დაათვალიერეს მუზეუმის სივრცეში გამოფენილი ექსპონატები და იმსჯელეს მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ, გამორჩეულად ნიჭიერ და მოტივირებულ მოსწავლეებსა და რუსუდან მასწავლებელს!

ქვემოთ იხ. ფოტო მასალა










Tuesday, November 7, 2023

სამი რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის პირველ სტანდარტთან დაკავშირებით


სამი რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის პირველ სტანდარტთან დაკავშირებით

სასარგებლო ბმულებით

ნაწილი II

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

გვაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ორთხი სტანდარტი:

პირველი სტანდარტი: სკოლის ფილოსოფია

მეორე სტანდარტი: სკოლის კურიკულუმი

მესამე სტანდარტი: სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

მეოთხე სტანდარტი: მოსწავლეთა მხარდაჭერა

მოცემული სტატია უკავშირდება ავტორიზაციის სტანდარტებიდან პირველ სტანდარტს, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ფილოსოფია, (სკოლის ფილოსოფია არის სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების მთლიანობა) შესაბამისად, ქვემოთ მოცემული სამი ზოგადი რჩევა და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულებები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას პირველი სტანდარტის ფარგლებში მოქცეული თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.

1.1.1      საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში სკოლის მიერ საკუთარი ადგილის გააზრებასთან დაკავშირებით

სკოლა, როგორც ორგანიზაცია რომლის უმთავრესი  მიზანია თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური ზრდის მხარდაჭერა უნდა იყოს სტაბილური და მუდმივად განვითარებადი ინსტიტუცია, შესაბამისად, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის ფუნდამენტური მისია, რომელსაც სასკოლო საზოგადოება ყოველდღიური საქმიანობით აღწევს/მიაღწევს.

სკოლის მიერ, საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის გააზრება უნდა გამოიხატებოდეს სკოლის მისიაში.

სკოლის მისია უნდა გვცემდეს ნათელ პასუხს კითხვაზე: რა არის სკოლის შექმნისა და მისი ყოველდღიური მოღვაწეობის მთავარი მიზანი? ამასთან, მისია უნდა იყოს ერთდროულად მიღწევადიც და ამბიციურიც.

ორგანიზაციის მისიის ფორმულირების კარგ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ: Google - ის მისია „ჩვენი მისიაა ორგანიზება გავუკეთოთ მსოფლიოში არსებულ ინფორმაციას და გავხადოთ ის ხელმისაწვდომი და სასარგებლო“.

Google მისიის აგების ფორმულა შემდეგნაირად შეგვიძლია გავიაზროთ:

ფორმულა: ჩვენ გვჯერა X - ის (საჭიროა ორგანიზება გავუკეთოთ მსოფლიოში არსებულ ინფორმაციას) ამიტომ მზად ვართ შევქმნათ Y (შევქმნათ სისტემა/სივრცე სადაც მოხდება მსოფლიოში არსებული ინფორმაციის ორგანიზება) სადაც მოხდება Z (ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი და სასარგებლო).

მისიის შექმნისა და ფორმულირების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ:

(ა) თავიდან ავირიდოთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თანხვედრა/კოპირება;

(ბ) არ ჩავწეროთ ის რაც ისედაც ევალება სკოლას შესაბამისი სტანდარტით.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი სკოლის მისიის შექმნის პროცესში სასკოლო საზოგადოების სრული ჩართულობის ორგანიზებაა.

სკოლის ფილოსოფიის შემდეგი კომპონენტი გახლავთ სკოლის განვითარების ხედვა, ანუ მოკლე განაცხადი, რომელიც ასახავს ორგანიზაციის განვითარების საშუალოვადიან, გრძელვადიან მიზნებს. როგორც წესი, ხედვა მოიაზრებს სკოლის 7 – 15 წლიან განვითარების პერსპექტივას და როდესაც, ჩვენ ვეცნობით სკოლის ხედვას ვიგებთ/უნდა ვიგებდეთ თუ როგორ ხედავს ორგანიზაცია საკუთარ თავს  7 – 15 წლის შემდგომ.

მაგ: 2025 წლისთვის ჩვენი გამორჩეული უნარი იქნება, მოვახდინოთ მსოფლიო დონის კვლევების, საგანმანათლებლო სერვისების და გაცვლითი პროგრამების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში, რაც საშუალებას მოგვცემს დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს 50 წარმატებული სკოლის რეიტინგულ სიაში.

ფორმულა: ჩვენი მიზანია X დროის შემდეგ (2025 წლისთვის) ვიყოთ Y შესაძლებლობების (გამორჩეული უნარი იქნება, მოვახდინოთ მსოფლიო დონის კვლევების, საგანმანათლებლო სერვისების და გაცვლითი პროგრამების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში) მქონე სკოლა, რომელიც მიაღწევს Z შედეგებს (დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს 50 წარმატებული სკოლის რეიტინგულ სიაში).

ჩვენი სკოლის ხედვაზე მუშაობის/ფორმულირების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:

ა. ხედვას შეეძლოს სასკოლო საზოგადოების კონსოლიდირება და შთაგონება;

ბ. ხედვაში იკვეთებოდეს განსხვავება არსებულსა და სასურველ/მისაღწევ რეალობას შორის;

გ. ხედვა ფორმულირებული იყოს ნათელად და ლაკონურად;  

დ. ხედვა სტრატეგიული განვითარების გეგმის საფუძველს წარმოადგენს;

ე. ხედვა უნდა მოიცავს წარმატების გაზომვის ნიშნულს (მაგ: მსოფიოს მასშტაბით 50 ვ. წარმატებული/საუკეთესესო სკოლის სიაში ადგილის დამკვიდრება 2025 წლისთვის);

სკოლის ფილოსოფიის შემდეგი კომპონენტია ღირებულებები, ანუ ის ძირითადი პრინციპები, რომელთა ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში გაცოცხლებითაც სკოლა გეგმავს მისიაში გაცხადებული მიზნების მიღწევას. როგორც წესი, სასკოლო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს 5 – 7 ღირებულება, რომელიც არის/იქნება სასკოლო კულტურის ნაწილი, შესაბამისად აღიარებს და ეყრდნობა ყოველდღიურ საქმიანობაში.

ფორმულა: მისიის მიღწევას ვგეგმავთ A, B, C ღირებულებების ყოველდღიურ პრაქტიკაში განხორციელებით.

სკოლის ფილოსოფია ანუ მისია, ხედვა და ღირებულებები უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული სკოლის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე, ამასთან, ჟღერდებოდეს სასკოლო ღონისძიებებზე.  

1.2.1 სკოლის მიერ დაგეგმვის პრაქტიკასთან დაკავშირებით

აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ხაზი გავუსვათ, რომ ავტორიზაციის პროცესი, როგორც გარე კონტროლის მექანიზმი, ამოწმებს (და შესაბამის რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კონკრეტული სკოლისათვის კონკრეტულ დროით მონაკვეთში სამუშაოდ) რამდენად შეუძლია სკოლას როგორც ორგანიზაციას მართოს საკუთარი თავი, პროცესები რომლებსაც ახორციელებს, სწორედ ამიტომ  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორ, რა მექანიზმით/მექანიზმებით ახერხებს სკოლა დაგეგმოს, განახორციელოს, გასწიოს მონიტორინგი და შედეგები ასახოს ეფექტიანად, პროცესის გამართვისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის.

ამ მიმართულებით განსაკუთრების სარგებლიანია როდესაც სკოლა ყველა პროცესს, იწყებს ან აგრძელებს, უძღვება დემინგის PDCA ციკლის გამოყენებით, ანუ არ სრულდება დაგეგმვის, განახორციელების, შეფასების და გადახედვის ეტაპების მონაცვლეობა.

დაგეგმვის ეტაპი გულისხობს პროცესების აღწერაა, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას;

განხორციელების ეტაპი  - მოქმედებას გეგმის შესაბამისად;  

შეფასება - გვეხმარება დავინახოთ მისდევს თუ არა მიმდინარე პროცესი იმ გეგმას, რომელიც განვსაზღვრეთ;

გადახედვა - გულისხმობს შეფასების პროცესის შედეგად მიღებული უკუკავშირების გათვალისწინებას და მათ ეფექტიანად ასახვას გეგმაში (საჭიროებისამებრ გეგმის მოდიფიცირებას).

1.2.2 სკოლაში სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებით

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა, როგორც წესი 7 წლიანია და წარმოადგენს გზას სკოლის ამჟამინდელ და სასურველ/მისაღწევ მდგომარეობას/შედეგს შორის. 

სტრატეგიულ გეგმაში ნათლად და მკაფიოდ, მისიასთან  შესაბამისად, უნდა იყოს განსაზღვრული სკოლის მიზნები და ამოცანები.

სკოლის სამოქმედო გეგმა 1 წლიანია, მასში სტრატეგიული გეგმის შესაბამისად არის გაწერილი კონკრეტული მიზნები, ამოცანები, აქტივობები - რომელთა შესრულებისთვისაც განსაზღვრულია დროის მონაკვეთი და პასუხისმგებელი პირი/პირები.

სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები მტკიცდება, თუმცა მათი გასაჯაროება არ არის სავალდებულო.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმის წლიურ ანგარიშს, ეს საჯარო დოკუმენტია და სკოლამ უნდა უზრუნველყოს მისი, საკუთარ ვებ და სოც გვერდებზე განთავსება.

ცხადია, როგორც სტრატეგიული, ისე სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონიტორინგის პროცესის ეფექტიანად განხორციელებას. ამ მიმართულებით, განსაზღვრული უნდა იყოს: მონიტორინგის შუნაარსობრივი მხარე, პროცედურები და სიხშირე.

(ა) მონიტორინგის სიხშირე სტრატეგიული გეგმის შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს შემდეგგვარად:

ყველი წლის ბოლოს, ყოველ ორ წელიწადში, ყოველ სამ წელიწადში.

(ბ) მონიტორინგის სიხშირე სამოქმედო გეგმის შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს შემდეგგვარად:

ყოველი თვის ბოლოს, სამ თვეში ერთხელ, ექვს თვეში ერთხელ, წლის ბოლოს.

როგორ მოვახდინოთ მონიტორინგის პროცესის ეფექტიანად წარმართვა?

ამისთვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ინსტრუმენტი:

მოვითხოვოთ ანგარიში, დაგეგმილ - ჩატარებული შეხვედრების დაოქმება, შევქმნათ ელ. სივრცე სადაც ნათლად იქნება გაწერილი ყველა მიზნის/ამოცანის/აქტივობის განხორციელებაზე/შესრულებაზე/მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი/პირები და შესაბამისი დროის მონაკვეთი. ამოცანის/მიზნის/აქტივობის წარმატებულად განხორციელების გაზომვადი ინდიკატორები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგის შედეგების გაანალიზებასა და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვაზეა დამოკიდებული როგორ განხორციელდება სკოლის სამოქმედო და სტრატეგიული გეგმები.

რაც შეეხება ცვლილებებს აღნიშნულ გეგმებში, რა თქმა უნდა ცვლიელებები შესაძლებელია და საჭიროც, ოღონდ ცვლილებას/ცვლილებებს წონადი არგუმენტი/არგუმენტები უნდა განაპირობებდეს, მაგ: ცვლილება კანონმდებლობაში, ახალი გამოწვევები (მათ შორის ჩვენგან დამოუკიდებელი გამოწვევები, როგორიც იყო პანდემია) მონიტორინგის პროცესის შედეგები და ა.შ. აუცილებელია სკოლას გაწერილი ჰქონდეს, ის გზა რომლითაც, საჭიროებისამებრ, შეიტანს ცვლილებას/ცვლილებებს გეგმაში/გეგმებში.

სასარგებლო ბმულები:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY

სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg

სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების გზა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s

 

ანა ანუშიძე
8 ნოემბერი 2023 წ.

8 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მეორე სტანდარტთან დაკავშირებით

 


8 რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის მეორე სტანდარტთან დაკავშირებით

სასარგებლო ბმულებით

ნაწილი I

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

გვაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ორთხი სტანდარტი:

პირველი სტანდარტი: სკოლის ფილოსოფია

მეორე სტანდარტი: სკოლის კურიკულუმი

მესამე სტანდარტი: სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

მეოთხე სტანდარტი: მოსწავლეთა მხარდაჭერა

მოცემული სტატია უკავშირდება ავტორიზაციის სტანდარტებიდან მეორე სტანდარტს, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის კურიკულუმი, (სკოლის კურიკულუმი არის უნიკალური დოკუმენტი, რომელსაც ქმნის სკოლა და სკოლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. კურიკულუმი თავისი შინაარსით პასუხს გვცემს კითხვებზე: რატომ ვასწავლით? რაზე დაყრდნობით ვასწავლით? როგორ ვასწავლით? როგორ ვაფასებთ?) შესაბამისად, ქვემოთ მოცემული რვა ზოგადი რჩევა და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულებები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას მეორე სტანდარტის ქოლგაში მოქცეული თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.

2.1.1 - სკოლის კურიკულუმის შემუშავებაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით 

სკოლის კურიკულუმის შემუშავების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ხარისხის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია სწავლა - სწავლების პროცესის ხაირსხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ლიდერი მასწავლებლების გუნდის ფორმირება, რომელიც საჭიროებისამებრ შეძლებს ეფექტიანი კონსულტაციების გაცემას კათედრების ფარგლებში და უზრუნველყოფს კათედრების დონეზე შექმნილი საგნობრივი წლიური სასწავლო გეგმების გაცნობას სასკოლო საზოგადოებისთვის. მუშაობის პროცესში კი გასცემს რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება თითოეული საგნის დონეზე წლიური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სრულად მოხდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება, საჭიროებისამებრ რემედიაციული და დიფერენცირებული ინსტრუმენტების გამოყენება. მშობელთა მუშაობის პროცესში ჩართვისა და შემდეგ ინფორმირებისა და უკუკავშირების გაცვლის მიზნით მშობელთა ინფორმირების კვირეულების და ვორქშოფების ორგანიზებას. მოსწავლეებისთვის სწავლა - სწავლების სტრატეგიების გაცნობა - გაააზრების მიზნით ვორქშოფების მოწყობას. შექმნილი რესურსების, გზამკვლევების და განხორციელებული აქტივობების შესახებ სასკოლო საზოგადოებისთვის სადემონსტრაციო მასალების მომზადებასა და სასკოლო ვებ და სოც. გვერდებზე განთავსებას. 

2.1.2 - სკოლის კურიკულუმის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტებზე და განსაზღვრულ მეთოდურ ორიენტირებზე დაფუძნებასთან დაკავშირებით

საგნობრივი სტანდარტის და იმ მეთოდური ორიენტირების გაცნობის, გაგება - გააზრების და ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით აუცილებელია, იგივე -ლიდერ მასწავლებელთა გუნდმა მოახდინოს კათედრების დონეზე, საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, გზამკვლევების მომზადების და პრეზენტაციის (ვებინარის, სამუშაო შეხვედრის, მრავალჯერადად გამოყენებადი ციფრული რესურსის/რესურსების შექმნის გზით) ორგანიზება სასკოლო საზოგადოების წინაშე.

2.2.1 - სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე სასწავლო პროცესის დაფუძნებასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, სკოლას ჰქონდეს კათედრების დონეზე მუშაობის შედეგად შემუშავებული მიდგომა თუ როგორ იყენებს/გამოიყენებს ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში კონსტრუქტივისტულ თეორიას, კერძდ იმ ხუთ ძრითად პოსტულატს რომელიც ქვემოთ არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია და ეფექტიანი გამოსაყენებლად, თუ აღნიშნული მიდგომა დოკუმენტირებულია და საჭიროებისამებრ ზიარდება სამუშაო შეხვედრებისა და ვორქშოფების ორგანიზების გზით მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირებისთვის.

საუბარია სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიის შემდეგ ხუთ ძირითად პოსტულატზე:

ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მიღებული ინფორმაცია ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე.

ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი.

გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.

დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში.

ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

ე.ა) დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?

ე.ბ) პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?

ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?

2.2.2 - საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრულ გრძელვადიან მიზნებზე სასწავლო პროცესის დაფუძნებასთან დაკავშირებით

მოგვეხსენება, რომ ყველა მასწავლებლის  მთავარი, საგნობრივ დონეზე, მისაღწევი მიზანია თითოეული კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით (ესგ) განსაზღვრული თემების სიღრმისეული დამუშავება ისე, რომ თითოეული თემის ფარგლებში დამუშავდეს მოცემული საფეხურისთვის განსაზღვრული ყველა სამიზნე ცნება ყველა მკვიდრი წარმოდგენითურთ. სწორედ ეს გახლავთ გრძელვადიანი საგნობრივი მიზანი, რომლის მიღწევისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფორმატის დავალებების ფორმების (მგ. კომპლექსური დავალების ბარათი), მათი განხორციელების გეგმებისა (მაგ. თემატური ერთეული მატრიცა) და შეფასების რუბრიკების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი იყოს საკმარისად მოქნილი, საჭიროებისამებრ რემედიაციული და დიფერენცირებული ინსტრუმენტების ჩაშენებისთვის, მათი სრული ან ნაწილობრივი ადაპტირებისთვის. სკოლას უნდა ჰქონდეს ან მუშაობდეს შესაბამისი უნიკალური რესურსების შექმნაზე და ქმნიდეს აღნიშნული რესურსების ერთგვარ ბანკს თითოეულ საგანში.

2.2.3 - ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებულ სწავლა - სწავლების პროცესთან დაკავშირებით

მოსწავლეებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის არსი გახლავთ თითოეული მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თოთოეული მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას და წარმოჩენას, ყველა გრძელვადიანი მიზნის მიღწევას. შესაბამისად, არ გვეყოლება არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე და ყველა მოსწავლე, ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესში იგრძნობს რომ არის კლასის, სკოლის, სწავლა - სწავლების პროცესის სრულფასოვანი წევრი.

2.3.1 - მიმდინარე პროცესების მონიტორინგის და შეფასების სასწავლო პროცესის თანმდევ, განუყოფელ ნაწილად გამოყენებასთან დაკავშირებით 

უპირველესად აუცილებელია იმის განსაზღვრა თუ რა მიზნით ვიყენებთ შეფასებას და მონიტორინგის სხვადასხვა გზიდან ჩვენს მიერ არჩეულს. შეფასების მიზანია აკადემიური მოსწრების შეფასება რათა მივიღოთ სრული დასკვნა მოსწავლის პროგრესის შესახებ და დავგეგმოთ შემდგომი ინტერვენციები მისი აკადემიური და პიროვნული განვითარების მხარდაჭერისთვის. ამიტომ, რომელ ფორმასაც არ უნდა ვანიჭედბეთ უპირატესობას, მთავარია შეფასების და მონიტორინგის სისტემა, მიზნის მიღწევაში გვეხმარებოდეს, ანუ ჩვენი (სკოლის) არგუმენტაცია არსებობდეს, შეფასებისა და მონიტორინგის მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენივე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობის დამასაბუთებელი. ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მოსწავლემ და მშობელმა უნდა იცოდეს რომელი აქტივობის დროს რომელი შეფასების რუბრიკა გამოიყენება. ამ მიზნით ეფექტიანია მშობელთა კრებების ორგანიზება და შესაბამისი რუბრიკების წარდგენა მშობლებისთვის, ხოლო რუბრიკების შემუშავების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

2.3.2 - სასწავლო პროცესის შეფასების ჰოლისტურ ხასიათთან დაკავშირებით

ჰოლისტური შეფასება გულისხმობს მოსწავლის აკადემიური პროგრესის შეფასების პროცესში მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვანი მეთოდების, შესაბამისად  მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებას და მრავალი კონტექსტის გათვალისწინებას. აღნიშნული, ნათლად უნდა ჩანდეს იმ შეფასების რუბრიკებში რომლებსაც იყენებს/გამოიყენებს სკოლა თითოეულ საგანში.

2.4.1 - წლიური მუშაობის შედეგად კურიკულუმის გადამუშავებული ვერსიის შექმნასთან დაკავშირებით

სასკოლო კურიკულუმი, როგორც მთავარი, სკოლის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც სასკოლო საზოგადოებას და ექსპერტთა ჯგუფს აწვდის ინფორმაციას სკოლის მიერ დაგეგმილი სწავლა - სწავლების პროცესის შესახებ უნდა იყოს ეფექტიანი და მოქნილი, ორიენტირებული თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური ზრდის მხარდაჭერაზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კურიკულუმის განხორციელების პროცესში ისეთივე მჭდრო კუმუნიკაცია იყოს მასზე მომუშავე სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, როგორც მისი შექმნის პროცესში. მაგ: სკოლამ განსაზღვროს კათედრების დონეზე პერიოდული სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები გაუზიარებენ ერთმანეთს მათივე შექმნილი კურიკულუმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და მიღწევებს, სიახლეებს რომელთა შეტანაც გაზრდის დოკუმენტის ეფექტიანობას და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სკოლას კურიკულუმის შექმნაში, განხორციელებაში და განახლების პროცესში, დემინგის იგივე PDCA ციკლის გამოყენება. აღნიშნული ციკლის გამოყენება გულისხმობს დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების და გადახედვის ეტაპების მონაცვლეობის დაუსრულებელ პროცესს.

 

სასარგებლო ბმულები:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY

სკოლის დირექტორის სტანდარტი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=w1Kbg7efNPM&t=13s

სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg

სასკოლო კურიკულუმი იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=k0eMvcdeaBo

სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების გზა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s

სწავლა - სწავლების პრინციპები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OUX5JjnHAqo&t=11s

სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიის ხუთი ძირითადი პრონციპი  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html

განმავითარებელი შეფასება იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html

რემედიაციული სწავლება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KMLDywK2QCg&t=22s

სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=xKUG59XeyuI&t=47s

უნივერსალური დიზაინის ზოგადი პრინციპები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OYIGp5_A_fs&t=20s

დიფერენცირერბული სწავლების ინსტრუმენტები  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=9iHcFBA-WB4&t=38s

სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=O4oJKth1bDM&t=542s

ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=nhH7vun0AyQ&t=20s

ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=C3Uq2P8dJns

მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=BizCSvMZaQI

საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=EzsPKFzXqiI

მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=3jizf__ZYc0

სასკოლო კულტურის ფორმირება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=4PrW_Gcnfog

ანა ანუშიძე

7 ნოემბერი 2023 წ.

Monday, October 2, 2023

ინტეგრირებული სასკოლო ღონისძიება დადიანების მუზეუმში

 


ინტეგრირებული სასკოლო ღონისძიება დადიანების მუზეუმში

1 ოქტემბერს, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის, მე - 8 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სამეგრელოს, სადაც დადიანების მუზეუმში ინტერაქციულ ექსკურსიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ინტერგრირებულ აქტივობებში: ინფორმაციის გაანალიზება გუნდური მუშაობის გზით და ასოციაციური რუკების შექმნა და პეზენტაცია, რომლებშიც მათ, მუზეუმის სპეციალისტებთან ერთად, ხელმძღვანელობდნენ გეოგრაფიის და ინგლისური ენის მასწავლებლები: ანა ანუშიძე და ნატალია ფრუიძე.

გიზიარებთ ვიზიტის ამსახველ ფოტო მასალას:

(ა) ინტერაქციული ექსკურსიის ნაწილი




(ბ) ლექცია - დისკუსიის ნაწილი

 



(გ) ჯგუფებში მუშაობა ინფორმაციის გაანალიზებისთვის „ასოციაციური რუკების“ შექმნის ნაწილი

 




(დ) ასოციაციური რუკების პრეზენტაციის ნაწილი



სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაეცნენ მათ ისტორიას და გეოგრაფიულ თავისებურებებს.

მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ფოთის აია სოფიად ცნობილმა ფოთის საკათედრო ტაძარმა.







2 ოქტომბერი, 2023 წ.

ანა ანუშიძე


137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...